 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2011 |
(ალანს)
უნდა მოვასწრო ყველაფერი, დღესვე მოვასწრო! ხვალ არ იქნები ჩემი, ვიცი, ხვალ - თამაშია! ტელევიზორთან სკამზე უკუღმა გადამჯდარი და საზურგეზე მძიმე მკლავებით დაყრდნობილი ბევრს იბრაზებ და იღრიალებ და სხვა დროს დინჯი, ხან წამოხტები და ჰაერში ფეხსაც გაიქნევ.
მე ფეხბურთისა რა გამეგება, მაგრამ როდესაც გოლს ნელი კადრით იმეორებენ, მეძახი : - მოდი! ჩქარა მოდი! და მეც აგყვები, რაც ძალი შემწევს, ავხმაურდები, თან დროს ვიხელთებ, წამიერად ჩაგეხუტები, მერე ცარიელ ლუდის ბოთლებს წყნარად წამოვკრებ, ვცლი საფერფლესაც, მაცივრიდან ახალ ლუდს გაწვდი... თან სახვალიო გეგმებს ვაწყობ.
ეს - ოჯახია! კართან - ჩვეული დილის კოცნა, საღამოს - კოცნა. და დღეში ასჯერ: ,, Dear!'' , ,,Love you!'' უფრო ,, Honey!'' ზოგჯერაც ,, Sweetheart!'' ღამე - ჩვენია!
ზეგ, მაზეგ, ანდა მაზეგის მერე - - როგორც გუშინ და გუშინწინ და გუშინწინისწინ.
მილიონობით ჩვენისთანა წყვილია ქვეყნად, მილიონობით წყვილი ვარსკვლავი ზედ დასწკრიალებს, მაგრამ ამ წკრიალს იმათ გარდა ვინ გაიგონებს! მოსასმენადაც მოსაწყენია სიყვარულის უსასრულოდ კარგი ამბავი, არც ჩვენ ვირჯებით ამ ბოლო დროს სხვის შესაქცევად, და შინ თუ გარეთ სავალდებულო, თავაზიან ფრაზებს თუ გავცვლით, დანარჩენ დროს კი მშვიდად ვიღიმით, და უბრად ვზივართ...
და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია
თავად ეს მთელი ერთი ლექსია!!!
და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია
თავად ეს მთელი ერთი ლექსია!!!
18. რაღაც ძალიან ქალური იყო, ყველაზე კარგი გაგებით... :) რაღაც ძალიან ქალური იყო, ყველაზე კარგი გაგებით... :)
17. საოცარი ლექსია... ერთი ლამაზი ოჯახის ფოტოკოლაჟია თითქოს... +++++ საოცარი ლექსია... ერთი ლამაზი ოჯახის ფოტოკოლაჟია თითქოს... +++++
16. ჯინა ძვირფასო! მადლობა, რომ თქვენი სახით ასეთი კარგი მკითხველი მყავს. ისიც მიხარია, რომ იცით, საკუთარ ნაწარმოებში ყველა სიტყვა , ფრაზა და სხვ. მრავალნაირად აწონილ-გაზომილი მაქვს.
,,ი-ბრაზ- ებ'' ფორმას რაც შეეხება, უსწორესი გახლავთ გრამატიკულად.
ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ანალოგიური, ამავე გვარის, ობ- ნიშნიანი სხვა ზმნების წარმოებას დაუკვირდებით:
რას შვრები ? - ხარ-ობ . რას იზამ ? - ი-ხარ-ებ - - - - -- - წვალ-ობ. - - - - - -- - - ი-წვალ-ებ - - -- - -- - - - - ბრაზ--ობ. - - - - - -- - -- -- ი-ბრაზ - ებ და ასე შემდეგ.
ეს ზმნა , რამდენადაც ვიცი, ასეთი - ერთპირიანი ფორმით (ი- ბრაზ-ებ) ჯერ არავის გამოუყენებია ჩვენს პოეზიაში. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ეს იმას ნიშნავს , რომ მისი პოტენცია არ იყო ბოლომდე რეალიზებული. (ასეთი ზმნა, საბედნიეროდ, ჩვენს ენაში უამრავი გვაქვს).
ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი მიგნებაა, მაგრამ ამიერიდან ჩემეულ, წარმატებულ პოეტურ ნეოლოგიზმად კი შეგიძლიათ მიიჩნიოთ.
ჯინა ძვირფასო! მადლობა, რომ თქვენი სახით ასეთი კარგი მკითხველი მყავს. ისიც მიხარია, რომ იცით, საკუთარ ნაწარმოებში ყველა სიტყვა , ფრაზა და სხვ. მრავალნაირად აწონილ-გაზომილი მაქვს.
,,ი-ბრაზ- ებ`` ფორმას რაც შეეხება, უსწორესი გახლავთ გრამატიკულად.
ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ ანალოგიური, ამავე გვარის, ობ- ნიშნიანი სხვა ზმნების წარმოებას დაუკვირდებით:
რას შვრები ? - ხარ-ობ . რას იზამ ? - ი-ხარ-ებ - - - - -- - წვალ-ობ. - - - - - -- - - ი-წვალ-ებ - - -- - -- - - - - ბრაზ--ობ. - - - - - -- - -- -- ი-ბრაზ - ებ და ასე შემდეგ.
ეს ზმნა , რამდენადაც ვიცი, ასეთი - ერთპირიანი ფორმით (ი- ბრაზ-ებ) ჯერ არავის გამოუყენებია ჩვენს პოეზიაში. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ეს იმას ნიშნავს , რომ მისი პოტენცია არ იყო ბოლომდე რეალიზებული. (ასეთი ზმნა, საბედნიეროდ, ჩვენს ენაში უამრავი გვაქვს).
ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი მიგნებაა, მაგრამ ამიერიდან ჩემეულ, წარმატებულ პოეტურ ნეოლოგიზმად კი შეგიძლიათ მიიჩნიოთ.
15. ძვირფასო ავტორო! ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ლექსის ავტორი, რადგან მართლა არ შემომიხედავს აქ და რომც მცოდნოდა, მაინც აღვნიშნავდი იმას, რაც უკვე აღვნიშნე – ორიოდე ხარვეზი, ვფიქრობ, მაინც არის ლექსში. "იბრაზებ", არა მგონია, სწორი ფორმა იყოს "ბრაზობ" ზმნის მომავალი დროისა. "ვზივართ" ("და უბრად ვზივართ...") ზმნის სწორი ფორმა "ვსხედვართ" არის. აქ დატოვებული კომენტარით, თითქოს გასაგები ხდება, თუ რატომ აირჩია ავტორმა "ვსხედვართ" ზმნის მაგივრად ვზივართ...მაგრამ მეორე ზმნას რა ვუყოთ? თქვენ თუ არა, სხვას ვის მოეხსენება, რომ ტექსტი იდეურ–მხატვრულ დონესთან ერთად გრამატიკული ნორმების დაცვასაც რომ ითხოვს და უგულებელყოფილი (თუნდაც, რიტმისთვის) ერთი ასოც კი, ან სასვენი ნიშანი (თუნდაც ერთი მძიმე) ხშირად სერიოზული შენიშვნის საბაბი გამხდარა ტექსტის მკაცრ შემფასებელთათვის...ამიტომ ასეთი გადახვევა ჩემთვის თვალში საცემი აღმოჩნდა...გამიკვირდა. ასეთი რამ სხვაგან (თუნდაც აქ რომელიმე ახალგაზრდა, დამწყები ავტორის) გვერდზე მენახა, არც კი მივაქცევდი ყურადღებას (გასაგები მიზეზების გამო...) რაც შეეხება ლექსს, უკვე აღვნიშნე, საინტერესო რაკურსით მოაქვს ოჯახური იდილიის (ხანდახან გადაღლილი) სურათი...სიმართლე რომ გითხრათ, როგორც ქვემოთ კომენტარში წავიკითხე, ამდენ ალუზიაზე არ მიფიქრია...მაგრამ ლექსმა ნამდვილად მოიტანა ჩემამდე სათქმელი...
გულწრფელი პატივისცემით!.. ძვირფასო ავტორო! ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ლექსის ავტორი, რადგან მართლა არ შემომიხედავს აქ და რომც მცოდნოდა, მაინც აღვნიშნავდი იმას, რაც უკვე აღვნიშნე – ორიოდე ხარვეზი, ვფიქრობ, მაინც არის ლექსში. "იბრაზებ", არა მგონია, სწორი ფორმა იყოს "ბრაზობ" ზმნის მომავალი დროისა. "ვზივართ" ("და უბრად ვზივართ...") ზმნის სწორი ფორმა "ვსხედვართ" არის. აქ დატოვებული კომენტარით, თითქოს გასაგები ხდება, თუ რატომ აირჩია ავტორმა "ვსხედვართ" ზმნის მაგივრად ვზივართ...მაგრამ მეორე ზმნას რა ვუყოთ? თქვენ თუ არა, სხვას ვის მოეხსენება, რომ ტექსტი იდეურ–მხატვრულ დონესთან ერთად გრამატიკული ნორმების დაცვასაც რომ ითხოვს და უგულებელყოფილი (თუნდაც, რიტმისთვის) ერთი ასოც კი, ან სასვენი ნიშანი (თუნდაც ერთი მძიმე) ხშირად სერიოზული შენიშვნის საბაბი გამხდარა ტექსტის მკაცრ შემფასებელთათვის...ამიტომ ასეთი გადახვევა ჩემთვის თვალში საცემი აღმოჩნდა...გამიკვირდა. ასეთი რამ სხვაგან (თუნდაც აქ რომელიმე ახალგაზრდა, დამწყები ავტორის) გვერდზე მენახა, არც კი მივაქცევდი ყურადღებას (გასაგები მიზეზების გამო...) რაც შეეხება ლექსს, უკვე აღვნიშნე, საინტერესო რაკურსით მოაქვს ოჯახური იდილიის (ხანდახან გადაღლილი) სურათი...სიმართლე რომ გითხრათ, როგორც ქვემოთ კომენტარში წავიკითხე, ამდენ ალუზიაზე არ მიფიქრია...მაგრამ ლექსმა ნამდვილად მოიტანა ჩემამდე სათქმელი...
გულწრფელი პატივისცემით!..
14. ჰმ... წერთ ქალბატონო ნინო... "ბეშ პარმაკი", "ბოცო"... ჰმ... წერთ ქალბატონო ნინო... "ბეშ პარმაკი", "ბოცო"...
13. მერაბ ძვირფასო! დაიმახსოვრეთ, თქვენ რომ მოგწონთ სველები, მე იმისთანას არასოდეს ვწერ. უმჯობესია, თქვენივე მეგობრების ნაწერებში ეძებოთ., ხოლო თუ ამ ლექსთან დაკავშირებით კონკრეტული საინტერესო აზრი გაქვთ და გამოთქმაც შეგიძლიათ, გულისყურით გისმენთ. მერაბ ძვირფასო! დაიმახსოვრეთ, თქვენ რომ მოგწონთ სველები, მე იმისთანას არასოდეს ვწერ. უმჯობესია, თქვენივე მეგობრების ნაწერებში ეძებოთ., ხოლო თუ ამ ლექსთან დაკავშირებით კონკრეტული საინტერესო აზრი გაქვთ და გამოთქმაც შეგიძლიათ, გულისყურით გისმენთ.
12. ზედმეტად მშრალია ზედმეტად მშრალია
11. მადლობა, მიშა ბატონო! დროითი პლანების შესახებ თქვენი რჩევა საინტერესოა. ერთ -ერთ ვერსიაში მთლიანად ერთ - აწმყო დროში მქონდა ზმნები, ზმნისწინიანი ფორმები კი - ძირითადი ფუნქციით - გეზისა და ორიენტაციის აღსანიშნად ,, მუშაობდა''. მერე საგანგებოდ შევურიე ფორმები, რომელიც , ჩემი ფიქრით, მოცემული სცენის დინამიკას უკეთ გადმოსცემდა. (გარდამტეხია - ,,ჩა-გეხუტები'', ვფიქრობ, საკმარისია მას ,,ჩა-'' ჩამოშორდეს, სხვა არაფრისთვის ხელის ხლება აღარ გახდება საჭირო). ტექსტზე მუშაობისას ამოცანა ასეთი მქონდა: ლექსი იდილიურ ჟანრს გაეკუთვნება. სხვისი ბედნიერად რუტინული საოჯახო ყოფა, თავისი უკონფლიქტობით, მით უმეტეს ჩვენს მშობლიურ პოეტურ კონტექსტში, თანამედროვე მკითხველისათვის, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი მოსაწყენი, მეტიც, აუტანელია. მოკლედ, ავტორი, რომელიც ამ საქმეს მაინც მოჰკიდებს ხელს , წინასწარ უნდა შეეგუოს, რომ ასეთ ტექსტს შემთხვევითი მკითხველი ან ორიოდე სტრიქონის შემდეგ მიატოვებს, ან - შუიდან მაინც. მე დასაწყისიდანვე წავედი უკიდურეს პროზაიზაციაზე. ( სტროფის დასასრული - ,,გეგმებს ვაწყობ''), შემეძლო ამის შემდეგ მაინც დამეზოგა მკითხველის დრო და ყურადღება, გამომეყენებინა ჩემი საყვარელი ხერხები - ბრუნი და პუანტი, მაგრამ კიდევ უფრო გავწელე მოქმედება. მოსაწყენობის კონცეპტიც მე თვითონვე შემოვიტანე, (დავასწარი მკითხველს), მანამდე: ,, ღამე- ჩვენია!'' - საიათნოვას ალუზიაა, მერე ეკლესიასტეს ალუზია ,,შევაპარე''', (ზეგ, მაზეგ...) ეკლესიატეს მერე (ვარკვლავები) ,,პატარა უფლისწულია'' - გაიხსენეთ მელიას სიტყვები ,,მომიშინაურე და შეგიყვარდები!''(ჩემს ლექსში ეს წყვილი -,, პატარა'' უფლისწული და მისი მოშიანურებული მელაა). ქვემოთ კი ,,და რაც მეტია მოსაგონარი'' - არისტოტელეს ,,რიტორიკის'' ალუზიაა. ამის მერე ვიწყები ,,მე''
ცხადია, ყველა ეს ალუზია იმდენად არაპირდაპირია, რომ მოუმზადებელ მკითხველს პირველწყაროთა ამოცნობა გაუჭირდება. მომზადებულს კი ჩემი ფიქრით, ყოველივე ამან ესთეტიკური სიამოვნება უნდა მიანიჭოს ლექსის პირველი, ,, აუტანელი'' ნახევრის გაძლების სანაცვლოდ. მიხარია, რომ საბოლოოდ მოგეწონათ! მადლობა, მიშა ბატონო! დროითი პლანების შესახებ თქვენი რჩევა საინტერესოა. ერთ -ერთ ვერსიაში მთლიანად ერთ - აწმყო დროში მქონდა ზმნები, ზმნისწინიანი ფორმები კი - ძირითადი ფუნქციით - გეზისა და ორიენტაციის აღსანიშნად ,, მუშაობდა``. მერე საგანგებოდ შევურიე ფორმები, რომელიც , ჩემი ფიქრით, მოცემული სცენის დინამიკას უკეთ გადმოსცემდა. (გარდამტეხია - ,,ჩა-გეხუტები``, ვფიქრობ, საკმარისია მას ,,ჩა-`` ჩამოშორდეს, სხვა არაფრისთვის ხელის ხლება აღარ გახდება საჭირო). ტექსტზე მუშაობისას ამოცანა ასეთი მქონდა: ლექსი იდილიურ ჟანრს გაეკუთვნება. სხვისი ბედნიერად რუტინული საოჯახო ყოფა, თავისი უკონფლიქტობით, მით უმეტეს ჩვენს მშობლიურ პოეტურ კონტექსტში, თანამედროვე მკითხველისათვის, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი მოსაწყენი, მეტიც, აუტანელია. მოკლედ, ავტორი, რომელიც ამ საქმეს მაინც მოჰკიდებს ხელს , წინასწარ უნდა შეეგუოს, რომ ასეთ ტექსტს შემთხვევითი მკითხველი ან ორიოდე სტრიქონის შემდეგ მიატოვებს, ან - შუიდან მაინც. მე დასაწყისიდანვე წავედი უკიდურეს პროზაიზაციაზე. ( სტროფის დასასრული - ,,გეგმებს ვაწყობ``), შემეძლო ამის შემდეგ მაინც დამეზოგა მკითხველის დრო და ყურადღება, გამომეყენებინა ჩემი საყვარელი ხერხები - ბრუნი და პუანტი, მაგრამ კიდევ უფრო გავწელე მოქმედება. მოსაწყენობის კონცეპტიც მე თვითონვე შემოვიტანე, (დავასწარი მკითხველს), მანამდე: ,, ღამე- ჩვენია!`` - საიათნოვას ალუზიაა, მერე ეკლესიასტეს ალუზია ,,შევაპარე```, (ზეგ, მაზეგ...) ეკლესიატეს მერე (ვარკვლავები) ,,პატარა უფლისწულია`` - გაიხსენეთ მელიას სიტყვები ,,მომიშინაურე და შეგიყვარდები!``(ჩემს ლექსში ეს წყვილი -,, პატარა`` უფლისწული და მისი მოშიანურებული მელაა). ქვემოთ კი ,,და რაც მეტია მოსაგონარი`` - არისტოტელეს ,,რიტორიკის`` ალუზიაა. ამის მერე ვიწყები ,,მე``
ცხადია, ყველა ეს ალუზია იმდენად არაპირდაპირია, რომ მოუმზადებელ მკითხველს პირველწყაროთა ამოცნობა გაუჭირდება. მომზადებულს კი ჩემი ფიქრით, ყოველივე ამან ესთეტიკური სიამოვნება უნდა მიანიჭოს ლექსის პირველი, ,, აუტანელი`` ნახევრის გაძლების სანაცვლოდ. მიხარია, რომ საბოლოოდ მოგეწონათ!
