-მოკვდება? -არა,იცოცხლებს -მაინც რამდენ ხანს? -სანამ მოკვდება -და რომ მოკვდება რას დატოვებს ამ ქვეყანაზე? -კეთილ საქმეებს -კეთილი საქმე რა არის? -არ ვიცი,ალბათ უკვდავება -და ის გახდება უკვდავი? -კი -კიდევ რას დატოვებს სიკვდილის მერე? -შთამომავლობას -ანუ ის კვლავ იარსებებს დედამიწაზე? -კი,სანამ მისი შთამომავლობა არ შეწყვეტს გამრავლებას -ესე იგი ადამიანს უკვდავყოფს კეთილი საქმეები იმ ქვეყანაზე და შთამომავლობა ამ ქვეყანაზე -ნამდვილად -და თუ დაივიწყეს თავიანთი წინაპარი? -დაიღუპებიან -რატომ? -აერევათ გზა-კვალი,გაითქვიფებიან სხვა ტომებში და დაკარგავენ იმ თვისებებს,რომლებმაც ისინი ერად და ხალხად ჩამოაყალიბა.დაივიწყებენ ისტორიას და დაივიწყებენ სამშობლოს.რადგან იგია მამულიშვილობის,ვაჟკაცობის,თავგანწირვის ურიცხვი მაგალითი.რადგან იგია რაც უნდა დაიცვან,შეინახონ და თუ არ იცი რა დაიცვა ,რატომ და როგორ ადვილად დაკარგავ და გაანიავებ მას.მერე დრო გაგანიავებს შენ. -რა არის დრო? -დაბადებიდან სიკვდილამდე -არსებობს ქვეყნად სიცარიელე? -არა,ღმერთია ყველგან -შენ თუ იცი რას გრძნობს მომაკვდავი სიკვდილის დროს? -გაუცხოებას -რასთან? -საკუთარ სხეულთან.მერე ეუფლება აუტანელი შიში,შიში უკან მოხედვისა,განვლილი ცხოვრებისა.მაგრამ თვალწინ ეშლება რაც დაბადებიდან უკეთებია,ხედავს საკუთარ თავს,სრულიად შიშველ სულს,აღარაფერი იმალება,ყველაფერი ნათელია. -სად არის სიკვდილი? -ყველგან,შენთან ერთად იძინებს და შენთან ერთად იღვიძებს,ჭამს,იცმევს,გადადის გზაზე,ჯდება მარშუტში,იცინის და ტირის.ერთი წამით არ გტოვებს შენ,თავის დროს ელოდება,რომ ჩაგეხუტოს,ბნელი მკლავები შემოგახვიოს და თავისთან წაგიყვანოს. -სად ცხოვრობს სიკვდილი? -მარადისობის კიდესთან,დროის დასასრულში -ეგოისტია სიკვდილი? -კი,სულ უნდა რომ მასზე ფიქრობდე,მისი გეშინოდეს. -მაგრამ ადამიანს ეშინია მისი? -არა,რა სისულელეა,სიცოცხლის ჯერა რომ არასოდეს მიატოვებს -სიკვდილი ხომ გარდუვალია? -კი,ყველა მოკვდება,როდესაც თავის სავალ გზას გაივლის,თავის დასაფოცხს დაფოცხავს -როგორ უნდა ვიცხოვროთ სანამ ცოცხლები ვართ? -ღმერთის და მოყვასის სიყვარულში,როგორც ქრისტემ გვასწავლა -რა არის სიყვარული? -ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება -ესე იგი ადამიანებს ჯერ ისევ უყვართ ერთმანეთი და ღმერთი? -ჯერ ისევ უყვართ...როცა გაქრება სიყვარული,გაჩერდება დედამიწაც
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო :) ასე რომ არა, დაიქცეოდა,ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას.
,,იცმევს"_ იცვამს(გაცილებით ლამაზად ჟღერს) :D დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო :) ასე რომ არა, დაიქცეოდა,ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას.
,,იცმევს"_ იცვამს(გაცილებით ლამაზად ჟღერს) :D
20. მომეონააააააააააა მომეონააააააააააა
19. გაიხარე ნააათ:) გაიხარე ნააათ:)
17. არ გვინდა ძმა ეხლა აქ ეგეთი საუბარი არ გვინდა ძმა ეხლა აქ ეგეთი საუბარი
16. :) მოეშვი ახალგაზრდავ. :) მოეშვი ახალგაზრდავ.
15. რა კაი ერთი? რა კაი ერთი?
13. აქ არ შემიცვლია ალბათ დამავიწყდა მარშუტი-ტრანსპორტით აქ არ შემიცვლია ალბათ დამავიწყდა მარშუტი-ტრანსპორტით
12. მე მახსოვს ეს ნაწერი და... +++++++++++ მე მახსოვს ეს ნაწერი და... +++++++++++
11. მერე ადმინისტრაციას საკისრებელი გქონიათ თუ მეათიათასე წევრი ვარ,თან ერთგვარი საიუბილეო vip წევრი:)შენ არ გეშინია სიკვდილის? მერე ადმინისტრაციას საკისრებელი გქონიათ თუ მეათიათასე წევრი ვარ,თან ერთგვარი საიუბილეო vip წევრი:)შენ არ გეშინია სიკვდილის?
10. ჯდება მარშუტში - ეს სადაა?
-ეგოისტია სიკვდილი? -კი,სულ უნდა რომ მასზე ფიქრობდე,მისი გეშინოდეს.
არ უნდა გეშინოდეს სიკვდილის... არაფრით
ნაწერზე რა ვთქვა და ბატონო გურამ გილოცავთ თქვენ საიტის რიგით მეათიათასე წევრი ხართ ერთგვარი საიუბილეო VIP წევრი
ოვაციები თქვენ :)
მართლა ასეა ჯდება მარშუტში - ეს სადაა?
-ეგოისტია სიკვდილი? -კი,სულ უნდა რომ მასზე ფიქრობდე,მისი გეშინოდეს.
არ უნდა გეშინოდეს სიკვდილის... არაფრით
ნაწერზე რა ვთქვა და ბატონო გურამ გილოცავთ თქვენ საიტის რიგით მეათიათასე წევრი ხართ ერთგვარი საიუბილეო VIP წევრი
ოვაციები თქვენ :)
მართლა ასეა
9. არაუშავს ლალიიი არაუშავს ლალიიი
8. -შენ თუ იცი რას გრძნობს მომაკვდავი სიკვდილის დროს? -გაუცხოებას -რასთან? -საკუთარ სხეულთან. სად ცხოვრობს სიკვდილი? -მარადისობის კიდესთან,დროის დასასრულში ესენი მომეწონა გამორჩეულად. -შენ თუ იცი რას გრძნობს მომაკვდავი სიკვდილის დროს? -გაუცხოებას -რასთან? -საკუთარ სხეულთან. სად ცხოვრობს სიკვდილი? -მარადისობის კიდესთან,დროის დასასრულში ესენი მომეწონა გამორჩეულად.
7. -რა არის სიყვარული? -ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება ამაში გეთანხმები...:) შესრულება ნაკლებად მომეწონა.. -რა არის სიყვარული? -ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება ამაში გეთანხმები...:) შესრულება ნაკლებად მომეწონა..
6. არსებობს ქვეყნად სიცარიელე? -არა,ღმერთია ყველგან
+2 არსებობს ქვეყნად სიცარიელე? -არა,ღმერთია ყველგან
+2
5. დაე, უყვარდეთ, უყვარდეთ მუდმივად:) დაგაფიქრებს.. დაე, უყვარდეთ, უყვარდეთ მუდმივად:) დაგაფიქრებს..
4. სიჩქარეში არასწორად დავაციტირე :( სორი:)
სიჩქარეში არასწორად დავაციტირე :( სორი:)
3. ახალი ვერაფერი ვნახე.
ნუ ნაწერი ნორმალურია.ესკი.
გაწელილი კი არის ზედმეტად. და... კი გასაგებია რომ ეს ათასჯერ ითქვა და ახლას ძნელად იტყვის კაცი ლიტერატურაში,მაგრამ....მოკლედ რაღაც საკუთრივ ავტორის დასასამახსოვრებელი აკლია. აი დაახლოებით ასეთი მაინც-''სიკვდილი სევდაა ადამიანად ყოფნის სევდა'' აქ შემოხვალ და თან ვერაფერს წაიღებ.
თუმცა ნორმალური ნაწერი არის-კიდევ ერთხელ გავიმეორებ.უბრალოდ არაფერი მომცა.
ახალი ვერაფერი ვნახე.
ნუ ნაწერი ნორმალურია.ესკი.
გაწელილი კი არის ზედმეტად. და... კი გასაგებია რომ ეს ათასჯერ ითქვა და ახლას ძნელად იტყვის კაცი ლიტერატურაში,მაგრამ....მოკლედ რაღაც საკუთრივ ავტორის დასასამახსოვრებელი აკლია. აი დაახლოებით ასეთი მაინც-``სიკვდილი სევდაა ადამიანად ყოფნის სევდა`` აქ შემოხვალ და თან ვერაფერს წაიღებ.
თუმცა ნორმალური ნაწერი არის-კიდევ ერთხელ გავიმეორებ.უბრალოდ არაფერი მომცა.
2. -როგორ უნდა ვიცხოვროთ სანამ ცოცხლები ვართ? -ღმერთის და მოყვასის სიყვარულში,როგორც ქრისტემ გვასწავლა -რა არის სიყვარული? -ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება -ესე იგი ადამიანებს ჯერ ისევ უყვართ ერთმანეთი და ღმერთი? -ჯერ ისევ უყვართ... -როგორ უნდა ვიცხოვროთ სანამ ცოცხლები ვართ? -ღმერთის და მოყვასის სიყვარულში,როგორც ქრისტემ გვასწავლა -რა არის სიყვარული? -ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება -ესე იგი ადამიანებს ჯერ ისევ უყვართ ერთმანეთი და ღმერთი? -ჯერ ისევ უყვართ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|