მე მესიზმრება ჩემი მესხეთის, ჩამონგრეული ბებერი ციხე, გმირული ბრძოლა, ძველი მესხების, ხმალთა ჟღრიალი და მწველი სიცხე.
იავარქმნილი კალო-უბანი. მთლად გაძარცული, წმინდა ტაძარი, გადაჩეხილი ვაზი ამაყი, ტყე დანაცრული, კერა ჩამქრალი.
აქ შენს მადლიან წმინდა მიწაზე, საუკუნენმა ცრემლით იარა, ცეცხლით-მახვილით, დაუნდობელმა, რამდენმა ურდომ გადაიარა....
აქ წინაპართა თავისუფლებამ, რამდენი წმინდა სისხლი დაღვარა, თვალცრემლიანმა შენზე მლოცველმა, დედამ, რამდენი შვილი დაკარგა.
განგებამ ასე, რატომ ინება? რად, გაგიმეტა ასე საშინლად, ბედმა გიმუხთლა და არ დაგინდო, და გადაგაგდო მტერთა საჯიჯგნად.
არ ვიცი, როგორ შეგეხმიანო, ვით გისალბუნო ტანჯულს იარა, სამოთხის ბაღო, ვარდ-ეკლიანო, შენზედ ოცნებამ დარდს მაზიარა.
ნეტა მოვიდეს დრო სანეტარო, კვლავ დაუბრუნდე, დედა სამშობლოს, და მერე თუნდაც , დრომ საშიშარმა, რისხვით მოვიდეს, ქვებით ჩამქოლოს...
წარბს არ შევიხრი, მხარ-გამართული, გულს გადაგიშლი და გავიხარებ, გრძნობით დაცლილი და მუხლმოყრილი, სიკვდილის წინაც, შენ ერთს გინატრებ.
მესხეთო ჩემო ომახიანო, ჩემს წინაპართა დიდო აკვანო, მინდა, მოვიდე თვალცრემლიანი, და შენს წინაშე, თავი დავხარო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რაც წინა ლექსზე ვთქვი იგივეს ვიტყვი, ასეთ თემაზე თუ დაწერს ლექსს, ზედმეტად ძლიერი უნდა იყოს ) ეს ლექსი სუსტია: ) ჩემი შეფასება 0. ასეთი რამის თქმა სუფრაზე შესაძლებელია, მაგრამ პოეზიაში არა: ) რაც წინა ლექსზე ვთქვი იგივეს ვიტყვი, ასეთ თემაზე თუ დაწერს ლექსს, ზედმეტად ძლიერი უნდა იყოს ) ეს ლექსი სუსტია: ) ჩემი შეფასება 0. ასეთი რამის თქმა სუფრაზე შესაძლებელია, მაგრამ პოეზიაში არა: )
13. მშვენიერია. გაიხარეთ. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ! ია.ჯი. მშვენიერია. გაიხარეთ. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ! ია.ჯი.
12. უღრმესი მადლობა მუხა....... გაიხარე ძმაო და ქართველო......... მე ჩემი მკითხველების წინაშე ვიხრი თავს ვისაც მოსწონს და ვისაც არ მოსწონს ყველას წინაშე...... ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ყველას გაუმარჯოს თავის ამბავში... ღმერთმა დაგლოცოთ........... უღრმესი მადლობა მუხა....... გაიხარე ძმაო და ქართველო......... მე ჩემი მკითხველების წინაშე ვიხრი თავს ვისაც მოსწონს და ვისაც არ მოსწონს ყველას წინაშე...... ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ყველას გაუმარჯოს თავის ამბავში... ღმერთმა დაგლოცოთ...........
11. ა, ლექსი, ა, კაცი, გაიხარე შენ, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ავტორები, ვისაც ეძნელება პატრიოტული ლექსების წერა, წეროს სექსზე , ვინ უშლის, მე კი ასეთ ლექსებს ვეტრფი და ავტორის წინაშე თავს ვხრი.! ა, ლექსი, ა, კაცი, გაიხარე შენ, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ავტორები, ვისაც ეძნელება პატრიოტული ლექსების წერა, წეროს სექსზე , ვინ უშლის, მე კი ასეთ ლექსებს ვეტრფი და ავტორის წინაშე თავს ვხრი.!
10. :D ლიკა :D :D ლიკა :D
9. ძლივს არ მივაგენი ამ კომენტარს:)) (პირველ კომენტარს ვგულისხმობ)
პატრიოტული ლექსები ძნელი დასაწერია. ძლივს არ მივაგენი ამ კომენტარს:)) (პირველ კომენტარს ვგულისხმობ)
პატრიოტული ლექსები ძნელი დასაწერია.
8. კარგია სამცხე-ჯავახეთი რომ მაინც დაგვიბრუნდა მესხეთიდან, თორე ვიქნებოდი ეხლა თურქეთში . გაიხარე შენ კარგია სამცხე-ჯავახეთი რომ მაინც დაგვიბრუნდა მესხეთიდან, თორე ვიქნებოდი ეხლა თურქეთში . გაიხარე შენ
6. მადლობა ყველას......... მადლობა ყველას.........
4. კარგი პატრიოტული ლექსია:) კარგი პატრიოტული ლექსია:)
2. კარგია. მესხეთიდან ხარ?
შენც ხო არ იბრძოდი მეწინავე ჯარში? :-) კარგია. მესხეთიდან ხარ?
შენც ხო არ იბრძოდი მეწინავე ჯარში? :-)
1. საქართველო მაგრად რომ გტკივა ჩემო კარგო, ეგეც უკვე პოეზიაა! გაიხარე და წარმატებები! :) საქართველო მაგრად რომ გტკივა ჩემო კარგო, ეგეც უკვე პოეზიაა! გაიხარე და წარმატებები! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|