ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2011


ს ალამი

მე ვარ წყალმცენარე
შენ კი წყლის გეშინია
მე ვარ იარაღი
შენ პაციფისტი ხარ
მე ღმერთი არ ვარ
მაგრამ შენ მაინც გწამს მისი
მე თვალი ვარ
შენ მეკობრე ხარ!
როგორ მინდა ერთად ვირბინოთ სიკვდილამდე
უსარულობამდე
დღემდე
დედამდე
მიწამდე
შენამდე
შენზე შენამდე
მე ზაფხულის წვიმა ვარ
შენ ქოლგას დაკარგავ
შენ რწმენას დაკარგავ
შენ შიშს დაკარგავ
შენ თვალს დაკარგავ
შენ სიბერეს დაკარგავ
და როცა
გგონია რომ ყველფერი რაც ამდენი ხნის მანძილზე შემოდგომასავით მოისროლე
მე მოვალ და გეტყვი:
შენ ,
მე
მიპოვე
უკვე 25 699 წუთია მენატრები
თან ისე რომ
თმა მტკივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები