ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2011


აგვისტოს მეფურ დილას...

აგვისტოს მეფურ დილას,
როცა ცა უხმობს მზეს და
ჯერ ისევ, ცოტა გრილა,
ცვარი ამძიმებს ბზებსაც.
ნეკერჩხლის წითელ ფოჩებს
ქარი უკითხავს ზღაპარს,
ჩვენ ისევ ვუსმენთ ბოჩელს,
ეალერსება ზღვა ქალს.
აგვისტოს მეფურ დილას,
სხვა დამასწრებდეს სანამ,
დაგიკრეფ მე გვირილებს,
თვალთან გაკოცებ სამჯერ
და მერე თუნდაც გიჟი-
შენს ტყვეობაში დავრჩე.
აგვისტოს მეფურ დილას,
ნეკერჩხლის წითელ ფოჩებს
ქარი უკითხავს ზღაპარს,
ჩვენ ისევ ვუსმენთ ბოჩელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები