ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2011


ზნეული ოჯახი (იგავ-არაკი)

    ზნეული ოჯახი (იგავ-არაკი)

  მხნედ იყო კაცი და ზნეს უჩიოდა.
  ზეობდა კაცი და მხნეობას უჩიოდა.
  ზნე შეჰყრია კაცსა და მძიმე ხვედრი ჯვრის სახით უტარებია.
  ოჯახი, ოჯახი და კიდევ ოჯახი!


  ქუჩას კაპილარები დაჰბერვოდა, არტერიული წნევა ასწეოდა. მთვარეს ელემენტი დაუჯდა და იმ ღამით არ გამოჩენილა. საბედნიეროდ „სახელმწიფო“ ჩირაღდნები უნათებდნენ გზას მიმავალთ ოჯახებში. მათ შორის ერთი ტანმორჩილი შუახნის მამაკაცი  გამოირჩეოდა, რომელიც საკუთარი ოთხმავლის წყალობით მიიკვლევდა გზას შინისაკენ. მხნედ გამოიყურებოდა... თავისუფალ ხელს მუცელზე ისვამდა და სჩიოდა: - ეგ რამდენი ვჭამე კაცოო! განა ვინმე მაძალებდა?! - არა. უბრალოდ მაძღარს მონელება უჭირდა. პირმაქციელ მაძღარს მოსაგონარი არაფერი გააჩნდა გარდა უაზროდ ნატარები დროისა და ქეიფისა ჰო და კიდევ არ გამომრჩეს, ძალიან ახალისებდა ჯარის ამბების მოყოლა! ცოლი ჰყავდა... „ნეტარი“. სოფელსა შინა ხსენება სახელისა მისისა ჰზარავდათ, სჯობდა სოფელს შავი ჭირი შეჰყროდა...
  და ერთ მოქუფრულ დღეს უთხრა ცოლმა-ქმარს: - გულ-მუცელი ამოვივსეთ და მაინც ვჩივი შენსას. იქნებ მანქანა მიყიდოო?! ქმარმა უპასუხა: - დღე დაღამდეს და ღამე მაჩუქეო... შემდეგ მანქანაც იქნებაო! არადა, მხოლოდ ორი შვილის დაკვეთით მისთხოვდა მომავალ ქმარს „დარბაისელი ქალი“. - მეტს ვერ ვიყოლიებ „ფიგურა“ გამიფუჭდებაო... და კიდევ ათასი კაზმულ-ასხმული ნაფიქრალი ჰქონდა ახალგაზრდა კუდიანს. ირგვლივ ყველა ცუდს სჩადიოდნენ, მხოლოდ თავის კარგით ცხოვრობდა და ისე იქმოდა სიკეთეს. „სწამდა“ უფალი, მაგრამ პირჯვარს რწმენით არასოდეს იწერდა. ყველას ჰკბენდა და უღრენდა. ერთხელაც უღელს გამბმულმა კაცუნამ, მისი საოცნებო ლეკვი სახლს მოიყვანა. ეზოში სახელდახელოდ, იმ დღესვე პატარა სახლი შეჰკრა. „ჩემს ცუგას თავისი ჭერი ექნებაო.“ კერძო სამფლობელოდან დაბრუნებულმა მყეფარამ, როს შენიშნა ფინია ოჯახს, სწვდა კისერში და მოახრჩო. შემდეგ კი გასიებულს უთხრა: - მოვედი და მკვდარი დამხვდაო. - აბა წარმოიდგინეთ ორი მყეფარა სახლში: ერთი ოთხფეხა, მეორე ორფეხა.
  დადგა დათქმული ღამეც. მოსახდენიც მოხდა. მეშვიდე დღეს, ოცნება ცხადად იქცა. მანქანა წითელი ბაფთით სახლის წინ დაეყენებინა.
  ღამიდან გამოჟონილი შედეგით, ღამიდან მესამოცე დღეს, მარხვის დღეებში, ბებია ქალს მიადგა. მოსახდენი აქაც მოხდა.
  ეს ის ღამე იყო, როცა მთვარეს ელემენტი დაუჯდა.
  მათთვის ავადსახსენებელ მეშვიდე დღეს კუდიანს წითელ სითხეში უწია ცურვა. თუმც უფლის წყალობით და ნებით მან გამოცურა ნაპირზე, მაგრამ რათ გინდა?! არც კი ჩათვალეს გაკვეთილად ყოველივე ის რაც გადახდათ.
  სხვათა ქილიკსა და ჭორაობაში გართულებს, მიავიწყდათ, რომ  ღვთის გაჩენით და მისი ნება-სურვილით მოევლინენ ქვეყნიერებას, სხვათა ჩაგვრითა და მონებად ქცევით გართულებს მიავიწყდათ, რომ თავად დიდი გასაჭირი ელოდათ. მიავიწყდათ, რომ სხვებთან პირლამაზობით ვერ დამალავენ ნამდვილ უპირობას.

  ოდეს ივიწყო ზნეობა, არ მოხდების შენი ზეობა!

  ბაგეთა შინა არს სიტყვა და გულსა შინა არს სიყვარული, გამიჯნულთ ერთმანეთისაგან პირსას შენსას წამოსცდების უსიტყვობა, ხოლო მიჯნუ(ლ)რთ არ წამოსცდების, არამედ წარსმოსთქვამს სწორსა და მართებულს.
  და ვის ახსოვდა ზნეობა?!
  ცოლსა თუ ქმარსა?
  არადა მხნედ და ჯანმრთელად იყვნენ.
  ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო! - უთქვამთ...
  ფერსა მადლი სცხია საფერად და სა-ხატად!
  ოჯახი - ხრამია თუ „ხლამი“?
  ოჯახი სა-ხეა თუ მხოლოდ ოთხი კედელი?
  რომელი ოჯახი?
  თავისუფლებაში ჯერ კიდევ უთანასწორობა!
  ივიწყო უფალი, ვერასოდეს ისწავლო ჭკუა!



  7 აგვისტო 2011 წელი
  გიორგი (გიგო) გახოკიძე


 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები