ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
1845 წლის 25 იანვარს ღამით ქუჩას მივუყვებოდით მე და ჩემი ორი მეგობარი. ჩვენთან კრეიფში ეს დღე აღიარებული იყო კოცნის დღესასწაულად, ხოდა ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა, დათქმულ დროს ქალაქის ცენტრში გავედით, ლოყებღაჟღაჟა გოგონებს ვაკოცეთ და უკვე "დავაჟკაცებულები" უკან ვბრუნდებოდით. ტერენსს გოგოსთვის ტუჩებში ჯერ ნაკოცნი არ ჰქონდა, მე და ბადის და კი ეს უკვე გაგვეკეთებინა.
ღამე სასიამოვნოდ და უცნაურად თბილი აღმოჩნდა. სიგარეტს ვეწეოდით, ორიოდე ლამპიონი თვალის პაჭუნით ცდილობდა ქუჩის განათებას. ჩემი აზრით ღამე თვითონ მისტიკაა, მისტიფიკაციაა ღამე და ეს არის ქმნილება, რომელიც ღმერთმა ადამიანებს აჩუქა, პოეტებს აჩუქა, მწერლებს გადასცა მოკლე ზარზეიმით და ცისკენ მიმავალ ესკალატორს აჰყვა.
ტერენსმა, აღიარებულმა მატყუარამ დაიწყო ამბის მოყოლა, რომლის სიმართლეში მე და ბადის თვით ნოე ვერ დაგვარწმუნებდა, თუნდაც ისიც დაემატებინა წარღვნა იქნებაო. ჩვენ ყველაფერი ცალ ფეხზე ანაზდად გვეკიდა, მხოლოდ გვიყვარდა გოგონები და სიგარეტი. ახლა, ამ წამსაც ჩემი პაპიროსის ბოლს ვაჭმევ ღამის წყვდიადს და სულ არ მენანება. ჩვენ ბაკემბარდები არ გვაქ.
ტერენსი აგრძელებდა: "და იმ ჩიხში ძვირფასო მეგობრებო, სულ რაღაც ცამეტიოდა ნაბიჯი, რომ გვაშორებს, გარდაიცვალა დიდი მისტიკოსი, უდიდესი მწერალი და პოეტი..." - კარგი რა ტერენს მორჩი სისულელეებს. ეგ მხოლოდ ლეგენდაა. - არა ძვირფასო რეივენ, ეს სიმართლეა და მე მისი აჩრდილი ჩემი თვალით ვნახე, იმ კუპრ ღამეში. იმის მერე ამ ჩიხში აღარ შევსულვარ და მას მერე, რაც იქ ეს ტრაგედია დატრიალდა ვერც ვერავინ ბედავდა შესვლას, ეს მხოლოდ მე შევძელი ჩემო ბადი, მხოლოდ მე. ჩვენ უკვე ჩიხთან ვიდექით და მის ბნელ გულმუცელს გავყურებდით. - ტერენს გინდა ახლავე შევიდე აქ? - თუ კი გაბედავ.
ტერენსმა ჩაიხითხითა. ბადი ჩიხისკენ ყოყმანით დაიძრა, ვატყობდი ვერ შეძლებდა და არ მინდოდა შერცხვენილიყო. ბეჭზე ხელი დავადე და გავაჩერე. - ბადი შეჩერდი. მოდი მე ვაჩვენებ ამ ყეყეჩს, როგორ უნდა ცრუ ლეგენდების დამსხვრევა - მე შევალ.
ბადი თავიდან არ აპირებდა უკან გამობრუნებას, მაგრამ მალევე დავიყოლიე. ჩიხისკენ დავიძარი, გვერდებზე რკინის ძველი მესერი დაჟანგებულიყო, თითქოს სისხლი ჰქონდა შედედებული. ძირს უკვე ბალახი ამოსულიყო და ფეხებში მძაფრად ვგრძნობდი მის შეხებას. მე თითქმის შუამდე მივაღწიე, სიცივე ნელ-ნელა მომეკიდე სხეულზე და სიმამაცე ადგილზე გამიყინა. მეშინოდა, ფეხებს ძლივს ვდგამდი, შევჩერდი, ყური ხეების შრიალს დავუგდე, ისინი გლოვობდნენ, ისინი ტიროდნენ და მე მესმოდა. თავზე რაღაც შავმა ფრინველმა ჩამიქროლა და ყვავივით დაიჩხავლა, მაგრამ მე ვიცოდი ეს რა იყო და სწრაფად უკან წამოვედი, თითქმის მოვრბოდი, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, მხოლოდ გულს. წამიერად ჩემ წინ საშუალო სიმაღლის მამაკაცი გაჩნდა არსაიდან, მე გავჩერდი. ის მიყურებდა, თვალის ქუთუთოები დაბლა ჩამოწელვოდა, სახე დამანჭვოდა, ტანზე შავი ფერის პიჯაკი ეცვა. მამაკაცმა ხელი ნელა აწია და საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა, ისე, რომ სახის მიმიკა არ შეცვლია და მან წარმოთქვა: "აღარასდროს".
09.08.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დაუდევარი +2 :) დაუდევარი +2 :)
2. dzaan daudevari da sasiamovno shefasebaa, gmadlobt : ) dzaan daudevari da sasiamovno shefasebaa, gmadlobt : )
1. სტივენ კინგს ჰგავდა. მომეწონა :) სტივენ კინგს ჰგავდა. მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|