10. "ვცლი საფერფლესაც, მაცივრიდან ახალ ლუდს გაწვდი... თან სახვალიო გეგმებს ვაწყობ."
მომეჩვენა, რომ მეორე სტროფის ამ ბოლო სამმა ხაზმა, პირველი სტროფიდან დაწყებული პირობითი მომავლის (ხვალინდელი ამბის) წარმოსახვა პრიმიტიულ რეალობამდე დაიყვანა. მოცემული მომავალიც პრინციპში, პრიმიტიულია, მაგრამ აქაური თხრობის განწყობაში სწორედ ის რომანტიკული მარცვალი დევს, რომელმაც ბოლოს უნდა დასვას კითხვა: რა მოხდა ცაში?
რეალურად, მართლაც მოსაწყენი საქმიანობაა - ლუდის მიწოდება, საფერფლის დაცლა... სამაგიეროდ, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ქალურ ფსიქოლოგიას ამ საქმიანობაზე ოცნება და ფიქრის დაშვება იოლად შეუძლია. მე, ნინოს პოეზიაში, ამ ქალური ფსიქოლოგიის უაღრესად დელიკატური ფორმით დანაწევრება მხიბლავს ყველაზე მეტად.
თუმცა, სავსებით დასაშვებია (უკვე საყოველთაო ადამიანური ფსიქოლოგიით) რაღაცაზე ფიქრით რეალობამდეც მიხვიდე, მაგრამ სჭირდება ვითომ ამ კოხტა ამბავს ამდენი ჩახლართვა?
ამიტომაც, ჩემთვის ბევრად შეკრული სახე ექნებოდა სურათს, დაახლოვებით ამ წყობით:
დავცლი საფერფლეს, მაცივრიდან ლუდს გამოგაწვდი... თან სახვალიო გეგმებს დავაწყობ.
"ვცლი საფერფლესაც, მაცივრიდან ახალ ლუდს გაწვდი... თან სახვალიო გეგმებს ვაწყობ."
მომეჩვენა, რომ მეორე სტროფის ამ ბოლო სამმა ხაზმა, პირველი სტროფიდან დაწყებული პირობითი მომავლის (ხვალინდელი ამბის) წარმოსახვა პრიმიტიულ რეალობამდე დაიყვანა. მოცემული მომავალიც პრინციპში, პრიმიტიულია, მაგრამ აქაური თხრობის განწყობაში სწორედ ის რომანტიკული მარცვალი დევს, რომელმაც ბოლოს უნდა დასვას კითხვა: რა მოხდა ცაში?
რეალურად, მართლაც მოსაწყენი საქმიანობაა - ლუდის მიწოდება, საფერფლის დაცლა... სამაგიეროდ, რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ქალურ ფსიქოლოგიას ამ საქმიანობაზე ოცნება და ფიქრის დაშვება იოლად შეუძლია. მე, ნინოს პოეზიაში, ამ ქალური ფსიქოლოგიის უაღრესად დელიკატური ფორმით დანაწევრება მხიბლავს ყველაზე მეტად.
თუმცა, სავსებით დასაშვებია (უკვე საყოველთაო ადამიანური ფსიქოლოგიით) რაღაცაზე ფიქრით რეალობამდეც მიხვიდე, მაგრამ სჭირდება ვითომ ამ კოხტა ამბავს ამდენი ჩახლართვა?
ამიტომაც, ჩემთვის ბევრად შეკრული სახე ექნებოდა სურათს, დაახლოვებით ამ წყობით:
დავცლი საფერფლეს, მაცივრიდან ლუდს გამოგაწვდი... თან სახვალიო გეგმებს დავაწყობ.
9. და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით!
და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით!
8. მადლობა ძვირფასებო!
