ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


თვით სიკვდილიც მიყვარს

სიყვარულით გავჩნდი ქვეყნად,
სიყვარული მზრდიდა,
ორი კილო ხორცისაგან
ადამიანს მქმნიდა;
ცოდვა-მადლის მარცვალს იგი,
დროის ცხრილში ცრიდა,
თითო მისხალს გულში დიდი,
რუდუნებით ჰყრიდა.
შემაყვარა დედა-მამა,
და-ძმა, მთელი ერი,
შემაყვარა ანაბანა,
ცა ფირუზისფერი;
შემაყვარა უფლის სიტყვა,
რჯული, რწმენა, ბერი,
შემაყვარა დედამიწა,
მოყვარე და მტერი;
შემაყვარა მზე და მთვარე,
ვარსკვლავების ტევრი,
ხატწერილი ჩემი მხარე
და სახატე მთელი;
შემაყვარა გლეხის შრომა,-
ყანა, კალო, კევრი,
და ბეჩავი ობლის გვიან
გამომცხვარი კვერი...
ხელოვანი, ხელოსანი,
კალამი და გრდემლი,
ობოლი შვლის ნუკრის თვალზე
მოციმციმე ცრემლი...
მიყვარს ყველა, ყველაფერი,
სიყვარული მიყვარს,
თუმც ქვეყანა სიყარიბის
სამყაროში მრიყავს...
საწუთრო კი, ბინდისფერი
არ გრძელდება დიდხანს,
უბედური, ბედნიერი
ერთნაირად მიჰყავს...
მიყვარს ყველა, ყველაფერი,
თვით სიკვდილიც მიყვარს...
მსურს ამ გრძნობით მივეგებო
გულზე მიწის მიყრას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები