ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2011


ისე როგორც....

ისე როგორც შემაყვარე თავი,
ერთი კოცნაც მაღირსე ერთხელ,
თუნდაც ერთხელ გამიღიმე თორემ
პოეტებმაც გამრიყეს ერთხმად...
მომიარე მე უნიჭო მხატვარს,
აღარ შემრჩა მოლბერტი და ფუნჯი,
ცისარტყელაც ძარცვავს ბოლო ნახატს,
კიდევ კარგი რომ არა ვარ მუნჯი...
კიდევ კარგი რომ არა ვარ მუნჯი და
ლექსს მოგიძღვნი ჩვეული სინაზით,
ფერებს ვპარავ მოდილიანს ფუნჯიდან
ისე გამოვშტერდი შენი სილამაზით.
ამ ღამითაც ვარსკვლავების თოვას,
გავატანე ოცნებები. შენ და,
როგორც ჰიმალაის თოვლი,
ჩემს გულს ისევ ფანტელები ფარავს.
გავუყვები მიტოვებულ ქუჩებს,
ბორდოს მწვანე მენატრება გ-ანა?!
მიყვარხარ და მეყვარები მკვდარსაც,
ისე როგორც, მოდილიანს ჟ-ანა...
შენი სახის  Déjà vu მაქვს სადაც-
წავალ, თუნდაც, დუელი მაქვს ღმერთთან,
ორივესთან ვერ იქნები, არ ღირს,
ან მე, ან ის, უნდა იყო ერთთან...
მელანიც კი გამითავდა, მაგრამ
რა გამოლევს შენთვის, ამაყ სტროფებს,
ნუთუ ყველას შენ უყვარხარ კაცთა (შორის)
-მიმიზნებენ თოფებს...
მოგიტაცებ, როგორც ქარი ფოთოლს,
ნუ ცახცახებ, ცუდს ნურაფეს ელი,
ალბათ წელსაც აგვისტოში მოთოვს,
შენს თავს ისევ შემახსენებს ელვა.

და

გავუყვები მიტოვებულ ქუჩებს,
ბორდოს მწვანე მენატრება გ-ანა?!
მიყვარხარ და მეყვარები მკვდარსაც,
ისე როგორც, მოდილიანს ჟ-ანა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები