სვია (Humulus lupulus L.), კანაფისებრთა ოჯახის (Moraceae)მრავალწლოვანი ორსახლიანი მცენარე.
ლუდი — მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს.
მე ის ძალიან მიყვარს. მიყვარს დილით (ნაბახუსევზე თუ არანაბახუსევზე), მიყვარს შუადღით, მიყვარს ღამით. ყოველ ორ წუთში ერთხელ (გადამოწმებულია) მასზე ვფიქრობ და სურვილისგან გული მიმდის. მიყვარს ცივიც და თბილიც, მიყვარს სიცხეშიც და სიცივეშიც, მიყვარს ქარშიც, წვიმაშიც და თოვლშიც. მოკლედ, მე მასზე ვგიჟდები, მას ანი ქვია. მუშაობს საპროდიუსერო კომპანიაში რაღაცის მენეჯერად. კომპანიის სახელწოდება და ის, თუ რისი მენეჯერია, არ მახსოვს (საშინელი მახსოვრობა მაქვს), ეს რომ გაიგოს, გამებუტება და უახლოესი სამი დღე, არათუ მნახავს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზეც კი არ მიპასუხებს. ასე იცის, როცა ნაწყენია, მირჩევნია გამლანძღოს, მეჩხუბოს, დამარტყას, მესროლოს (ნუ, მხოლოდ შესაშინებლად), მაგრამ ნურას უკაცრავად, ის ჩუმადაა და მე ჩემს თავზე ვბრაზდები და თვითგინებას მივმართავ, რომ მას გული ვატკინე. ზუსტი ტაქტიკა აქვს არჩეული, ჭკვიანი გოგოა!
...................................................................
(ჩანართი) დილის რვის ნახევარია. მე და გიო ზედვაკელი დიღმის მასივში მაღაზიას ვეძებთ, რომ თითო ქილა "ბალტიკა 9" ვიყიდოთ. ნიკა ჩერქეზიშვილი მშვიდი სახით (ჯერჯერობით) დგას ბაღდათში შობილი, ოთხკუთხა სახიანი რუსი ფუტურისტი პოეტის ძეგლთან და გველოდება. გადაცემა "იმედის დილაში" ვართ მიწვეულები და ნახევარ საათში ტელევიზიაში უნდა ვიყოთ. ლექსების ფხიზლად წაკითხვის ჩემი და ზედვაკელისეული გამოცდილება ნულს არ აღემატება და ვეძებთ გამწარებულები მაღაზიას, მაგრამ ბედი არ გინდა? ყველა დაკეტილია. აღშფოთებული ნიკოლოზის ხელების ქნევა საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ ფხიზლებს მოგვიწევს ლექსების კითხვა. დამთავრდა, როგორც იქნა გადაცემა - კოშმარი. ნიკამ საღამოსკენ თავისთან დაგვპატიჟა. დაღამდა და ნაძალადევში, ერთ - ერთ მინიმარკეტში შევდივართ მე და გიო, რომ ხელცარიელები არ ავიდეთ ოჯახში. გამყიდველი ქალი აღფრთოვანებული თვალებით გვიყურებს, გაკვირვებულები ვართ. მისი ასაკიდან გამომდინარე, იმის გაფიქრებაც მკრეხელობაა, რომ რამე ქვენა გრძნობანი ამოძრავებდეს, თვინიერ ბებია - შვილიშვილური გრძნობისა. რაღაცაშია საქმე. - მესამე სად გყავთ? ძალიან კარგი ბიჭები ხართ ბებიებო, ნიჭიერები! - დილით გვიყურა თურმე. ჩვენ ტელევარსკვლავის მოწყალე ღიმილს და უღრმეს მადლობას ვჩუქნით სითბოდ დაღვრილ ქალს. - სხვა დროსაც გამოიარეთ ბებიებო, ჩემი შვილიშვილები უნდა გაგაცნოთ, ანტიკა გოგონები არიან, წარჩინებული სტუდენტები. - გვეუბნება ბებო გამოსვლისას და ორლიტრიან "ობოლონს" გვჩუქნის.
............................................... (გაგრძელება)
ჩემს მკერდზე უდევს თავი და თვალები დახუჭული აქვს. მისი აჩეჩილი თმის სურნელი ცხვირში საამოდ მიღიტინებს. ზურგზე ნაზად ვუსვამ ხელს. - რაზე ფიქრობ? - ვეკითხები. - აუ ბზიკ, მაკარონის ხეს ხო მაჩუქებ? - კითხვაზე კითხვით მპასუხობს და თვალებში მიყურებს. - გაჩუქებ, აბა რას ვიზამ პაწუკ, ჩემი ძმაკაცის მამა ბოტანიკოსია და სპეციალურად გამოვაყვანიებ მაკარონის ხეს. - მართლა ბზიიიკ? - გახარებულია - ლა საკალელი ქაააალ, - მიყვარს, როცა თავს ისულელებს, გამოუცდელ, პატარა გოგონას გავს. - მართლა პაწკა, აბა რა! - შუბლზე ვკოცნი. რაღაცნაირი კანი აქვს, გემრიელი, სულ მინდება, ვუკბინო. - კალამი გააქ? - კი, რად გინდა? ჩანთაშია. - Body Poetry. - მიმიმიმიმიმიმიიი - ზურგზე წვება და იღიმება. მუცელზე ექსპრომტად დაწერილ ლექსს ვაწერ. მერე მის მაისურს სახეზე ვიფარებ. რა სუნამოა? ხო, ჯაკობსის "ლოლა", ვგიჟდები. - ეე, დამპალო, არ უნდა წამიკითხო? - ლოგიკური რეაქციაა. - ალაააა! - უფრო მაგრად ვიფარებ სახეზე მაისურს. წიხლებს და მუშტებს მირტყამს, ვიცინი. - დამპალო და დეგენერატო კნოპკამენო! მაისურს გვერდზე ვწევ, ცალი თვალით ვიხედები. პატარა სარკე უჭირავს და ლექსის წაკითხვას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამაზე კიდევ უფრო მეცინება. - ოოო, წამიკითხე რაა! - მაკოცე და წაგიკითხავ. - ვაჭარი ხარ და აფერისტი ხარ და ისა ხარ კიდე, რიჟა ბაყაყი! რა ვნებიანი კოცნა იცის, თვალები მებნიდება ხოლმე. ვკითხულობ: კედელზე ჰკიდია კლიმტი, სახელდობრ-,,ყაყაჩოს ველი", გეტყვი და ძვირფასო, მენდე- არსაით არ არი შველა,
ვნების და ამბორის გარდა... გარეთ კი საამოდ ბარდნის, ვაშლების ნატურე-მორტე, კეფაზე შენი თმის ბარდი.
სუყველა ნახულობს, შენ კი სიზმარი გნახულობს თვითონ, საფერფლეს დავაგდებ განგებ, იღვიძებ. ამბორი თითო
ძუძუზე. მერე კი ვნება, ცეხლივით ედება ზეწარს, კერტების ეგ წყვილი აბი... მერე კი სხეულზე გაწერ
.................................................................
(ჩანართი)
- ტიპშა მეუბნება, მაგდალინელი მეძავი არ იყო, მარიამ ეგვიპტელში გეშლებაო, მე ვუთხარი, შენ ვინ გეკითხება, მე ეგრე მინდა, ჩემთვის ბოზი იყოთქო. - დასვა წერტილი ლაცაბიძემ და ცივი ხინკალი გადაიღო. - შენ მკრეხელობისთვის კოცონზე დაგწვავენ მეგობარო, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, მე შენს ფერფლს სურამის ცენტრში მოვფანტავ, ეს ჩემი ვალია. - ვაიმედებ. არა რა, მიყვარს ლაცაბიძე, მაგარ რაღაცეებს მოთხრის ხოლმე. - მე მჯერა შენი, ოსტატო! - მჯერა, რომ გჯერა შეგირდო... მომაწეიე ერთი ღერი! გემრიელ ნაფაზს ვარტყამ და გვერდითა მაგიდისკენ ვიხედები, სადაც ორი გოგონა ზის, ერთი ზედმეტად ლამაზი, მეორე ზედმეტად მახინჯი. ვუყურებთ იმ ზედმეტად ლამაზს, თვითონაც გამოაპარებს ხოლმე თვალს ხანდახან, იპრანჭება საუბრისას, ქვედა ტუჩს ნაზად იკვნეტს, თავის დაქალთან შედარებით აშკარა უპირატესობით რეტდასხმულია და ჭკუაზე არაა, ისე იქცევა, თითქოს ვერც გვამჩნევს, არადა ჩვენ უკვე იმ დასკვნამდე ვართ მისულები, რომ მისი ვნების მაჩვენებელი შუა ზღვარს კარგა ხანია ასცდა და მწვერვალისკლენ მიიწევს რეაქტიული სიჩაქრით. ის, მეორე, ზედმეტად მახინჯი, ამჩნევს რათქმაუნდა ამას და ყველანაირი ბერკეტით ცდილობს ჩვენი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ამაოა მისი თავგანწირული მცდელობანი. - აუ, რა ბიუსტი აქვს! - დორბლებს ყრის ლაცაბიძე. მართლაც გადასარევი (ასე, სამნახევარი ზომა (ო, ეს ჩემი მახვილი თვალები) მკერდი აქვს და მისი ეს ავლა - დიდება სრულ კონტრასტში მოდის მისი დაქალის ანულირებულ ყელსქვევითა და კუჭსზევითა ტერიტორიასთან. მე და ლაცაბიძე, საკმაოდ შეზარხოშებულნი, ეშხით და თავხედურად ხმამაღლა ვბჭობთ ქალის ძუძუს ესთეტიკაზე, ის წვეტიანს ანიჭებს უპირატესობას, მე მრგვალი და მკვრივი მირჩევნია. იმ დასკვნამდეც მივდივართ, რომ ჩამოწელილი ძუძუ, მართალია დიდი ვერაფერიშვილი სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ანულირებულს, ისევ ეგ ჯობია. - უნდა შევაკერინო ძუძუს ფორმის ბალიში და დაბადების დღეზე უნდა გაჩუქო! - აგვირგვინებს ლაცაბიძე. მე მადლობას ვუხდი წინასწარ და ვსვამთ ძუძუს სადღეგრძელოს ვახტანგურად. - "შენი სხეული ცოდვა არი, რომელიც უნდა ჩავიდინო"- დუდღუნებს ლაცაბიძე. - ეგ მაგ დიაცს უთხარი, გვერდზე მაგიდიდან, მეეჭვება ჩემი სხეული ჩადენად ღირდეს. მაიცა ერთი, ლუდს შევუკვეთავ. ამიტომ არ მევასება ეს მეორე სართული, უნდა ირბინო წინ და უკან იორღა ცხენივით. არა რა, მართლა მაგარი მკერდი აქვს. - სად წავიდა ის გოგო? - უკან დაბრუნებული ვეკითხები ლაცაბიძეს, რადგან მეზობელ მაგიდაზე მარტო ის ყვავი ზის. - იქ, სადაც საჯაიაც თავისი ფეხით დადის! მე სიცილისგან მუცელი მტკივა და მიმტანს ვეჯახები, რომელსაც ჩვენთვის ლუდი მოაქვს. გადავრჩით, არაფერი დამსხვრეულა. - ფუ, რა მთხლე ლუდია! - მართლაც რომ, ჩემო ქიმიურო ძმაო! - კვერს ვუკრავ ლაცაბიძეს - ისე, რავარი რითმაა მთხლე ლუდია - პრელუდია? ჰა? - გენიალური! - ვიცი! აუ, სად ეს და სად "ნაბერეჟნის" ლუდი. წამო, დავლიოთ. - ამ წვიმაში? - უფ, თორე თოვლში არ დაგილევია! - მართლა დავლიეთ თოვლში ერთხელ. ნახევარი საათის შემდეგ გაწუწულები და გათოშილები სანაპიროზე ლუდს ვწრუპავთ, სველ თევზს და დამბალ პურს ვაყოლებთ და ვანგარიშობთ, ხუთასი ლარი რომ მოგვცა, რამდენი ლიტრი "ყაზბეგი" მოგვივა.
.............................................................................
(გაგრძელება)
დღეების ქრონიკას, ჩემი და შენი შეხვედრის, დღემდე, გაბრუებ ტერფამდე თხემით, მენდე და მენდე და მენდე.
ჩვენ არც ერთს არ გვიყვარს ყავა და გვიყვარს ორივეს ვისკი, მე მგონი მიყვარხარ, რავი... წაგიყვან მკლავებით მზისკენ.
ლამაზი (ჩვენ) წყვილი გვქვია, საყვარელ სიმღერას მღერი, დაჭმუჭვნულ ზეწარზე ყრია, (ეგ) შენი წამწამთა მტვერი!
- ვაიიიი, რა საყვარელია ბზიკ, თოჯინასავით! - თოჯინას ვეძახი ხანდახან, მოსწონს. - მართლა? მიხარია, თუ მოგეწონა, - ვეუბნები და კულულებზე ვეფერები. - ჩაი გინდა? - არა, ყავა. - კაი, შენ ყავა, მე ჩაი. - ოღონდ ძალიან ტკბილი არა, ხო იცი. - არის მადმუაზელ. ყავას ვერ ვსვამ, გულს მიჩქარებს, აი, ჩაი კი სამშობლოზე მეტად მიყვარს. - პაწუკ, იმ ფილმს ვუყურე, შენ რო მირჩიე, ჰიტ ლეჯერი რო თამაშობს. სახელი დამავიწყდა. - ვეძახი სამზარეულოდან. - "candy"". ხომ მაგარია? - კი, ძალიან. მასე კაი ხანია ფილმი არ მომწონებია. - ხო მაგარი გემოვნება მაქვს, აღიარე. - ხო, ერთი შენ მევასები კინოკრიტიკოსებში და მეორე ცხონებული კაკო ბაქრაძე. იცინის და მიწოდებულ ყავას მართმევს. - ცხელია, არ დაიწვა! "ყავა უშაქრო, ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური..." Lynyrd Skynyrd - Sweet Home Alabama... მისი ტელეფონია. - ჩანთა მომაწოდე! უფროსი ურეკავს, ფრიად სახელმოხვეჭილი ქალბატონი თავის ამბავში, მაგრამ მე მაინც არ მევასება, სულ მაშინ ურეკავს, როცა ჩემთანაა. - აუ ბზიკ, უნდა წავიდე! - დაღვრემილია. - ეხ, მივხვდი, სულ მოდის ბოროტი ბიცოლა და შენს თავს მართმევს. ჰოი, ღმერთებო, რა იქნებოდა, უკეთესი ბედი გეფეშქაშათ ჩემთვის, მსხვერპლს შეგწირავდით ყოველ კვირა! ახლა უნდა ვიჯდე მთელი დღე დეგენერატივით და ათასჯერ წაკითხული წიგნებიდან ერთ - ერთი თავიდან უნდა წავიკითხო. იმ დღეს თომას მანი წავიკითხე, აღარც მახსოვს მერამდენედ. - მგონი სავარცხელი გაგიტეხე. - არაუშავს, თავის გადახოტვრას ვაპირებ მაინც, - ჩანთას ვაწოდებ და ყელზე ვკოცნი. - გაგაცილო? - ისე ვეკითხები, ყოველი შემთხვევისთვის, არ უყვარს გაცილება. - ა - რ - ა! - როდის მოხვალ? - ზეგ. მოდი, ჩამეხუტე! იცის, რომ ვუყურებ აივნიდან, მაგრამ უკან არ მოიხედავს, მხოლოდ მოსახვევთან მოტრიალდება და გაღიმებული ხელს დამიქნევს, აი, ასეთია!
......................................................
მე ის აღარ მიყვარს, არც დილით, არც შუადღისას და არც ღამით, აღარ ვფიქრობ მასზე ისე ხშირად, როგორც უწინ, აღარ მიყვარს არც ცივი და თბილი ხომ მითუმეტეს, აღარ მიყვარს არც სიცხეში, არც სიცივეში, არც ქარში, არც წვიმაში და არც თოვლში, აღარ მიყვარს არც მისი ქაფი, ორი თვეა არ დამილევია და დამავიწყდა კიდეც სვიის მომწარო გემო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
61. აუჰ წავიკითხე კიდე და დავდექი კარგ ხასიათზე... აუჰ წავიკითხე კიდე და დავდექი კარგ ხასიათზე...
59. მაგარი ნაწერია... გესმის რა და, ჰაა :D
პ.ს. ეხლა როგორ ხარ ქაფიან "სვიის მომწარო" გემოსთან :D
მაგარი ნაწერია... გესმის რა და, ჰაა :D
პ.ს. ეხლა როგორ ხარ ქაფიან "სვიის მომწარო" გემოსთან :D
58. ძალიააააააან მომეწონააა, ძალიაან რეალური და ნამდვილიი :x ძალიააააააან მომეწონააა, ძალიაან რეალური და ნამდვილიი :x
57. მშვენიერი ნოველაა :)
ჰომ, ყველა სეზონს შორის სვიის სეზონი ყველაზე ჩქარა გადის :) მშვენიერი ნოველაა :)
ჰომ, ყველა სეზონს შორის სვიის სეზონი ყველაზე ჩქარა გადის :)
56. გემრიელად წამაკითხა თავი... ხალასი, ტონკი იუმორით, მშვენიერი თხრობის მანერით... პროზაშიც და პოეზიაშიც ერთნაირად იღებ სიმაღლეს... გაკოცე მაგ ჭკვიან თავზე. გემრიელად წამაკითხა თავი... ხალასი, ტონკი იუმორით, მშვენიერი თხრობის მანერით... პროზაშიც და პოეზიაშიც ერთნაირად იღებ სიმაღლეს... გაკოცე მაგ ჭკვიან თავზე.
55. ახალაია, შე მაგარო შენა :) მომნატრებიხარ :-* ახალაია, შე მაგარო შენა :) მომნატრებიხარ :-*
54. :D აი აი აი :D აი აი აი
53. ავტორი: ბექა.ახალაია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აგვისტო, 2011
ავტორი: ბექა.ახალაია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აგვისტო, 2011
52. და აი ასე გავხდი ნაწარმოების პერსონაჟიო,საღოლ კარდაშ:) და აი ასე გავხდი ნაწარმოების პერსონაჟიო,საღოლ კარდაშ:)
51. ვახ, ბიჭო, მოდი რა საზამთროები უნდა გათხლიშო და გათხლიშო მაგ ნიჭიერ ტავში რააა!!!! შესანიშნავი ჩანახატია! ბრწყინვალე! (სხვათა შორის, იქ მეც ჩემი ფეხით დავდივარ) :)) მიყვარხარ შე ფრაერო! ვახ, ბიჭო, მოდი რა საზამთროები უნდა გათხლიშო და გათხლიშო მაგ ნიჭიერ ტავში რააა!!!! შესანიშნავი ჩანახატია! ბრწყინვალე! (სხვათა შორის, იქ მეც ჩემი ფეხით დავდივარ) :)) მიყვარხარ შე ფრაერო!
50. ძალიანაც მიგიქარია რომ აღარ გიყვარს:)) წავედი მაცივარში შევძვრე.
გადასარევად წერ მეთქი რო გითხრა რამე ახალს ვიტყვი თუ რა? :)) მაგრად ვიხალისე:-* ძალიანაც მიგიქარია რომ აღარ გიყვარს:)) წავედი მაცივარში შევძვრე.
გადასარევად წერ მეთქი რო გითხრა რამე ახალს ვიტყვი თუ რა? :)) მაგრად ვიხალისე:-*
49. მოვიდა ლაცაბიძე.. თრთოდეთ :))
მოვიდა ლაცაბიძე.. თრთოდეთ :))
48. ეს გუშინ ვნახე.
პროზაში გამიკვირდა ახალიას გვარი. შემოვედი და მართლა მომეწონა.
ეს გუშინ ვნახე.
პროზაში გამიკვირდა ახალიას გვარი. შემოვედი და მართლა მომეწონა.
47. ლაცაბიძე თავად შედევრია!!! ნუ მიჩაგრავ, ბავშვს :)) ლაცაბიძე თავად შედევრია!!! ნუ მიჩაგრავ, ბავშვს :))
46. "ლაცაბიძეს სწორი ლამაზი ფეხები აქვს"
როგორ გეტყობა, რომ ლაცაბიძის ფეხები არ გინახავს:)) და შენ ფიქრობ ლაცაბიძე ჩემზე მაღალია?არა, ლაცაბიძე ჩემზე გრძელია:))
რატო უნდა უარვყო, რომ ლაცაბიძე სიმპათიური ყმაწვილი კაცია(რა მცდარი წარმოდგენა გაქვს ჩემზე) :))
და ჩემი ნომრის გასაგებად შენ რატომ უნდა შეგაწუხონ, ეგ ცოტა ვერ გავიგე:))
რეკლამას რაც შეეხება, ჩემს სიდიადეზე ჩემი შედევრები ღაღადებენ, ამიტომ მაგაში სიტყვების და მითუმეტეს ფინანსების დახარჯვას სულაც არ ვაპირებ:)) "ლაცაბიძეს სწორი ლამაზი ფეხები აქვს"
როგორ გეტყობა, რომ ლაცაბიძის ფეხები არ გინახავს:)) და შენ ფიქრობ ლაცაბიძე ჩემზე მაღალია?არა, ლაცაბიძე ჩემზე გრძელია:))
რატო უნდა უარვყო, რომ ლაცაბიძე სიმპათიური ყმაწვილი კაცია(რა მცდარი წარმოდგენა გაქვს ჩემზე) :))
და ჩემი ნომრის გასაგებად შენ რატომ უნდა შეგაწუხონ, ეგ ცოტა ვერ გავიგე:))
რეკლამას რაც შეეხება, ჩემს სიდიადეზე ჩემი შედევრები ღაღადებენ, ამიტომ მაგაში სიტყვების და მითუმეტეს ფინანსების დახარჯვას სულაც არ ვაპირებ:))
45.
ლაცაბიძეს სწორი ლამაზი ფეხები აქვს (კატიე დეიდას დაემსგავსა ბავშვი სიმაღლითაც), ლაცაბიძე სიმპატიურია (ახლა არ თქვა არაო), ლაცაბიძის ტელეფონის გასაგებად მე მაწუხებენ გოგოშკები (შენს გამო ჯერ არავის დაურეკავს ბექას ნომერი გვინდაო) :))
და რა ვიცი, რა ვიცი... ახლა შენი ჯერია, რა რეკლამას გაუკეთებ საკუთარ თავს =))
ლაცაბიძეს სწორი ლამაზი ფეხები აქვს (კატიე დეიდას დაემსგავსა ბავშვი სიმაღლითაც), ლაცაბიძე სიმპატიურია (ახლა არ თქვა არაო), ლაცაბიძის ტელეფონის გასაგებად მე მაწუხებენ გოგოშკები (შენს გამო ჯერ არავის დაურეკავს ბექას ნომერი გვინდაო) :))
და რა ვიცი, რა ვიცი... ახლა შენი ჯერია, რა რეკლამას გაუკეთებ საკუთარ თავს =))
44. და შენ სად ნახე ჩემი შიშველი ნატურა?:))
აბა საიდან გეპარება ეჭვი ჩემი სურათების დიდ გასავლიანობაში:))
ჰმ, რა პოპულარული ვარ, ღმერთო მაღალო:)) და შენ სად ნახე ჩემი შიშველი ნატურა?:))
აბა საიდან გეპარება ეჭვი ჩემი სურათების დიდ გასავლიანობაში:))
ჰმ, რა პოპულარული ვარ, ღმერთო მაღალო:))
43. შენ ჩემს ბავშვებს თავი დაანებე და თუ გინდა შენი სურათები ჩამოკიდე მაღლივთან(შორს წასვლაზე რომ არ იწვალო), ვერ გეტყვი რომ გასავალი დიდი ექნება, მაგრამ, რა იცი რა ხდება =))
:-* შენ-ც კაი გადარეული ხარ!!!
შენ ჩემს ბავშვებს თავი დაანებე და თუ გინდა შენი სურათები ჩამოკიდე მაღლივთან(შორს წასვლაზე რომ არ იწვალო), ვერ გეტყვი რომ გასავალი დიდი ექნება, მაგრამ, რა იცი რა ხდება =))
:-* შენ-ც კაი გადარეული ხარ!!!
42. აიწევა არა კატ აიწია უკვე ვერ ხედავ?:)) :)) :)) აიწევა არა კატ აიწია უკვე ვერ ხედავ?:)) :)) :))
41. ჩემი პაპარაცობა არაა ახალი ამბავი კატიე, ვყიდი მერე დედიშობილა ლაცაბიძის სურათებს, დიდი გასავალი აქვს მის ფანატ გოგოშკებში:)) ჩემი პაპარაცობა არაა ახალი ამბავი კატიე, ვყიდი მერე დედიშობილა ლაცაბიძის სურათებს, დიდი გასავალი აქვს მის ფანატ გოგოშკებში:))
40. ოპ, აქ ამბები აიწევააააა, პაპარაცობა-ც დაუწყია ზოგიერთს, ლაცაბ, ამ კაცს ერიდე, შარია :)) ოპ, აქ ამბები აიწევააააა, პაპარაცობა-ც დაუწყია ზოგიერთს, ლაცაბ, ამ კაცს ერიდე, შარია :))
39. ნუ, როცა საჭიროება მოითხოვს, სინკარს გავტკვირავ კბილებით:)) ნუ, როცა საჭიროება მოითხოვს, სინკარს გავტკვირავ კბილებით:))
38. რა ოპტიმალური ხარ კი არა და ოპერატიული:)) :)) :))
რა ოპტიმალური ხარ კი არა და ოპერატიული:)) :)) :))
37. ხოდა კიდე, ლაცაბიძე, იმ გოგოსთან შენ ჩაიდინე "საქმენი საგმირონი", მე ჩავსაფრდები სადმე და სურათებს გადაგიღებ თუ გინდა:)) ხოდა კიდე, ლაცაბიძე, იმ გოგოსთან შენ ჩაიდინე "საქმენი საგმირონი", მე ჩავსაფრდები სადმე და სურათებს გადაგიღებ თუ გინდა:))
36. ჩამოვალ თვის ბოლოს და ვაფშე იმ გოგოს ნომერი ვიცი მე და ავადგეთ
ლაცაბიძე. 2011-08-10 18:19:17
ხარაშო, და კიდე ჯონ უაიტის "ბრძოლა" უნდა წაგაკითხო, იქნებ ავარიდო შენი სული ჯოჯოხეთში საუკუნო წამებას:)) ჩამოვალ თვის ბოლოს და ვაფშე იმ გოგოს ნომერი ვიცი მე და ავადგეთ
ლაცაბიძე. 2011-08-10 18:19:17
ხარაშო, და კიდე ჯონ უაიტის "ბრძოლა" უნდა წაგაკითხო, იქნებ ავარიდო შენი სული ჯოჯოხეთში საუკუნო წამებას:))
35. გმადლობთ თამარ:D
მადლობა ერო. გმადლობთ თამარ:D
მადლობა ერო.
34. ჭკუისკოლოფი ხარ, თანაც ტვინით გამოტენილი!
აბა ცარიელი ტვინის კოლოფი კი არ გაქვს, ზოგიერთივით? :)))))) შემოგევლე შენ! ძალიან მიყვარხარ, ჩემო გამოსწორებულო ”ლოთო ბიჭო”!
5555555555 ჭკუისკოლოფი ხარ, თანაც ტვინით გამოტენილი!
აბა ცარიელი ტვინის კოლოფი კი არ გაქვს, ზოგიერთივით? :)))))) შემოგევლე შენ! ძალიან მიყვარხარ, ჩემო გამოსწორებულო ”ლოთო ბიჭო”!
5555555555
33. რა კარგი ვინმე ხარ,ბექა ახალაია! რა კარგი ვინმე ხარ,ბექა ახალაია!
32. ბექა, პროზაც რომ მშვენივრად გამოგდის, ფაქტია! :) ძალიან მომეწონა თვითონ თხრობა. გულღია, ძალდაუტანებელი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ პოეზიასაც არ უღალატე და იმასაც თავისი მშვენიერი ადგილი მიუჩინე ნაწარმოებში! :)
გაიხარე! მართლაც უნიჭიერესი ხარ და მიხარია გულით ეს ამბავი! წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყოველთვის! ბექა, პროზაც რომ მშვენივრად გამოგდის, ფაქტია! :) ძალიან მომეწონა თვითონ თხრობა. გულღია, ძალდაუტანებელი. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ პოეზიასაც არ უღალატე და იმასაც თავისი მშვენიერი ადგილი მიუჩინე ნაწარმოებში! :)
გაიხარე! მართლაც უნიჭიერესი ხარ და მიხარია გულით ეს ამბავი! წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყოველთვის!
31. 55555 მომეწონა! ყოჩაღ, ბექა! სულ, ყველგან და ყველასთან ვამბობ, რომ ნიჭიერი პოეტი ხარ! 55555 მომეწონა! ყოჩაღ, ბექა! სულ, ყველგან და ყველასთან ვამბობ, რომ ნიჭიერი პოეტი ხარ!
30. სულაც არ "მემწარა":) თავისით "შემომეკითხა", იმდენად ხალასი და კარგი ნაწერია... ჩემი თქმა რად გინდათ, მაგრამ მაინც გეტყვით: ნიჭიერი ხართ, თანაც ძალიან, წარმატებები:) სულაც არ "მემწარა":) თავისით "შემომეკითხა", იმდენად ხალასი და კარგი ნაწერია... ჩემი თქმა რად გინდათ, მაგრამ მაინც გეტყვით: ნიჭიერი ხართ, თანაც ძალიან, წარმატებები:)
29. გენაცვალე, თარსო! :)
გენაცვალე, თარსო! :)
28. კარგი იყო...საინტერესოდ ჩავიკითხე...ლაცაბიძეც ...იუმორიც... მაგრამ მე მაინც მესევდიანა...:) კარგი იყო...საინტერესოდ ჩავიკითხე...ლაცაბიძეც ...იუმორიც... მაგრამ მე მაინც მესევდიანა...:)
27. ახალაია და პროზა?! ფრიად საინტერესო იყო...კარგიც – ახალაიას ჩვეული იუმორით, ანგლობით, ღიმილით!.. (ლაცაბიძეს მაინც არ ასვენებ ხომ?...) :) ახალაია და პროზა?! ფრიად საინტერესო იყო...კარგიც – ახალაიას ჩვეული იუმორით, ანგლობით, ღიმილით!.. (ლაცაბიძეს მაინც არ ასვენებ ხომ?...) :)
26. კიდე წავიკითხე .
ძალიან მაგარია. იუმორით შეზაცებული.
ჩამოვალ თვის ბოლოს და ვაფშე იმ გოგოს ნომერი ვიცი მე და ავადგეთ :D
:)) კიდე წავიკითხე .
ძალიან მაგარია. იუმორით შეზაცებული.
ჩამოვალ თვის ბოლოს და ვაფშე იმ გოგოს ნომერი ვიცი მე და ავადგეთ :D
:))
25. ძალიან მომეწონა, ბექაა... ვსკანდირებ! : ))))))))))))))))) ძალიან მომეწონა, ბექაა... ვსკანდირებ! : )))))))))))))))))
24. ბექა, შენ არ ხუმრობ! პროზაშიც-ყოჩაღ!!! +555 ბექა, შენ არ ხუმრობ! პროზაშიც-ყოჩაღ!!! +555
23. მაგარია მომეწონა. 555+++ მაგარია მომეწონა. 555+++
22. სახალხო პოეტმა პროზაში სცადა კალამიო.......ამას გამოვტოვებდი....... ძალიან კარგია, ბექა...სიამოვნებით ვიკითხე..... :) სახალხო პოეტმა პროზაში სცადა კალამიო.......ამას გამოვტოვებდი....... ძალიან კარგია, ბექა...სიამოვნებით ვიკითხე..... :)
21. :) :) კარგია ძალიან! :) :) კარგია ძალიან!
19. უფ ბოლო ინტრიგის დასასრული კარგი იყო, თორემ რაღაცა ვიფიქრე :) უფ ბოლო ინტრიგის დასასრული კარგი იყო, თორემ რაღაცა ვიფიქრე :)
18. აუ აი ისეთი მაგარი რამეა ბექუშ, სიტყვები ვერ შევარჩიე ემოციიის გამოსახატავად ძმაო!!!! გაიხარე შენა!!!! აუ აი ისეთი მაგარი რამეა ბექუშ, სიტყვები ვერ შევარჩიე ემოციიის გამოსახატავად ძმაო!!!! გაიხარე შენა!!!!
17. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
16. სრულყოფილია... ჩემის აზრით. :)
პატივისცემით: ტენდი
სრულყოფილია... ჩემის აზრით. :)
პატივისცემით: ტენდი
15. ნუ, შენ განსაკუთრებული მადლობა, რადგან ზეპირად იცი:)) ნუ, შენ განსაკუთრებული მადლობა, რადგან ზეპირად იცი:))
14. მეც მადლობა?:D არაფრის მიღებულია:D მეც მადლობა?:D არაფრის მიღებულია:D
13. უფ, მკითხოს მერე, არ ვუპასუხებ მაინც:))
მადლობა ნათია...
და მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა:) უფ, მკითხოს მერე, არ ვუპასუხებ მაინც:))
მადლობა ნათია...
და მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა:)
12. ბოდიში, ერთ-ორ სიტყვას ნაწერზე ვიტყვი და გავალ.
დიდი სიამოვნებიტ წავიკითხე. ტექსტმა ბევრჯერ გამაცინა და
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ბექას ამ ჟანრში ხილვა. ბოდიში, ერთ-ორ სიტყვას ნაწერზე ვიტყვი და გავალ.
დიდი სიამოვნებიტ წავიკითხე. ტექსტმა ბევრჯერ გამაცინა და
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ბექას ამ ჟანრში ხილვა.
11. ე რა პონტში თქვი რო ეგ ვიგულისხმე კაი რა ეხლა გკითხავს და მაინც ვერ ამოხვალ და აზრი?:)) ე რა პონტში თქვი რო ეგ ვიგულისხმე კაი რა ეხლა გკითხავს და მაინც ვერ ამოხვალ და აზრი?:))
10. ის რო შევცვალო, მერე რა ამოვა ლაცაბიძის ქოსა ყბიდან:)) ის რო შევცვალო, მერე რა ამოვა ლაცაბიძის ქოსა ყბიდან:))
9. ე მ.ხ:| :| დამპალო:|
შენთავს "ფიცარი" კიდე:D
ის რატო არ შეცვალე :))ის :D ე მ.ხ:| :| დამპალო:|
შენთავს "ფიცარი" კიდე:D
ის რატო არ შეცვალე :))ის :D
8. "ტომაზო ლანდოლფი მგონია თავი"
ასე უნდა იყოს:))
არა, აჟიტირებული ვარ, ხოგეუბნები, ამივადათქო თავში:)) "ტომაზო ლანდოლფი მგონია თავი"
ასე უნდა იყოს:))
არა, აჟიტირებული ვარ, ხოგეუბნები, ამივადათქო თავში:))
7. ამივარდა თავში უკვე შენ თავს ვფიცავარ და ტომაზო ლანდოლფი მგონია:D
ბევრჯერ წაიკითხე და ზეპირად იცი ხო? ხარაშო, შემოგსვამ სკამზე და უნდა მომიყვე კიარადა უნდა მითხრა თავიდან ბოლომდე, თორემ მაკარონის ხეს ბუხარში შევუკეთებ:D ამივარდა თავში უკვე შენ თავს ვფიცავარ და ტომაზო ლანდოლფი მგონია:D
ბევრჯერ წაიკითხე და ზეპირად იცი ხო? ხარაშო, შემოგსვამ სკამზე და უნდა მომიყვე კიარადა უნდა მითხრა თავიდან ბოლომდე, თორემ მაკარონის ხეს ბუხარში შევუკეთებ:D
6. ე ბზიკაპტკაპ იმას არ გეტყვი მაინც( ხო იცი რასაც)იგულისხმე შენთვითონ, თორე თავში აგივარდება:დ:-*
და მერამდენედ წავიკითხე , არ მკითხო მაინც არ გეტყვი:))
3 დრიან გაბუტვას მაინც ვერ ასცდები:))
მაგარია ბზიკ ძააან:-*
ე ბზიკაპტკაპ იმას არ გეტყვი მაინც( ხო იცი რასაც)იგულისხმე შენთვითონ, თორე თავში აგივარდება:დ:-*
და მერამდენედ წავიკითხე , არ მკითხო მაინც არ გეტყვი:))
3 დრიან გაბუტვას მაინც ვერ ასცდები:))
მაგარია ბზიკ ძააან:-*
5. ხო, მართლა, ანი ხო გიყვარს ისევ კაცო, ლუდი რა მოსატანია ეგეთ სიყვარულთან .... :D ხო, მართლა, ანი ხო გიყვარს ისევ კაცო, ლუდი რა მოსატანია ეგეთ სიყვარულთან .... :D
4. ძაააააააააააალიან მაგარია, ეჰეი კრიშნა შენ დალოცე ეს კაცი თავისი პოეზია-პროზიანად.
713 ქულა მაქვს და სულ შენი იყოს - ბექა.ახალაია
ადმინ, ეხლავე ჩამომაჭერი და ამ კაცს გადაულოცე ეგ ქულები ... ჰალალია შენზე...
ძაააააააააააალიან მაგარია, ეჰეი კრიშნა შენ დალოცე ეს კაცი თავისი პოეზია-პროზიანად.
713 ქულა მაქვს და სულ შენი იყოს - ბექა.ახალაია
ადმინ, ეხლავე ჩამომაჭერი და ამ კაცს გადაულოცე ეგ ქულები ... ჰალალია შენზე...
3. მომეწონა...ლექსი მაგარია:) მომეწონა...ლექსი მაგარია:)
1. ყოჩაღ, ბექა!
ყოჩაღ, ბექა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|