ტიციან ტაბიძის ეს ლექსი იდოს აქ სათადარიგოთ იმ კომენტატორისათვის, ვისაც დაებადება სავსებით ბუნებრივი კითხვა: რატომ ,,ზიან'' და არა ,,სხედან'.? ვაპირებ ვუპასუხო, რომ თუმცა გრამატიკულად ,,სხედან'' ფორმაა დღემდე მართებულად მიჩნეული, ჩვენი ენის ბუნებრივმა განვითარებამ თანდათანობით ვეღარ იგუა იგი და ,,ზიან'' ფორმას მიანიჭა უპირატესობა. ქართულ პოეზიასაც ამ ფორმის გამოყენების თითქმის ერთსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ლექსში .სადაც ბუნებრივი მეყველების შთაბეჭდილება მინდა შევქმნა, ამ ფორმას ვიყენებ, ხოლო არამხატვრულ ლიტერატურულ ტექსტებში, ცხადია, კვლავ დავიცავ სალიტერატურო ფორმას.
ტიციან ტაბიძე
უჟმური კვირა - - - - - - -- - - ექვსი წელია ვემზადები დავწერო ლექსი: - Dimancpe, ამას ჰქვია ლაფორგის კვირა. ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს, ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ - ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული. ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა, ნაღველი გულში ჩამექცეოდა. შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის ნამდვილი ღმერთი ვარ. და თუ ამას დაემატება, რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა - ჩემზე ეროვნული პოეტი არ ყოფილა საქართველოში. კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, შალვა დადიანი და უშანგი ჩხეიძე, ზიან ტანტების ცირკში - კულა გლდანელის იუბილეზე. ..'''
1923 მადლობა ძვირფასებო!
ტიციან ტაბიძის ეს ლექსი იდოს აქ სათადარიგოთ იმ კომენტატორისათვის, ვისაც დაებადება სავსებით ბუნებრივი კითხვა: რატომ ,,ზიან`` და არა ,,სხედან`.? ვაპირებ ვუპასუხო, რომ თუმცა გრამატიკულად ,,სხედან`` ფორმაა დღემდე მართებულად მიჩნეული, ჩვენი ენის ბუნებრივმა განვითარებამ თანდათანობით ვეღარ იგუა იგი და ,,ზიან`` ფორმას მიანიჭა უპირატესობა. ქართულ პოეზიასაც ამ ფორმის გამოყენების თითქმის ერთსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ლექსში .სადაც ბუნებრივი მეყველების შთაბეჭდილება მინდა შევქმნა, ამ ფორმას ვიყენებ, ხოლო არამხატვრულ ლიტერატურულ ტექსტებში, ცხადია, კვლავ დავიცავ სალიტერატურო ფორმას.
ტიციან ტაბიძე
უჟმური კვირა - - - - - - -- - - ექვსი წელია ვემზადები დავწერო ლექსი: - Dimancpe, ამას ჰქვია ლაფორგის კვირა. ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს, ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ - ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული. ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა, ნაღველი გულში ჩამექცეოდა. შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის ნამდვილი ღმერთი ვარ. და თუ ამას დაემატება, რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა - ჩემზე ეროვნული პოეტი არ ყოფილა საქართველოში. კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, შალვა დადიანი და უშანგი ჩხეიძე, ზიან ტანტების ცირკში - კულა გლდანელის იუბილეზე. ..```
1923
6. ჰოოო...მეცნო... და მესევდიანა...:) ჰოოო...მეცნო... და მესევდიანა...:)
5. და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით! 555
და რაც მეტია მოსაგონარი, მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება. ერთად ოცნებაც - თამაშია.
რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით! 555
4. "რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით! " ჰმ . რა თქმა უნდა!....:) "რა ამბავია? ცაში რაღაც ხმა შეიცვალა. ვარსკვლავი მოწყდა? კენტი? წყვილი?
ვერაფერიც ვერ მოვასწარით! " ჰმ . რა თქმა უნდა!....:)
3. ძალიან მომეწონა, ქალბატონო დებორა! ძალიან მომეწონა, ქალბატონო დებორა!
2. ძალიან მომეწონა. სადაა და გულწრფელი. თბილად იკითხება. ხუთი. ძალიან მომეწონა. სადაა და გულწრფელი. თბილად იკითხება. ხუთი.
1. ძალიან მომეწონა.ალანინოც ძალიან მომწონს თქვენი, თუ არ ვცდები, ეს იყო იმ ორიგინალური, ლამაზი ლექსის სათაური:) ძალიან მომეწონა.ალანინოც ძალიან მომწონს თქვენი, თუ არ ვცდები, ეს იყო იმ ორიგინალური, ლამაზი ლექსის სათაური:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|