ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2011


მოპასუხე და მომჩივანი ანუ ღმერთი და ადამიანი

უფალო! ეს საწყალი კაცი არაფერს აშავებდა. თავისთვის იყო, შრომობდა... შენ კი, როგორც გჩვევია უსიტყვოდ მიისაკუთრე და მისი ობოლი კარ მიდამო სარეველებით, რომ სუნთქავს - აღარაფრად მიგაჩნია...


                                                                  ა დ ა მ ი ა ნ ი


ცისფერ მთებიდან უთენია ნისლი მოცურავს
და ტყის ქორბუდას ნედლი რქებით გადააქვს ქროლვა
უფალი მუჭით მაწოდებდა თორმეტ ფუტკარს და -
ადამიანო განარჩევ, თუ?! წამებით მოკლავ?!

და მე... იერი მერთმეოდა, ტკივილით შეშლილს!
(უფალი როცა  ზეთისხილის ბაღში იდგა და
ახლადდაკვირტულს წყალს უსხამდა ორივე პეშვით)
ზეცა კი ბრბოდან გარიყული ლომივით ღრენდა.

ასეა... ბრიყვი! უნდობელი ადამის ნეკნი...
ვერ განვარჩიე თორმეტიდან! (დავხოცე ყველა)
უფალს კი კითხვას: რად მოჰკალი?!  - ცხარე და-კბენით
თავს დაბლა ვხრი და საკუთარ თავს შიგნიდან ვცელავ.

ვებერთელაა სამყარო და ეწერა ასე:
დღეს ვინმე ჩვილი,
ახალგაზრდა -
და ასე შემდეგ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები