 | ავტორი: ბესცელერა ჟანრი: პროზა 16 აგვისტო, 2011 |
ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ერთი კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - ისე მიდგას ის წუთები თვალწინ, თითქოს ახლაც ისევ იქ ვიჯდე- ვაგონის განაპირა სკამზე და იმ ერთადერთ კადრს შევყურებდე ასე რომ ჩამიძვრა სულში და თავს არ მანებებს... ვაკვირდები გვერდიგვერდ მჯდომ მოხუცსა და "ოცდამეერთე საუკუნეს" - ახალგაზრდა ბიჭში რომ განხორციელებულა მთელი თავისი სიგიჟეებით... დახეული ჯინსებითა და უცხოური საგინებელი სიტყვებით შემკული მაისურებით (თითქოსდა ქართველებს ეგეც გამოგვლეოდეს)... დახვრეტილი ყურებითა და "მოდაზე" აქა-იქ მიმოპარსული თმებით... ერთი სიტყვით ნამდვილი ახალი ქართველი ჩამომჯდარა ჩემს წინ და მოურიდებლად ათვალიერებს თანამგზავრს... ახლა ორიოდე სიტყვით ამ მოხუცსაც დაგიხატავთ, ზუსტად ისე მე რომ დავინახე და ალბათ იმ ადამიანისგან სრულიად განსხვავებულს "ოცდამეერთე საუკუნე" რომ ხედავდა თავისი თვალსაწიერიდან... ასეა თუ ისე, მე ჩემსას შევეცდები. შევეცდები ზუსტად გადმოვცე ის გოროზი სახე, ჭაღარა წვერს რომ დაეფარა ასე მოხდენილად... არწივის აქნეული ფრთებივით ატეხილი - თეთრი წარბები და ნაოჭებში, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჟამთასვლის ხორუმში ოდნავ ჩავარდნილი თვალები, ნაცარმომდგარი მუგუზლებივით რომ აკვესებდნენ შერჩენილ ძალასა და მხნეობას... "საწყალი მოხუცი" - ზუსტად ასე გავიფიქრე როგორც კი ამ კადრს მოვკარი თვალი... არა! არა! ტყუილად ფიქრობთ თუ მისმა დავრდომილობამ შემაცოდა თავი ან კიდევ რავიცი რამ... არც დავრდომილი იყო და არც "რავიცი კიდევ რა"... შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ხელში შემეცოდა, უკან მოვიტოვეთ მატარებელზე დაგვიანებული მგზავრივით, ერთხელაც არ გვიფიქრია ტროსზე დაგვექაჩა და... მემანქანეც გაუყვა ლიანდაგებს... მოვისროლეთ წაუკითხავი წერილივით და არც კი გვიცდია ძველი და გახუნებული სიტყვების ამოკითხვა... და ქარმაც წაიღო შორს... დასავლეთისკენ... დიახ! სწორედ რომ ჩამოგვრჩა, არც დახეული ჯინსები ეცვა და არც ფერადი მაისურით იმშვენებდა ტანს... თქვენ წარმოიდგინეთ და გულმოდგინედაც ამოეკემსა აქა-იქ გამომხდარი ნასვრეტები კარგა გულიანად ნახმარ შარვალზე... გრძელ პალტოსაც არ უნდა დავაკლოთ ქება და დიდება (კარგად მოვლილსა და შენახულს)... როგორც ჩანს დიდხანს უერთგულია პატრონისათვის და კიდევ კაი ხანი არ აპირებდა ღალატს... აი ფეხსაცმელი კი... დანამდვილებით ვერ გეტყვით ახალი იყო თუ ისიც ზემოთხსენებულ ამხანაგებთან ერთად უძლებდა ჟამთასვლას... კარგად კი პრიალებდნენ შავი სამხედრო ბათინკები... ამ ყველაფერს ყველა ხედავდა, თქვენც დაინახავდით და თავად "ოცდამეერთე საუკუნემაც" დაინახა, მე კი... მე თვალები დავინახე... თვალები კიარა სულისაკენ მიმავალი გზა... იმის იქით კი წლები... ბრძოლები... ბრძოლები ხალხთან; სამყაროსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან... დავინახე სიყვარული... სიძულვილი... ტკივილი... შიმშილი... წყურვილი... მოთმინება... არ შემიძლია ყველაფერი ეს ასე მარტივად გადმოგცეთ... არა! ეს თავად უნდა გენახათ... და რაც მთავარია - მე ცრემლი დავინახე, თვალებში, რომლებიც მდუმარედ შეჰყურებდნენ "ოცდამეერთე საუკუნეს" და მისგანაც ისეთსავე მდუმარებას იღებდნენ საპასუხოდ... შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მე მივხვდი... მოხუცი მომავალს ხედავდა... ახალგაზრდა კი წარსულს... მატარებელი კი... მიდიოდა... ჩერდებოდა... კარი იღებოდა... იკეტებოდა... მერე ისევ მიდიოდა და... და მეც ორი გაჩერებით გავცდი სახლს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აი მეც მოვედი და გეტყვით რომ ეს ჩაცმულობა ზუსტად ისაა რაც ვნახე და ზუსტად ის გადმოგეცით რაც იქ იყო... ასე რომ..... აი მე კი მართლლა გავცდი გაჩერებას... :))
აი მეც მოვედი და გეტყვით რომ ეს ჩაცმულობა ზუსტად ისაა რაც ვნახე და ზუსტად ის გადმოგეცით რაც იქ იყო... ასე რომ..... აი მე კი მართლლა გავცდი გაჩერებას... :))
7. მეტროს იდეა კარგი იყო. არ ვიცი ავტორს რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ჩემთვის მეტრო ჟამთა სვლა იყო, გაჩერებები - წლები, ეპოქები, მგზავრები - ამ ეპოქის შვილები... თუმცა ამ ლოგიკით, ბოლო ფრაზა ხდება ცოტა გაუგებარი და შეუთავსებელი...
ერთი რამ კიდევ, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება: ბიჭს თუ მაისური ეცვა, სავარაუდოდ ცხელოდა და მოხუცს პალტო რაში დასჭირდა? დასაშვებია ისიც, რომ ეს მაისური ბიჭს ქურთუკის შიგნიდან ეცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორი, მისი ჩაცმულობის აღწერისას, ქურთუკსაც შეეხებოდა...
საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ნაწერი მომეწონა და +5-ს დავწერ აქ :) წარმატებები! მეტროს იდეა კარგი იყო. არ ვიცი ავტორს რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ჩემთვის მეტრო ჟამთა სვლა იყო, გაჩერებები - წლები, ეპოქები, მგზავრები - ამ ეპოქის შვილები... თუმცა ამ ლოგიკით, ბოლო ფრაზა ხდება ცოტა გაუგებარი და შეუთავსებელი...
ერთი რამ კიდევ, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება: ბიჭს თუ მაისური ეცვა, სავარაუდოდ ცხელოდა და მოხუცს პალტო რაში დასჭირდა? დასაშვებია ისიც, რომ ეს მაისური ბიჭს ქურთუკის შიგნიდან ეცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორი, მისი ჩაცმულობის აღწერისას, ქურთუკსაც შეეხებოდა...
საერთო ჯამში ვიტყვი, რომ ნაწერი მომეწონა და +5-ს დავწერ აქ :) წარმატებები!
6. ნანახი გასაგებია (გადმოცემულის წყალობით), მეტროთი მგზავრობა მოგიწონე(თუკი რეალურია ეს სიუჟეტი, რა თქმა უნდა) :) ნანახი გასაგებია (გადმოცემულის წყალობით), მეტროთი მგზავრობა მოგიწონე(თუკი რეალურია ეს სიუჟეტი, რა თქმა უნდა) :)
5. "შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ხელში შემეცოდა, უკან მოვიტოვეთ მატარებელზე დაგვიანებული მგზავრივით, ერთხელაც არ გვიფიქრია ტროსზე დაგვექაჩა და... მემანქანეც გაუყვა ლიანდაგებს... მოვისროლეთ წაუკითხავი წერილივით და არც კი გვიცდია ძველი და გახუნებული სიტყვების ამოკითხვა... და ქარმაც წაიღო შორს... დასავლეთისკენ... "
რამოდენიმეჯერ გადავიკითხე მაგრამ ეს ვერ გავიგე კარგად
რაღაცის თქმა უნდა ავტორს და მგონი მივხვდი კიდეც რისი, მაგრამ ალბათ უკეთესადაც შეძლებოდა
"შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ხელში შემეცოდა, უკან მოვიტოვეთ მატარებელზე დაგვიანებული მგზავრივით, ერთხელაც არ გვიფიქრია ტროსზე დაგვექაჩა და... მემანქანეც გაუყვა ლიანდაგებს... მოვისროლეთ წაუკითხავი წერილივით და არც კი გვიცდია ძველი და გახუნებული სიტყვების ამოკითხვა... და ქარმაც წაიღო შორს... დასავლეთისკენ... "
რამოდენიმეჯერ გადავიკითხე მაგრამ ეს ვერ გავიგე კარგად
რაღაცის თქმა უნდა ავტორს და მგონი მივხვდი კიდეც რისი, მაგრამ ალბათ უკეთესადაც შეძლებოდა
4. ზემოთ ხსენებული წარსული და მომავალი, ორივე აწმყოა... (ვიმედოვნებ გამიგებთ ამას) :) ზემოთ ხსენებული წარსული და მომავალი, ორივე აწმყოა... (ვიმედოვნებ გამიგებთ ამას) :)
3. წარსული...მომავალი...აწყმო სადააა?...:)
დახეული ჯინსებითა და უცხოური საგინებელი სიტყვებით შემკული მაისურებით (თითქოსდა ქართველებს ეგეც გამოგვლეოდეს)... დახვრეტილი ყურებითა და "მოდაზე" აქა-იქ მიმოპარსული თმებით... ერთი სიტყვით ნამდვილი ახალი ქართველი ჩამომჯდარა ჩემს წინ და მოურიდებლად ათვალიერებს თანამგზავრს... ეს ცოტა მოძველებული ქართველია, უფრო ახლებიც არიან...:)
+3 წარსული...მომავალი...აწყმო სადააა?...:)
დახეული ჯინსებითა და უცხოური საგინებელი სიტყვებით შემკული მაისურებით (თითქოსდა ქართველებს ეგეც გამოგვლეოდეს)... დახვრეტილი ყურებითა და "მოდაზე" აქა-იქ მიმოპარსული თმებით... ერთი სიტყვით ნამდვილი ახალი ქართველი ჩამომჯდარა ჩემს წინ და მოურიდებლად ათვალიერებს თანამგზავრს... ეს ცოტა მოძველებული ქართველია, უფრო ახლებიც არიან...:)
+3
1. კარგად გადმოსცემთ განცდილს. წარმატებები:) კარგად გადმოსცემთ განცდილს. წარმატებები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|