ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა.ინა
ჟანრი: საბავშვო
8 აგვისტო, 2011


ტომასიტო

ტომასიტო

შენ რომ დაიძინო ტომასიტო
მერე მე რაღა გავაკეთო?!
მინდა რომ ძილის წინ მომისმინო
და სიზმრებიდან გამომხედო.

დედიკომ მომაბარა შენი თავი
და სანამ მოვა - დამიჯერე!
თორემ ვეტყვი რომ შენ იყავი
მე რომ მისი კაბა გამოვჭერი.

იმასაც ვეტყვი ფეხსაცმელი
მე რომ ჩავიცვი და ქუსლი მოსტყდა
ვითომ ჩემი ნებით არ ვიცმევდი
და შენ დამაძალე ამიტომაც

დაისჯები -
დედა სასეირნოდ არ გაგიყვანს,
ძილის წინ თავთან დამიჯდება
ზღაპრიდან  ფერიას ფრთებს მომიტანს.

იმასაც ვეტყვი ბებოს შალზე
მე რომ ჩემი კატა გავამშრალე
- მე არ  მინდოდა  (თან ვიტირებ)-
მაგრამ  რა მექნა - დამაძალა.

ვეტყვი რომ რაფიდან ის ქოთანი
ჩემ დამ კი არა მე ვისროლე,
მაგრამ მაშინაც შენ მითხარი
მეც დაგიჯერე და იცოდე

დედამ მომაბარა შენი თავი
და რასაც გეტყვი გამიგონე,
თორემ ვეტყვი რომ შენ იყავი
ახლა რომ ცეცხლი წავუკიდე

ფარდას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები