 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 6 აგვისტო, 2011 |
რატომ მიდიხარ და მკვდარივით მიათრევ ფეხებს, წითელი ბამბით გატენილო მიტკლის თოჯინავ, რატომ იგონებ გახევებულ ყველა შეხებას. როდესაც ხვდები, რომ მოირყა რკინის ჯებირი და დაიტბორე, საფეთქლებამდე. რაღა ჰაერი, ამოგევსო ფილტვები მტვრისგან და რაღა მიწა, გადაჭამა ხავსმა საფლავი, ან რაღად გინდა ჩაჭიდება მკვდარს იმედებზე. მდინარეს მაინც მთელი დღეა მოაქვს ცხედრები ნაფოტებივით. გამორიყა გამხმარ მდელოზე ყველა ლოცვა და ყველა ვედრება. შენ კი მიცურავ, გაჟღენთილი სისხლით თოჯინა, შენ კი მიცურავ, გახვრეტილი გულთან ხომალდი და რომ გეგონა ცოცხალი ხარ, შენ ვერ მიხვდი და მხოლოდ მოგმართეს- ზამბარიანი საათივით. საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა... იავ-ნანა და მზე-ნანა და ჩემო თოჯინა, სამი გზა იყო ზღაპრებში და ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
+++ სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
+++
31. უნიჭიერესი და უსევდიანესი პოეტი ადამიანი ჟადენი 555555555555 უნიჭიერესი და უსევდიანესი პოეტი ადამიანი ჟადენი 555555555555
30. უნიჭიერესი და უსევდიანესი პოეტი ადამიანი ჟადენი 555555555555 უნიჭიერესი და უსევდიანესი პოეტი ადამიანი ჟადენი 555555555555
28. არა, დადუ, რატომ უნდა მეწყინოს :) ჩემი შეგრძნებები გადმოვეცი და ეტყობა მეც არეული ვწერდი, რაკი დალაგებულად მეჩვენებოდა... :)
მადლობა და მოგიკითხე მეც :) არა, დადუ, რატომ უნდა მეწყინოს :) ჩემი შეგრძნებები გადმოვეცი და ეტყობა მეც არეული ვწერდი, რაკი დალაგებულად მეჩვენებოდა... :)
მადლობა და მოგიკითხე მეც :)
27. ჟადენ, პირველ რიგში, მოგიკითხავ,
და არ მიწყენ იმედია, არეული მეჩვენა ლექსი, შესავალშივე იმდენი შეუთავსებელი მომენტია:
რატომ მიდიხარ და მკვდარივით მიათრევ ფეხებს, წითელი ბამბით გატენილო მიტკლის თოჯინავ, რატომ იგონებ გახევებულ ყველა შეხებას. როდესაც ხვდები, რომ მოირყა რკინის ჯებირი და დაიტბორე,
თოჯინის თანაც ბამბის თოჯინის სიარული და ფეხის მითრევა არ მგონია სწორი, მიტკალი თეთრი ფერისაა, როგორც ვიცი და მაშინ წითელით არ უნდა იყოს გატენილი, მართალია შემდგომ ხსნი, რომ სისხლითაა შეღებილი, მაგრამ მაინც ცუდად მომხვდა. ან გახევებული შეხების მოგონება, როდესაც რკინის ჯებირი მოირყა, რატომ რკინის ჯებირი? თოჯინის სახეს სულ შლის ეს გარემოება...
ფინალისკენ სრულად გამოსწორდა სათქმელი, მაგრამ შესავალი კარგად დასალაგებელ დასაწყობი მეჩვენება... ჟადენ, პირველ რიგში, მოგიკითხავ,
და არ მიწყენ იმედია, არეული მეჩვენა ლექსი, შესავალშივე იმდენი შეუთავსებელი მომენტია:
რატომ მიდიხარ და მკვდარივით მიათრევ ფეხებს, წითელი ბამბით გატენილო მიტკლის თოჯინავ, რატომ იგონებ გახევებულ ყველა შეხებას. როდესაც ხვდები, რომ მოირყა რკინის ჯებირი და დაიტბორე,
თოჯინის თანაც ბამბის თოჯინის სიარული და ფეხის მითრევა არ მგონია სწორი, მიტკალი თეთრი ფერისაა, როგორც ვიცი და მაშინ წითელით არ უნდა იყოს გატენილი, მართალია შემდგომ ხსნი, რომ სისხლითაა შეღებილი, მაგრამ მაინც ცუდად მომხვდა. ან გახევებული შეხების მოგონება, როდესაც რკინის ჯებირი მოირყა, რატომ რკინის ჯებირი? თოჯინის სახეს სულ შლის ეს გარემოება...
ფინალისკენ სრულად გამოსწორდა სათქმელი, მაგრამ შესავალი კარგად დასალაგებელ დასაწყობი მეჩვენება...
26. სამი გზა იყო ზღაპრებში და ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
შამანური :) მიყვარხარ! :-* სამი გზა იყო ზღაპრებში და ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს. სადაც სიზმრები ჩურჩულებენ- „იყო-არ იყო“ და სადაც წევხარ გაფითრებულ, მკვდარი ხელებით, თვალახელილი და ქვასავით მძიმე ფიქრები, შავ ჰორიზონტზე ღრუბლებივით საწვიმრად გაწვა... ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
შამანური :) მიყვარხარ! :-*
25. დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე ს გ ი ლ ო ც ა ვ ,ნ ა ნ! :-*
ი ბ ე დ ნ ი ე რ ე!
:-* :-* :-* დ ა ბ ა დ ე ბ ი ს დ ღ ე ს გ ი ლ ო ც ა ვ ,ნ ა ნ! :-*
ი ბ ე დ ნ ი ე რ ე!
:-* :-* :-*
24. მძაფრი, ემოციური კადრებით _ სახეებიანი! გაიხარე, ნანა! მძაფრი, ემოციური კადრებით _ სახეებიანი! გაიხარე, ნანა!
23. თავისთავადი სამყაროს დედოფალი - jaden. კვლავ აქ ვარ და ვიკლავ წყურვილს. წარმატებები. თავისთავადი სამყაროს დედოფალი - jaden. კვლავ აქ ვარ და ვიკლავ წყურვილს. წარმატებები.
21. კარგია ძალიან:) კარგია ძალიან:)
20. მადლობა ყველას. მადლობა ყველას.
19. საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა...
ბავშვობასთან მიახლება და არაერთი თეთრი ღამის მნახველი თოჯინა... სხვა პოეტური მუხტია აქ ყოველთვის – ინდიავიდუალური და ულამაზესი ხელწერით...
საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა...
ბავშვობასთან მიახლება და არაერთი თეთრი ღამის მნახველი თოჯინა... სხვა პოეტური მუხტია აქ ყოველთვის – ინდიავიდუალური და ულამაზესი ხელწერით...
18. ჩემი, ჩემი არავისნაირი ადამიანი ხარ შენ.
ეს ძაკიან ადრე მომწერე შენ... ხოდა ამ სიტყვების თქმა მომინდა მე ახლა... მიყვარხარ... ჩემი, ჩემი არავისნაირი ადამიანი ხარ შენ.
ეს ძაკიან ადრე მომწერე შენ... ხოდა ამ სიტყვების თქმა მომინდა მე ახლა... მიყვარხარ...
16. კარგია, ჟადენ!
მდიდარი სამყარო გაქვთ. კარგია, ჟადენ!
მდიდარი სამყარო გაქვთ.
15. გარედან ვკითხულობდი და შემოვედი, საჩემოა, ამ განწყობაზე ვარ, მეტირებოდა და ვერ ვტიროდი ...მიშველა ამ ლექსმა :) გარედან ვკითხულობდი და შემოვედი, საჩემოა, ამ განწყობაზე ვარ, მეტირებოდა და ვერ ვტიროდი ...მიშველა ამ ლექსმა :)
14. ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს. ეს ლექსი ხშირად გამხსენებია, თავიცი სიზმარეული ჩვენებებით, მისტიური სურათებით და რიტმით - იავნანას და შელოცვების რიტმი დაყვება ერთად. და მართლა მზე-ნანაო... :) ჩუ, დაიძინე... იავ-ნანა... ჩემო თოჯინა, უკვე ღამეა. რა ხანია თეთრად ღამდება, არ შეგეშინდეს. ეს ლექსი ხშირად გამხსენებია, თავიცი სიზმარეული ჩვენებებით, მისტიური სურათებით და რიტმით - იავნანას და შელოცვების რიტმი დაყვება ერთად. და მართლა მზე-ნანაო... :)
13. აქაც არ მაწუწუნო ეხლა :D შენ მგონი რაღაც უნდა გაგეკეთებინა კიდევ აქ ბოდიალობ ))) ?
იძUლება არ ითველბა :P
მეც ,ორივე..
ნანა რომ იყოს იგივეს დაწერდა...
რა იდილიაა ))))
აქაც არ მაწუწუნო ეხლა :D შენ მგონი რაღაც უნდა გაგეკეთებინა კიდევ აქ ბოდიალობ ))) ?
იძUლება არ ითველბა :P
მეც ,ორივე..
ნანა რომ იყოს იგივეს დაწერდა...
რა იდილიაა ))))
12. ნუ წუწუნებ,ლიკ :D ეგ მთაშია,მე ... ჯანაბაში :D ახლა ველაპარაკები ნანას, მეათე კომენტრს დასტურიო უხმოვნოდ,ვაიძულე :)) რა ვარ რო ვარ მოკლეც :D მიყვარხართ ორივე :-* ნუ წუწუნებ,ლიკ :D ეგ მთაშია,მე ... ჯანაბაში :D ახლა ველაპარაკები ნანას, მეათე კომენტრს დასტურიო უხმოვნოდ,ვაიძულე :)) რა ვარ რო ვარ მოკლეც :D მიყვარხართ ორივე :-*
11. ჩემებური...
რა ხანია ტეტრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
მომენატრე... სულ მარტო დავრჩი ამ დიდ რუსეთში.. შენ და ირმაც კი დამეკარგეთ... ჩემებური...
რა ხანია ტეტრად ღამდება, არ შეგეშინდეს.
მომენატრე... სულ მარტო დავრჩი ამ დიდ რუსეთში.. შენ და ირმაც კი დამეკარგეთ...
10. საშუაღამო იავნანა :) მიყვარხარ მე ვინც შენზე უკეთ წერდეს, უკანა რიგებში ჩადგეს:) სახელების უხმოვნები დავარიგე აქ :)
საშუაღამო იავნანა :) მიყვარხარ მე ვინც შენზე უკეთ წერდეს, უკანა რიგებში ჩადგეს:) სახელების უხმოვნები დავარიგე აქ :)
9. 55555555+++++++++++ 55555555+++++++++++
8. კარგი ლექსია კი.
მაგრამ მომწყინდა ასეთი ლექსები. სხვა დროს (ადრე) მომეწონებოდა. კარგი ლექსია კი.
მაგრამ მომწყინდა ასეთი ლექსები. სხვა დროს (ადრე) მომეწონებოდა.
7. უუუუუუუუულამაზესი ლექსი :) უუუუუუუუულამაზესი ლექსი :)
6. კარგი დღე იყო დღეს... ჯერ ლელა ცუცქირიძის ლექსი და ახლა ეს...:) საოცარი ემოციები...გაცოცხლებული კადრები, შინაგანი განცდების... მართლაც იავ-ნანა და მზე- ნანა....55555555 jaden. მიყვარხარ...:-* კარგი დღე იყო დღეს... ჯერ ლელა ცუცქირიძის ლექსი და ახლა ეს...:) საოცარი ემოციები...გაცოცხლებული კადრები, შინაგანი განცდების... მართლაც იავ-ნანა და მზე- ნანა....55555555 jaden. მიყვარხარ...:-*
5. საოცრად დატვირთული ლექსია ჩემთვის (ბევრი რაკურსით...როგორც პირადულით, ასევე ზოგადით...), ყველა დაინახავს აქ თავის ნაწილსაც და საერთოსაც...
"და რომ გეგონა ცოცხალი ხარ, შენ ვერ მიხვდი და მხოლოდ მოგმართეს- ზამბარიან საათივით. საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა..."
ლოცვასავითა...
"ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს..."
უზადო ემოცია კარგი შესრულებით! შესანიშნავია!.. საოცრად დატვირთული ლექსია ჩემთვის (ბევრი რაკურსით...როგორც პირადულით, ასევე ზოგადით...), ყველა დაინახავს აქ თავის ნაწილსაც და საერთოსაც...
"და რომ გეგონა ცოცხალი ხარ, შენ ვერ მიხვდი და მხოლოდ მოგმართეს- ზამბარიან საათივით. საქანელაზე, ცამ ჩამოკიდა სხივები და ჩუმად ქანაობს. მდინარეს მოაქვს ცხედრები და ქაღალდის ნავი შორი ბავშვობის, ნესტში დაობდა..."
ლოცვასავითა...
"ახლა დელტაა- დატოტვილი და გამომშრალი კაცის ჩონჩხივით. საითაც სუსტი დინებაა,- იქეთ წაგიღოს, სადაც ლოცვა და ვედრებაა- იქეთ გაგრიყოს..."
უზადო ემოცია კარგი შესრულებით! შესანიშნავია!..
4. ვაიმე,შემშლია...თურმე კრებულები შეგიქმნიათ...ძალიან გამიხარდა :) ვაიმე,შემშლია...თურმე კრებულები შეგიქმნიათ...ძალიან გამიხარდა :)
3. ჟადენ სად იტევ ამხელა ემოციას? და რა ოსტატურად აწვდი მკითხველს?! მახსოვხარ კიარა, მენატრები:-* ჟადენ სად იტევ ამხელა ემოციას? და რა ოსტატურად აწვდი მკითხველს?! მახსოვხარ კიარა, მენატრები:-*
2. თქვენი დავიწყება როგორ შეიძლება ჟადენ?! უზომოდ მენატრებით...თქვენი გვერდი რომ დაცარიელებულა ლექსებისგან,ძალიან დავღონდი :( თქვენი დავიწყება როგორ შეიძლება ჟადენ?! უზომოდ მენატრებით...თქვენი გვერდი რომ დაცარიელებულა ლექსებისგან,ძალიან დავღონდი :(
1. დღეს ამ ლექსის განწყობაზე ვარ ჩემს მთებში. და მოგიკითხეთ ყველა ვისაც ვახსოვარ.
დღეს ამ ლექსის განწყობაზე ვარ ჩემს მთებში. და მოგიკითხეთ ყველა ვისაც ვახსოვარ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|