 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 15 აგვისტო, 2011 |
საყვირი და სალამი... გზა, რომელიც გრძელია.
ქალაქში ჯერ კიდევ ცხელა და ასფალტს გახუნებული ზეწრის ფერი დაჰკრავს. მანქანებმა მხურვალე ასფალტს სალამი უთხრეს, ქალაქიდან დროებით განდევნილ ცივ ჰაერს მოკითხვას უთვლიდნენ დასიცხულნი. პატარები ზღვას ითხოვდნენ... მოხუცნი კი ალებს უჩიოდნენ. ვის ვინ ესალმებოდა ან რატომ ესალმებოდა, ზოგს რისთვის სჭირდებოდა, ზოგს კი ვისთვის სალმობა?!..
- ძმობილო ხვალ მუშაობ? - კი, ვმუშაობ. რატომ? - არაფერი, შენი გზით გამოვალ და სალამს გეტყვი. - ბიჭო, გამაგიჟებ რაა. სალამისთვის ჩემსას უნდა გამოიარო? - არა ძმობილო, უბრალოდ გზად, შენსკენ მიწევს და ეგ არის მხოლოდ. - მეც გეტყვი სალამს, მაგრამ არ მკითხო როგორო... - როგორ? - აჰა, მაინც მკითხა... შენ ჩამოიარე, ლიანდაგს ფრთხილად გადადი და სალამს სახლამდე თუ სამსახურამდე თან გაგაყოლებ. - ეგ როგორ? - მოთმინება ძმობილო, მოთმინება!
დაემშვიდობა ძმობილს ძმობილი. გზის პირზე დის სახლი იდგა, მშვენიერი დიდი ეზოთი და მდიდრული ღობით. ჭიშკრის ურდულს ხელი აჰკრა და ეზოში შევიდა. სიძე შემოეგება მას. გემრიელი სალამი უბოძა ცოლის ძმას. მოიკითხა და მიიპატიჟა ოჯახს. საფიცარი და შემოხვდა სახლის ზღურბლთან და ძმას მოეხვია. პატარა კუდრაჭები, იქვე მისაღებ ოთახში თამაშობდნენ. სიძის დედ-მამა ბოსტანს გასულიყვნენ. - ხელ-ცარიელი არ მოვსულვარ სიძე ბატონო! - ღიმილით უთხრა სიტყვები სიძეს. - ეჰ, ჩემო დავით, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი მე, განა შენ უნდა მცემდე პატივს? დასწყევლოს ეშმაკმა... - მოიცა რაა... ძმისგულო, შენ ეგ მითხარი სამსახურის ხომ არ ისმის რამე? - ჯერ არაფერი. დაპირება, დაპირებად დარჩა. ველოდები! - ეს ბავშვებისთვის, ესეც ოჯახისთვის. გამომართვი და მოიხმარე! არ უნდა ახლა ამას პირი-სახის შმუშვნა. არ გიხდება. დამიჯერე მალე ყველაფერი გამოსწორდება. - უფალმა გისმინოს! აქეთ ვისთან იყავი? - მეგობართან, ჩემს ძმობილთან. სალამი ვუთხარი. ერთიც ვიქეიფეთ, როგორც ჩვენი მამა-პაპანი და დავემშვიდობე. ჩემი წასვლის დროც მოსულა ჯიგარო. უნდა წავიდე! შენ ეგ მითხარი ჩემი დაიკო ისევ უჩივის შიშებს? - უჩივის, აბა რა... გუშინ ვიყავით, ისევ, ექიმთან. წამლები გაუგრძელეთო, შედეგს აუცილებლად მივიღებთო. მოგეცადა ცოტაც და შენი და შესანიშნავ სუფრას გაშლის. ერთიც ჩემსას ვიქეიფოთ რა?! - სიამოვნებით, მაგრამ მხოლოდ სალამი გითხარით და ეგ იყო. იცი შენ რატომ არ ვეკითხები ჩემს დას... - ვიცი... ეგ თუ სალამი იყო?! ვის ვკითხო ნეტავი შენი საქციელი რას ნიშნავს, რომ ამიხსნას? - გულს ჰკითხე სიძევ ბატონო, გულს! შენ ისეთი გული გაქვს ყველაფერს გეტყვის! ნუ მაყოვნებ, მეჩქარება! მეც მელიან სახლში. თუ გახსოვს დედა მყავს მე და ის მიცდის. - მახსოვს, რა თქმა უნდა! მაპატიე დავით, კარგი? - აბა რას ამბობ სიძევ ბატონო, გეკადრება? - მე არა, შენ იკადრე! - ჰო კარგი. აბა, კარგად მეყოლეთ. შემოგივლით ისევ! - კარი ღიაა, როგორც ყოველთვის! დაემშვიდობა ყველას და ისევ ნაცნობ გზას დაუყვა დაბლით. მეორე დღეს აღმით ასულს ცივი ნიავი შეეგება და მოიკითხა პირისახე მისი. დილით გაცრილ წვიმას დაეცვარა თმები, რომელებიც წლებში არ გაბნეულა, მხოლოდ ტვყიისფერი ჰქონდა გადაკრული. მიდიოდა და თან დაჰქონდა სხვათა დარდი და წუხილი. ჰფიქრობდა მათზე და გულში ჩაფარულ ვნებაზე ზედ ალაგებდა. არეულ ფიქრებს გზაში თავს ვერ უყრიდა. ყველა ეცოდებოდა თუ ვინმე გასაჭირში იყო. ასე გართულს ფიქრებში, თავაუღებლივ შემოეგებნენ ნაცნობები და სალამი ქუდმოხდითა და მომცინარი თვალებით შეაგებეს.
გზა რომელიც გრძელია...
სხეულს მისას სციოდა, დაცვარული თმები თითებით გადაისწორა. ერთიც ახედა ცას და უფალს მიესალმა. განაგრძო სიარული და ფიქრი: „მიყვარს დედამიწა და მისი ბინადარნი, ვნატრობ გასულ საუკუნეებს თუმც მომავალი მიყვარს და მისით ვბედნიერობ, რადგან ჩემს გონს ის ლამაზი ეჩვენება ან არც ეჩვენება, უბრალოდ კაცი იმედით ვცოცხლობ... ეჰ... მაინც დაძაბული ვარ და შეკრულ-შებღალული მაქვს სული აწმყოში. დღე-დღეს მისდევს, ჩვენ ერთმანეთს დავსდევთ, მატარებელი კი საყვირის შემდეგ დაიძრება-ხოლმე. რა გვჭირს? განა ვინმე გაგვაფრთხილებს, როცა ერთმანეთს აღარ ვუფრთხილდებით?! ფრთხილი და მშიშარა კურდღელიაო გამიგია მე და ძლიერი კი ლომიო. თითქოს პრიმიტივია ცხოველთა სამყარო, მაგრამ სიბრძნით გაჯერებული. არ აერიოს ჩემს გონებას, სამყარო ვიგულისხმე მე. ჭიდილს სიცოცხლისთვის უგუნურთ მაინც გონიერება უბიძგებს ჩაიდინოს ის რაც კაცთათვის მიუღებელი არ არის - მოკლას! და რა არის ის რაც კლავს? შიმშილი თუ შიში შიმშილისა? ორივე კლავს - თუმც ერთი მალე და მეორე კი ნელა. ცრუა მელია და ხერხს მიმართავს: როს მოშივდების აგერ სოფელიც და საქათმეც... ცრუა კაცი, მაგრამ ხერხი ზოგჯერ არა სჭრის მისი, ჰოდა ძალიანაც კარგი. ახია მაგაზე! ხერხი და სალამი... აი, რად ამოტივტივდა ეგ ორი სიტყვა ჩემს თავში ვერ მიმხვდარვარ, მაგრამ არა... ახლავე განვმარტავ, არა კაცო ჩემს გონებას ჯერ კიდევ აქვს იმის საშუალება იფიქროს და მერე სთქვას. მოკლედ ასეა: ხერხია კაცი მოატყუო სალმობით, ხოლო სალამიც ხერხად აქციო კაცისთვის! ეჰ რა ჰქნას ცხოველმა და კაცმა? იცხოვრონ ერთად თუ დარჩეს კაცი ჯუნგლებში და ცხოველი ცივილიზაციაში?“ ასე შეფიქრიანებულს არც კი გაჰკვირვებია, რკინიგზის განახლებულ შენობას, რომ მიადგა. გაახსენდა, მეგობრის უცნაური დაპირება, ერთიც ჩაიცინა და თქვა: - მოიცა რააა... აბა სად უნდა შემხვდეს ეგ გიჟი და როგორ უნდა მომესალმოს? იქნებ წასულიც იყოს უკვე?! ისე უხარია, ერთი კვირაა რაც დაიწყო მუშაობა და რას ჩაიდენს ვინ იცის?! ელმავლის საყვირის ხმაც გაისმა, რომელიც ასე ხუთი წამით გახანგრძლივდა. დაასწრო მისალმება დავითს მეგობარმა.
ხუთი წამის შემდეგ: - სალამი დავითს, ჯერ არ გავსულვარ. 2 წუთში გავალ. როგორ ხარ? დავითმა ხელის აწევით გაუგზავნა მეგობარს საწადელი სალამი. თვითონ კი... ლიანდაგებს შორის ახალგაზრდა ქალის სხეული ესვენა. შიშისგან გული გასკდომოდა. - ეს ჩემი დაა!
***
- სალამი დავითს! - გზა, რომელიც გრძელია... - რა თქვი დავით? - არაფერი. სხეულს მისას სციოდა, დაცვარული თმები თითებით გადაისწორა. ერთიც ახედა ცას და უფალს მიესალმა. დღე უფალთან სალმობით დაიწყო!
15 აგვისტო 2011 წელი გიორგი (გიგო) გახოკიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვაჰ!კარგი ეტიუდია.ვფიქრობ...
ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 აგვისტო, 2011
ვაჰ!კარგი ეტიუდია.ვფიქრობ...
ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
15 აგვისტო, 2011
14. სიტყვები , აზრები მარგალიტები ცვივა ამ გვერდზე! სიტყვები , აზრები მარგალიტები ცვივა ამ გვერდზე!
12. იქეთ საიტზე წავიკითხე ეს ნამუშევარი და
აქაც გი-სალმე , გიგო.
თითქოს მივიწყებულს და არდასავიწყებელს გვახსენებ-ხოლმე, შენს მკითხველებს.
იქეთ საიტზე წავიკითხე ეს ნამუშევარი და
აქაც გი-სალმე , გიგო.
თითქოს მივიწყებულს და არდასავიწყებელს გვახსენებ-ხოლმე, შენს მკითხველებს.
11. - ძმობილო ხვალ მუშაობ? - კი, ვმუშაობ. რატომ? - არაფერი, შენი გზით გამოვალ და სალამს გეტყვი. - ბიჭო, გამაგიჟებ რაა. სალამისთვის ჩემსას უნდა გამოიარო?
გაიგებეს ამ ფრაზას ახალი თაობა? კარგია, თუ მიხვდებიან და... თუ ვერა? :( - ძმობილო ხვალ მუშაობ? - კი, ვმუშაობ. რატომ? - არაფერი, შენი გზით გამოვალ და სალამს გეტყვი. - ბიჭო, გამაგიჟებ რაა. სალამისთვის ჩემსას უნდა გამოიარო?
გაიგებეს ამ ფრაზას ახალი თაობა? კარგია, თუ მიხვდებიან და... თუ ვერა? :(
10. ამ გვერდიდან ყოველთვის ჩაფიქრებული გავდივარ... ამ გვერდიდან ყოველთვის ჩაფიქრებული გავდივარ...
9. სალამი-მალამო... და ბევრი საფიქრალი ამ სალმის მერე... მოგიკითხე :-* სალამი-მალამო... და ბევრი საფიქრალი ამ სალმის მერე... მოგიკითხე :-*
8. გიგოსეული სალამი აქა და "გაიხარე შენა!" :) გიგოსეული სალამი აქა და "გაიხარე შენა!" :)
7. მართლა ძალიან საინტერესო ავტორი ხარ, გიგო... მართლა ძალიან საინტერესო ავტორი ხარ, გიგო...
6. საინტერესოა... საინტერესოა...
5. კარგია..წარმატებები კარგია..წარმატებები
4. ,,განა ვინმე გაგვაფრთხილებს, როცა ერთმანეთს აღარ ვუფრთხილდებით?!"
ძალიან კარგია! ,,განა ვინმე გაგვაფრთხილებს, როცა ერთმანეთს აღარ ვუფრთხილდებით?!"
ძალიან კარგია!
3. მომეწონა გაიხარე ავტორო...... მომეწონა გაიხარე ავტორო......
2. საინტერესო, როგორც ყოველთვის! საინტერესო, როგორც ყოველთვის!
1. რა გვჭირს? განა ვინმე გაგვაფრთხილებს, როცა ერთმანეთს აღარ ვუფრთხილდებით?! ფრთხილი და მშიშარა კურდღელიაო გამიგია მე და ძლიერი კი ლომიო. თითქოს პრიმიტივია ცხოველთა სამყარო, მაგრამ სიბრძნით გაჯერებული. არ აერიოს ჩემს გონებას, სამყარო ვიგულისხმე მე. ჭიდილს სიცოცხლისთვის უგუნურთ მაინც გონიერება უბიძგებს ჩაიდინოს ის რაც კაცთათვის მიუღებელი არ არის - მოკლას! და რა არის ის რაც კლავს? შიმშილი თუ შიში შიმშილისა? ორივე კლავს - თუმც ერთი მალე და მეორე კი ნელა. ცრუა მელია და ხერხს მიმართავს: როს მოშივდების აგერ სოფელიც და საქათმეც... ცრუა კაცი, მაგრამ ხერხი ზოგჯერ არა სჭრის მისი, ჰოდა ძალიანაც კარგი. ახია მაგაზე! ხერხი და სალამი... აი, რად ამოტივტივდა ეგ ორი სიტყვა ჩემს თავში ვერ მიმხვდარვარ, მაგრამ არა... ახლავე განვმარტავ, არა კაცო ჩემს გონებას ჯერ კიდევ აქვს იმის საშუალება იფიქროს და მერე სთქვას. მოკლედ ასეა: ხერხია კაცი მოატყუო სალმობით, ხოლო სალამიც ხერხად აქციო კაცისთვის! ეჰ რა ჰქნას ცხოველმა და კაცმა? იცხოვრონ ერთად თუ დარჩეს კაცი ჯუნგლებში და ცხოველი ცივილიზაციაში?“
ამ გვერდıდან ყოველთვის საფıქრალი მიმყვება.
ავტორს წარმატებები უფრო მეტი,თუმცა ჩამოყალიბებული პროზაიკოსია ჩემს თვალშı(და არა მარტო ჩემს თვალში,ვფიქრობ) რა გვჭირს? განა ვინმე გაგვაფრთხილებს, როცა ერთმანეთს აღარ ვუფრთხილდებით?! ფრთხილი და მშიშარა კურდღელიაო გამიგია მე და ძლიერი კი ლომიო. თითქოს პრიმიტივია ცხოველთა სამყარო, მაგრამ სიბრძნით გაჯერებული. არ აერიოს ჩემს გონებას, სამყარო ვიგულისხმე მე. ჭიდილს სიცოცხლისთვის უგუნურთ მაინც გონიერება უბიძგებს ჩაიდინოს ის რაც კაცთათვის მიუღებელი არ არის - მოკლას! და რა არის ის რაც კლავს? შიმშილი თუ შიში შიმშილისა? ორივე კლავს - თუმც ერთი მალე და მეორე კი ნელა. ცრუა მელია და ხერხს მიმართავს: როს მოშივდების აგერ სოფელიც და საქათმეც... ცრუა კაცი, მაგრამ ხერხი ზოგჯერ არა სჭრის მისი, ჰოდა ძალიანაც კარგი. ახია მაგაზე! ხერხი და სალამი... აი, რად ამოტივტივდა ეგ ორი სიტყვა ჩემს თავში ვერ მიმხვდარვარ, მაგრამ არა... ახლავე განვმარტავ, არა კაცო ჩემს გონებას ჯერ კიდევ აქვს იმის საშუალება იფიქროს და მერე სთქვას. მოკლედ ასეა: ხერხია კაცი მოატყუო სალმობით, ხოლო სალამიც ხერხად აქციო კაცისთვის! ეჰ რა ჰქნას ცხოველმა და კაცმა? იცხოვრონ ერთად თუ დარჩეს კაცი ჯუნგლებში და ცხოველი ცივილიზაციაში?“
ამ გვერდıდან ყოველთვის საფıქრალი მიმყვება.
ავტორს წარმატებები უფრო მეტი,თუმცა ჩამოყალიბებული პროზაიკოსია ჩემს თვალშı(და არა მარტო ჩემს თვალში,ვფიქრობ)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|