 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2011 |
(ავტოპორტრეტი)
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ... შენი იმედი დაიწვას, შე ღმერთგამწყრალო, რომ ამოეგლიჯე ფესვებით და გაფრინდი ცხრა გაზაფხულს გაღმა, სახლი დაინგრიე, ტოტები დაიმტვრიე და დაბრუნდი... ახლა ლიმონისფერ მიკროდოზებით შენივ სხეულში ახალ სიცოცხლეებს რომ კლავ ყოველდღე და თავადაც რომ მათთან ერთად კვდები... იმ ორიოდ ყლორტს მაინც გაუფრთხილდი, შე დღეჩასაქრობო, რომ ამოგყრია ტანზე,- სულ რომ არ დამთავრდე... შენი თვალები დაიწვა, შენი ხილვები, ქალო, რომ აგრიეს დღესა და ღამის, ცხადსა და სიზმრებს შორის და ახლა, ჰაერის ზოლზე ტორტმანით დგახარ და სიოც კი არ იძვრის, რომ ან იქით წაგიღოს, ან აქეთ... ეგ სიყვარული დაგეწვას, ქალო, შე ალერსგასაშრობო, შე ბედგამწყრალო... შე... შე... ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს, რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა, კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ. ვერ ხვდები?!. ორმა უნდა უბეროს, ქალო, ორმა... წადი, სარკეში ჩაიხედე, შე მზერადამწვარო და დაითვალე, მაინც რომ მხოლოდ ერთი ხარ და ყოველთვის მხოლოდ ერთი რომ იყავ. მერე გადი და ეგ თითები წვიმას შეუშვირე, იქნებ დაგიამოს, მოგიშუშოს იქნებ, მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის... მეტად ნუღარ გაიშიშვლებ სულს, განა არ იცი, რომ ცხოვრება მრგვალია და სითბოს მაინც სიცივე შეცვლის... ადექ, ისევ სიჩუმე ჩაიცვი, ისევ დუმილი წაიკარ შუბლზე და სადილს შეუდექ- ნედლი ღამეების მტვრევას უძირო ქვაბში, სანამ ქარი დაბერავდეს და წაგიღებდეს, სანამ შენი გული სულ დამწვარა, ქალო...
დაიწვა შენი ქალობა, ქალო, შენი გაჩენა დაიწვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
64. რომ კითხულობ და არაფერი გაკმაყოფილებს, და უცბად, ნანატრ ლექსს აღმოაჩენ, აი ასეთი ნანატრი ლექსია ეს! :) რომ კითხულობ და არაფერი გაკმაყოფილებს, და უცბად, ნანატრ ლექსს აღმოაჩენ, აი ასეთი ნანატრი ლექსია ეს! :)
63. <3 ეს ლექსიც ერთერთი ლექსია რომელიც ჟადენისაა მაგრამ ჩემია :)) <3 ეს ლექსიც ერთერთი ლექსია რომელიც ჟადენისაა მაგრამ ჩემია :))
62. რომ წავიკითხე, ვკითხულობ და წავიკითხავ, ისეთი..)** რომ წავიკითხე, ვკითხულობ და წავიკითხავ, ისეთი..)**
61. გმადლობ, დადუ :)
მოგიკითხე მეც და გისურვებ იმაზე უკეთ ყოფნას, ვიდრე ეს ნაწერია. გმადლობ, დადუ :)
მოგიკითხე მეც და გისურვებ იმაზე უკეთ ყოფნას, ვიდრე ეს ნაწერია.
60. სასტიკად მომინდა ამ ლექსის წაკითხვა და დავგუგლე და აქ გადმომაგდო :) და ჩემი კომენტარიც ვნახე და ვეთანხმები ისევ და დასტური ის არის, რომ ისევ მახსენდება ეს ძალიან ტრაგიკულ-სარკასტული მძიმე ლექსი და იმაზე დავფიქრდი როგორ მძიმედაა ის ადამიანი, ვინ ამ ლექსივით გრძნობს თავს...
მოკითხვა აქვე გულით :) და მადლობაც.. სასტიკად მომინდა ამ ლექსის წაკითხვა და დავგუგლე და აქ გადმომაგდო :) და ჩემი კომენტარიც ვნახე და ვეთანხმები ისევ და დასტური ის არის, რომ ისევ მახსენდება ეს ძალიან ტრაგიკულ-სარკასტული მძიმე ლექსი და იმაზე დავფიქრდი როგორ მძიმედაა ის ადამიანი, ვინ ამ ლექსივით გრძნობს თავს...
მოკითხვა აქვე გულით :) და მადლობაც..
59. წარმატებები წარმატებები
58. მინდიაც და ველურიც ორივე აღიარებს ამ ლექსს :)
ცოდვა გამხელილი, თვალი გახელილი და ამ ლექსით ზოგჯერ ვწყევლი ხოლმე მეგობარ გოგონებს თუ გამაბრაზეს :D მინდიაც და ველურიც ორივე აღიარებს ამ ლექსს :)
ცოდვა გამხელილი, თვალი გახელილი და ამ ლექსით ზოგჯერ ვწყევლი ხოლმე მეგობარ გოგონებს თუ გამაბრაზეს :D
57. მინდი, გაღიარებთ :) მინდი, გაღიარებთ :)
56. ნწ, ბატონი ველური ბევრად პოეტურია ვაღიარებ :დ ნწ, ბატონი ველური ბევრად პოეტურია ვაღიარებ :დ
55. ამ ლექსით მინდია ცეცხლაძემ ფეისბუქზე დამიმეგობრა :დ ამ ლექსით მინდია ცეცხლაძემ ფეისბუქზე დამიმეგობრა :დ
54. ამ ლექსით შემიყვარდა ეს ლექსი და ასე იქნება მუდამ გადაშენებამდე კაცობრიობის <3 :დ ნწ რა პოეტური ვარ :დ ამ ლექსით შემიყვარდა ეს ლექსი და ასე იქნება მუდამ გადაშენებამდე კაცობრიობის <3 :დ ნწ რა პოეტური ვარ :დ
53. ვაიმე, სანდრო,უნიჭობის ბრალია ეგ? ერთი ლექსიც არ ვიცი თავიდან ბოლომდე ზეპირად...
მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და მოგიკითხე. ვაიმე, სანდრო,უნიჭობის ბრალია ეგ? ერთი ლექსიც არ ვიცი თავიდან ბოლომდე ზეპირად...
მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და მოგიკითხე.
52. ჩემი უნიჭობიდან გამომდინარე, სულ სამი ლექსი ვიცი ზეპირად და ეს ერთი მათგანია.
ბრწყინვალე ლექსია. ძალიან კარგი. ჩემი უნიჭობიდან გამომდინარე, სულ სამი ლექსი ვიცი ზეპირად და ეს ერთი მათგანია.
ბრწყინვალე ლექსია. ძალიან კარგი.
51. Ваши стихи подступают к горлу и лишают дара речи, Жаден... Ваши стихи подступают к горлу и лишают дара речи, Жаден...
50. ეს , დიდებულია!
ეს მშვენიერია!
დიდი სიამოვნება მაჩუქეთ, გმადლობთ!
ეს , დიდებულია!
ეს მშვენიერია!
დიდი სიამოვნება მაჩუქეთ, გმადლობთ!
49. მე პორტალის უგემოვნებაზე მეშლება ნერვები ქალბატონო ნინო, თორემ თქვენს უგემოვნობაზე არაფერი მითქვამს. მე პორტალის უგემოვნებაზე მეშლება ნერვები ქალბატონო ნინო, თორემ თქვენს უგემოვნობაზე არაფერი მითქვამს.
48. ამ ლექსზე წითელი ალამი მაქვს ანთებული. ეს რას ნიშნავს თუ იცი, მერაბ ჯიხაძე? და ფორუმზე ჟადენის თემა ჩემი გახსნილია!
მეც მოვრჩი შენთან. ამ ლექსზე წითელი ალამი მაქვს ანთებული. ეს რას ნიშნავს თუ იცი, მერაბ ჯიხაძე? და ფორუმზე ჟადენის თემა ჩემი გახსნილია!
მეც მოვრჩი შენთან.
46. რა დღეში ხარ, ქალ . :-* მოვალ და დავუწერ ნაკაიძეს მანქანაზე :დდ უკვე-თქო :დდდ დააბრუნოს ჯერ ადგილზე,უთხარი. რა დღეში ხარ, ქალ . :-* მოვალ და დავუწერ ნაკაიძეს მანქანაზე :დდ უკვე-თქო :დდდ დააბრუნოს ჯერ ადგილზე,უთხარი.
45. ეეეეეეე როგორ ველოდი ეს ლექსი უნდა ყოფილიყო თავფურცელზე და თან ბოლოში და სადღაც შუაში კი არა , თავშივე:) ლიფტის მინიმა არა ავტოფარეხის მინიმა კიდევ სინგაპურში
ნანუ გამიხმა ხელი უკვე,გადაეცი ნაკაიძეს :D
ეეეეეეე როგორ ველოდი ეს ლექსი უნდა ყოფილიყო თავფურცელზე და თან ბოლოში და სადღაც შუაში კი არა , თავშივე:) ლიფტის მინიმა არა ავტოფარეხის მინიმა კიდევ სინგაპურში
ნანუ გამიხმა ხელი უკვე,გადაეცი ნაკაიძეს :D
44. სუნთქვის შემკვრელი ლექსია! ასეთი ექსპრესიული ტრაგიზმი, ფოლკლორული ალუზიებით და იშვიათი მეტაფორული აზროვნებით, - აი, პოეზიაააააა!!! სუნთქვის შემკვრელი ლექსია! ასეთი ექსპრესიული ტრაგიზმი, ფოლკლორული ალუზიებით და იშვიათი მეტაფორული აზროვნებით, - აი, პოეზიაააააა!!!
43. მინდი :D მართლა წაგშლი და მაგას გამომრჩები. :D :-* მინდი :D მართლა წაგშლი და მაგას გამომრჩები. :D :-*
42. კიდევ შემოვბრუნდი აქ :)
პ.ს. ჟად წამშალე მიდი, ისე მომეწონა, კიდე უნდა დაგიმატო :D :-* კიდევ შემოვბრუნდი აქ :)
პ.ს. ჟად წამშალე მიდი, ისე მომეწონა, კიდე უნდა დაგიმატო :D :-*
41. ვაიმე, ღიმილა, მოვკლავ ანეს...
ანე, ვერ გადამირჩები. :D :-* ვაიმე, ღიმილა, მოვკლავ ანეს...
ანე, ვერ გადამირჩები. :D :-*
40. აუ საოცარი ლექსია, ყველაზე მეტად წვიმის მომენტი მომენტი მომეწონა, აი ძალიან მომეწონა...
საქართველოში ქალი პოეტებიდან არ მგონია ვინმე გჯობდეთ.
უცხოელებს კიდე არ ვიცნობ :)
ეს ეს ფრაზა : მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის... ყველაზე მეტად..... აუ საოცარი ლექსია, ყველაზე მეტად წვიმის მომენტი მომენტი მომეწონა, აი ძალიან მომეწონა...
საქართველოში ქალი პოეტებიდან არ მგონია ვინმე გჯობდეთ.
უცხოელებს კიდე არ ვიცნობ :)
ეს ეს ფრაზა : მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის... ყველაზე მეტად.....
39. დღEს მე ეს ლექსი ამოვიჩემე
დღEს მე ეს ლექსი ამოვიჩემე
38. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12 აგვისტო, 2011
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12 აგვისტო, 2011
37. დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...
გ სიყვარული დაგეწვას, ქალო, შე ალერსგასაშრობო, შე ბედგამწყრალო... შე... შე... ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს, რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა, კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ. ვერ ხვდები?!. ორმა უნდა უბეროს, ქალო, ორმა...
ძAლიან ძAლიან მოეწონა არტემიდას!კიდევ უნდა წავიკითხო... დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...
გ სიყვარული დაგეწვას, ქალო, შე ალერსგასაშრობო, შე ბედგამწყრალო... შე... შე... ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს, რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა, კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ. ვერ ხვდები?!. ორმა უნდა უბეროს, ქალო, ორმა...
ძAლიან ძAლიან მოეწონა არტემიდას!კიდევ უნდა წავიკითხო...
36. აი, ახლა ხომ ხარ ღირსი,მინდია, რომ მართლა წაგშალო :D :-*
მადლობა დიდი, ყველას :) აი, ახლა ხომ ხარ ღირსი,მინდია, რომ მართლა წაგშალო :D :-*
მადლობა დიდი, ყველას :)
35. ძალიან მაგარია.
პ.ს. ეს ლექსი ისე მომეწონა, ფეისბუქზე დაგიმატე ამ დღეს :D :-* 555555555555555555555 ძალიან მაგარია.
პ.ს. ეს ლექსი ისე მომეწონა, ფეისბუქზე დაგიმატე ამ დღეს :D :-* 555555555555555555555
34. ჰო... მართლაც მაგარია, ადრე პლიუს ერთით შევაფასე ლიტ-ზე, მაგრამ იმდენჯერ ამომიტივტივდა მას მერე, რომ ... ხელოვნება ესაა ზუსტად... ჰო... მართლაც მაგარია, ადრე პლიუს ერთით შევაფასე ლიტ-ზე, მაგრამ იმდენჯერ ამომიტივტივდა მას მერე, რომ ... ხელოვნება ესაა ზუსტად...
33. კარგია ძალიან! ++ კარგია ძალიან! ++
32. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას.
31. ყოველთვის ვკითხულობ:) ყოველთვის ვკითხულობ:)
30. ვიყავი. იმპრესიას სიტყვა შევასრულე:) ვიყავი. იმპრესიას სიტყვა შევასრულე:)
29. მიყვარს ეს ოხერი.... ჩემი გულისგამხარებელი ლექსია:|
კატიე,გვერდის გაწელვისთVის ჩამოგეჭრას კოცნები :D
მიყვარს ეს ოხერი.... ჩემი გულისგამხარებელი ლექსია:|
კატიე,გვერდის გაწელვისთVის ჩამოგეჭრას კოცნები :D
28. მახსოვს და ძალიან კარგი ლექსია. რენუარი მოვა და ტექნიკურ ამბებს ის მიხედავს, ანუ გააწითლებს ალამს:) მახსოვს და ძალიან კარგი ლექსია. რენუარი მოვა და ტექნიკურ ამბებს ის მიხედავს, ანუ გააწითლებს ალამს:)
27. მძაფრად მოტანილი ტკივილი და პოეზია!.. შესანიშნავია!.. (მახსოვს ეს ლექსი) მძაფრად მოტანილი ტკივილი და პოეზია!.. შესანიშნავია!.. (მახსოვს ეს ლექსი)
26. ძალიან მიყვარს ეს ლექსი...5555555
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით არაჩვეულებრივი ავტორი ...:-* ძალიან მიყვარს ეს ლექსი...5555555
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით არაჩვეულებრივი ავტორი ...:-*
25. მახსოვს ეს ლექსი , მშვენიერია :) მახსოვს ეს ლექსი , მშვენიერია :)
24. კიდევ ერთხელ გილოცავ, ნან, დაბადების დღეს! :-*
მართლაც რომ ძალიან კარგი ლექსია ეს! ყველაფრით :-* კიდევ ერთხელ გილოცავ, ნან, დაბადების დღეს! :-*
მართლაც რომ ძალიან კარგი ლექსია ეს! ყველაფრით :-*
23. ძალიან ძლიერი ლექსია! ექსპრესიული, დინამიური, მძაფრი! მოკითხვა, ნანა! ძალიან ძლიერი ლექსია! ექსპრესიული, დინამიური, მძაფრი! მოკითხვა, ნანა!
22. გაიხარეთ..ამმაირი წყევლა-კრულვა არც გამიგონია და არც ასე მომეწონებოდა :)
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...
გაიხარეთ..ამმაირი წყევლა-კრულვა არც გამიგონია და არც ასე მომეწონებოდა :)
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ...
20. გილოცავთ ჟადენ დაბადების დღეს და ასევე დიდგორობას... :) გილოცავთ ჟადენ დაბადების დღეს და ასევე დიდგორობას... :)
19. მე გარკვეული ურთიერთობა მაკავშირებს ჟადენს... ანუ, ცხოვრება ჩვენ ორთავეს ერთიდაიგივე ქვეყანაში მოგვიწია და ურაკპარაკზე გაცნობის და ამ ფაქტის გამჟღავნებამ, თითქოს და გასაუბრების, ერთმანეთთან მიახლოების საშუალება მოგვცა (ყოველ შემთხვევაში მე პირადად). ამასთანავე მე ვკითხულობ მის ლექსებს, როგორც კი ამის საშუალება მეძლევა... სამყარო, რომელსაც ამ ქალბატონის პოეზიაში დაუბუდებია, იმდენად შთამბეჭდავი, ხანდახან მოჭარბებულად სევდიანი, ხან კიდევ სათუთი, ან თუ გნებავთ მკაცრია, რომ მაიძულებს ვიფიქრო, ვიაზროვნო, ავიტკივო ან გავიხარო და არ მაძლევს საშუალებას უბრალოდ ვიკითხო. ამდენად, მე, ყოველივე ამაში ჟადენის პოეზიის საჭიროებას ვხედავ.
მე გარკვეული ურთიერთობა მაკავშირებს ჟადენს... ანუ, ცხოვრება ჩვენ ორთავეს ერთიდაიგივე ქვეყანაში მოგვიწია და ურაკპარაკზე გაცნობის და ამ ფაქტის გამჟღავნებამ, თითქოს და გასაუბრების, ერთმანეთთან მიახლოების საშუალება მოგვცა (ყოველ შემთხვევაში მე პირადად). ამასთანავე მე ვკითხულობ მის ლექსებს, როგორც კი ამის საშუალება მეძლევა... სამყარო, რომელსაც ამ ქალბატონის პოეზიაში დაუბუდებია, იმდენად შთამბეჭდავი, ხანდახან მოჭარბებულად სევდიანი, ხან კიდევ სათუთი, ან თუ გნებავთ მკაცრია, რომ მაიძულებს ვიფიქრო, ვიაზროვნო, ავიტკივო ან გავიხარო და არ მაძლევს საშუალებას უბრალოდ ვიკითხო. ამდენად, მე, ყოველივე ამაში ჟადენის პოეზიის საჭიროებას ვხედავ.
18. ჟადენ... :) რა საოცარი განწყობა მოგაქვს ყოველთვის... მიყვარს შენი პოეზია, ჟადენ... და რა ბედნიერებაა, რომ სხვა-ში ვეღარ დადებ ამ საოცარ ქმნილებებს... გილოცავ მთელი სულითა და გულით, იხარე ჟადენ... :) რა საოცარი განწყობა მოგაქვს ყოველთვის... მიყვარს შენი პოეზია, ჟადენ... და რა ბედნიერებაა, რომ სხვა-ში ვეღარ დადებ ამ საოცარ ქმნილებებს... გილოცავ მთელი სულითა და გულით, იხარე
17. ჟადენ, მეც გილოცავთ:) ჟადენ, მეც გილოცავთ:)
16. დაბადების დღეს გილოცავთ! იხარეთ! +5 დაბადების დღეს გილოცავთ! იხარეთ! +5
15. უი,დაბადების დღეო?!:)დაილოცოს შენი დაბადების დღე, ქალო და შენი მომავალი!:-* უი,დაბადების დღეო?!:)დაილოცოს შენი დაბადების დღე, ქალო და შენი მომავალი!:-*
14. ბრწყინვალეა ბრწყინვალეა
13. უნანესოოო გილოცავ დაბადების დღეს, დაიწვას შენი ქალობა ქალავ,ამ ლექსზე სულ ჩემი,შენი და ანეს საუბრები მახსენდება :) კიარა და ბედნიერი ქალი იყავი, ქალო :-* მიყვარხარ უნანესოოო გილოცავ დაბადების დღეს, დაიწვას შენი ქალობა ქალავ,ამ ლექსზე სულ ჩემი,შენი და ანეს საუბრები მახსენდება :) კიარა და ბედნიერი ქალი იყავი, ქალო :-* მიყვარხარ
12. რა შენი ქალობა დაიწვას?:D რა დღეში ხარ ქალო?:D დაბადების დღე მაინც არ გქონდეს დღეს:) აქაც გილოცავ დაბადების დღეს:-*
რა შენი ქალობა დაიწვას?:D რა დღეში ხარ ქალო?:D დაბადების დღე მაინც არ გქონდეს დღეს:) აქაც გილოცავ დაბადების დღეს:-*
10. მეც ძალიან მიყვარს ლექსიც და ავტორიც:-* მეც ძალიან მიყვარს ლექსიც და ავტორიც:-*
9. ჟადენ , ჟადენ...
ეს ლექსი მახსოვს... და ძალიან მიყვარს... :-* ჟადენ , ჟადენ...
ეს ლექსი მახსოვს... და ძალიან მიყვარს... :-*
8. jaden სიყვარული უნდა აგიხსნა ურაკპარაკის გასაგონად!!! ქალი ხაააააააარ, ნამდვილი ქალი!!! შემოგევლოს კატიე :-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-* jaden სიყვარული უნდა აგიხსნა ურაკპარაკის გასაგონად!!! ქალი ხაააააააარ, ნამდვილი ქალი!!! შემოგევლოს კატიე :-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*:-*
7. 55555 მეც ძალიან მომწონს ეს ლექსი! მთელი სისავსით, ტემპერამენტითა და სევდითაა დახატული ქალი! შენიშვნები თითქმის არ მაქვს!
და მოკითხვა, თუშის ქალას!
"ტირიან თუშის ქალლები: არ მოგვივიდნენ ქმარები, აღართუ ვენატრებითაა? მიწამ დასთხაროთ თვალები!.."-ო
ეს თუშური ხალხური ლექსი გამახსენდა ახლა :)
55555 მეც ძალიან მომწონს ეს ლექსი! მთელი სისავსით, ტემპერამენტითა და სევდითაა დახატული ქალი! შენიშვნები თითქმის არ მაქვს!
და მოკითხვა, თუშის ქალას!
"ტირიან თუშის ქალლები: არ მოგვივიდნენ ქმარები, აღართუ ვენატრებითაა? მიწამ დასთხაროთ თვალები!.."-ო
ეს თუშური ხალხური ლექსი გამახსენდა ახლა :)
6. მახსოვს და მიყვარს ეს ლექსი.
მახსოვს და მიყვარს ეს ლექსი.
5. უჰუუუუ......... ძალიან ,ძალიან და კიდე ძალიან და უფრო ძალიან მაგარი ლექსია...
უმაღლესი პოეზიაა მოკლედ....
555555555555555555555555555555555555555. უჰუუუუ......... ძალიან ,ძალიან და კიდე ძალიან და უფრო ძალიან მაგარი ლექსია...
უმაღლესი პოეზიაა მოკლედ....
555555555555555555555555555555555555555.
4. სუსტია, ია-ია. მაგ.- ილ ტუდა, ილ სუდა - არ ვარგა. - კოტორიე ოტროსლი ნა ტვოიომ ტელე- ასევე სუსტია. - სმეშალი ოჩევიდნოე სო სნამი- ასევე... -( სმეშალის იავ ი სონ- უფრო სწორია) და ა.შ. ძალიან სუსტია, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრია:) სუსტია, ია-ია. მაგ.- ილ ტუდა, ილ სუდა - არ ვარგა. - კოტორიე ოტროსლი ნა ტვოიომ ტელე- ასევე სუსტია. - სმეშალი ოჩევიდნოე სო სნამი- ასევე... -( სმეშალის იავ ი სონ- უფრო სწორია) და ა.შ. ძალიან სუსტია, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრია:)
3. ჩემთვის შედევრია ეს ლექსი. ჩემთვის შედევრია ეს ლექსი.
2. ამ ლექსის ჩემეული თარგმანიც იდოს რაა ააქ? :) იმდენად სიამოვნებით ვთარგმნე რომ...
Полуночное (автопортрет)
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит твой обед- В кастрюле предвкушения, что ломаешь сырые ночи как фасоль И никогда не даёшь огонь... Да сгорит твоя надежда, богом проклятая, Что вырвалась с корнями и улетела вне девять весень, Разрушила дом, Ветви переломала себе и вернулась... Теперь микродозами лимонного цвета В своей же плоти каждый день убиваешь новые жизни и Сама с ними умираешь... Хотя б те два отростка сбереги, чтоб угас твой день, Которые отрасли на твоём теле,- Чтоб совсем не исчезнуть с лица земли... Чтоб сгорели очи твои, Твои вещие сны, женщина, Которые спутали твои дни и ночи, Смешали очевидное со снами И сейчас, Шатаясь стоишь на полосе воздуха, И ветерок не колышется, Чтоб унёс тебя иль туда, Иль сюда... Да сгорит эта твоя любовь, женщина, Чтоб ласки тебе не видать, Чтоб судьба тебя прокляла... Тебя... Тебя... Пусть сгорит и превратится в уголь, Чтоб потом немножко выкопать ногтями, Обрисовать стены мёртвыми зимними бабочками и Дуть в них сладко, созданным не для жизни, Одно крылышко у них всегда будет чёрным. Не поняла?! Вдвоём надо дуть, женщина, Вдвоём... Уйди, В зеркало взгляни, чтоб взор твой сгорел и сосчтиай, Всё ж ты одна и Всегда была ты одной. Выйди потом и Эти пальцы подставь дождью, Может дождь успокоет, Вылечит может, Ну и что ж, что твои дожди не идут никогда... Не обнажай душу больше, Не уж то не знаешь-жизнь круглая и Тепло всегда сменяется холодом... Встань, Вновь надень тишину, Вновь обвяжи молчанием лоб и Примись за обед- Собирай ломанные сырые ночи в бездонной кастюле, Пока не подует ветер и не унесёт тебя, Пока не испепелилось твоё сердце совсем, женщина...
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит рождение твоё...
ამ ლექსის ჩემეული თარგმანიც იდოს რაა ააქ? :) იმდენად სიამოვნებით ვთარგმნე რომ...
Полуночное (автопортрет)
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит твой обед- В кастрюле предвкушения, что ломаешь сырые ночи как фасоль И никогда не даёшь огонь... Да сгорит твоя надежда, богом проклятая, Что вырвалась с корнями и улетела вне девять весень, Разрушила дом, Ветви переломала себе и вернулась... Теперь микродозами лимонного цвета В своей же плоти каждый день убиваешь новые жизни и Сама с ними умираешь... Хотя б те два отростка сбереги, чтоб угас твой день, Которые отрасли на твоём теле,- Чтоб совсем не исчезнуть с лица земли... Чтоб сгорели очи твои, Твои вещие сны, женщина, Которые спутали твои дни и ночи, Смешали очевидное со снами И сейчас, Шатаясь стоишь на полосе воздуха, И ветерок не колышется, Чтоб унёс тебя иль туда, Иль сюда... Да сгорит эта твоя любовь, женщина, Чтоб ласки тебе не видать, Чтоб судьба тебя прокляла... Тебя... Тебя... Пусть сгорит и превратится в уголь, Чтоб потом немножко выкопать ногтями, Обрисовать стены мёртвыми зимними бабочками и Дуть в них сладко, созданным не для жизни, Одно крылышко у них всегда будет чёрным. Не поняла?! Вдвоём надо дуть, женщина, Вдвоём... Уйди, В зеркало взгляни, чтоб взор твой сгорел и сосчтиай, Всё ж ты одна и Всегда была ты одной. Выйди потом и Эти пальцы подставь дождью, Может дождь успокоет, Вылечит может, Ну и что ж, что твои дожди не идут никогда... Не обнажай душу больше, Не уж то не знаешь-жизнь круглая и Тепло всегда сменяется холодом... Встань, Вновь надень тишину, Вновь обвяжи молчанием лоб и Примись за обед- Собирай ломанные сырые ночи в бездонной кастюле, Пока не подует ветер и не унесёт тебя, Пока не испепелилось твоё сердце совсем, женщина...
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит рождение твоё...
1. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი შენებიდან!!! :) :-* ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი შენებიდან!!! :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|