 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 20 აგვისტო, 2011 |
არის არტანუჯ ქალაქი, მცირე და ციხე მაგარი, ტაო-კლარჯეთი ასეთი, სხვა ნეტავ კიდევ სად არის?!
ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, არტავაზს ციხე უგია, სამხრეთ-დასავლეთს ქართლისას, გურჯების დიდი ბურჯია.
ეს ციხე მუდამ კეტავდა, აფხაზ-მესხელთა გასასვლელს, იბერთა მხარის გავლითა, ფლობდა აზიის გასაღბს.
სამშვილდე-არტანუჯის გზა, კლარჯეთის ციხეს კვეთავდა, ბიზანტიას და შავ ზღვას კი, ნემსით და ძაფით კერავდა.
ციცაბო ფერდობს შემდგარა, არტანუჯ ციხე ნაგები, ადაქალეს კი, მირონ სდის, როგორც რძეს - ერბო, ნაღები.
გადაიხედავ ღრმა ხევში, მთელი მიდამო შენია, კურაპალატის ნიჭს და ხელს, ციხედ ის აუშენია.
ციხიდან არტანუჯისწყალს, ჩავალთ მრავალი გვირაბით, ის, კი ქალაქს ყოფს ორ წილად, ახლის და ძველის მინანქრით.
ის ააოხრა მურვან ყრუმ, თურქ-სელჩუკების ფრთის გუნდმა და ვილაიეთი გურჯისტნის, ამ მიდამოში დაფუძნდა.
სან-სტეფანის ზავს თავ ჰკვეთეს, ყარსით ოსმალომ იხარა, ტაო-კლარჯეთი რუსებმა, საჯიჯგნად თურქებს მიჰგვარა. და მერამდენედ მოსწყვიტეს, ტაო-კლარჯეთი დედულეთს, გორგასალ-კურაპალატის, საფიცარ ხატის სვე-ბუდეს.
ვახუშტი არტანუჯს წოდებს: „არცა ტანის, არცა უჯისოს...“ არვის შერჩება ავის ქმნა, არც შენსას და არც უჯიშოს.
არტანუჯს კვლავ გაბრწყინდება, ღვთისმშობლის სხივთა ნათება, მესხურ გულებს კი დალოცავს, თვით პეტრე-პავლეს ხატება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მთავარია ქართული სული და სიყვარული და ერთობა.......... 555555 მთავარია ქართული სული და სიყვარული და ერთობა.......... 555555
8. 7. არდანახვა სულის, ქართულის??? ვაი შენ უგზო-უკვლოდ განფენილო ამპარტავნებაში, ერო ჩემო საბრალოვ. თენგიზი. 2011-08-21 06:19:46
ბატონ თენგიზს უთქვამს ჩემი სათქმელი:) 7. არდანახვა სულის, ქართულის??? ვაი შენ უგზო-უკვლოდ განფენილო ამპარტავნებაში, ერო ჩემო საბრალოვ. თენგიზი. 2011-08-21 06:19:46
ბატონ თენგიზს უთქვამს ჩემი სათქმელი:)
7. არდანახვა სულის, ქართულის??? ვაი შენ უგზო-უკვლოდ განფენილო ამპარტავნებაში, ერო ჩემო საბრალოვ. არდანახვა სულის, ქართულის??? ვაი შენ უგზო-უკვლოდ განფენილო ამპარტავნებაში, ერო ჩემო საბრალოვ.
5. ტაში ბიჭო გიორგუნა : )))))))))))))))))) ტაში ბიჭო გიორგუნა : ))))))))))))))))))
4. არმატებებეი ავტორს... კარგია სამშობლოს სიყვარული... უფალმა დაგლოცოთ........... არმატებებეი ავტორს... კარგია სამშობლოს სიყვარული... უფალმა დაგლოცოთ...........
3. ლაცაბიძე, გამოდი ცოლის საღალატოდ კიარადა, ქართული პოეზიის სადარაჯოზე:))
თორემ ბახვასავით გულმა რეჩხი მიყო:დ ლაცაბიძე, გამოდი ცოლის საღალატოდ კიარადა, ქართული პოეზიის სადარაჯოზე:))
თორემ ბახვასავით გულმა რეჩხი მიყო:დ
1. პირველმა ორმა კუპლეტმა ისე აღმაფრთოვანა გაგრძელების თავი არ მქონდა. საღოლ!!! პირველმა ორმა კუპლეტმა ისე აღმაფრთოვანა გაგრძელების თავი არ მქონდა. საღოლ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|