| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: საბავშვო 24 აგვისტო, 2011 |
მუბიმ თავისი ანცობით გაჩენის დღიდანვე გაითქვა სახელი. როდესაც დედა ძუძუს აწოვებდა, სულ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, მაშინ როცა მისი თანატოლები ამ დროს მინაბულნი შეექცეოდნენ საკვებს. ასჯერ შეწყვეტდა ჭამას, ხან ვის დაემანჭებოდა, ხან ვის. შეეძლო რომელიმე ახლოს ჩავლილ თანამოძმესათვის თავზეც წამოერტყა, მართალია მსუბუქად, მაგრამ მაინც გართობის მიზნით. არ ერიდებოდა თანატოლებისთვის ბანანის, ან რაიმე სხვა საკვების წართმევასაც. ისინი კი თავიანთ მშობლებთან ტირილით გარბოდნენ - ასეო და ასეო. ერთხელ, როდესაც პატარა მაიმუნი კუდით ჩამოჰკიდებოდა ხის ტოტს ისე გააქანა, რომ, საბრალო, ქვასავით მოსწყდა. კიდევ კარგი მისი დედა, იქვე ახლოს იმყოფებოდა და ნახტომში დაიჭირა შვილი, თორემ ზხართანს მოადენდა მიწაზე. გასაოცარი კი ის იყო, რომ მუბის ყოველივეს პატიობდნენ. ეუბნებოდა მუბის დედა - ნუ პატიობთ, გათავხედდებაო - ისინი პასუხობდნენ - გვინდა რომ გაუბრაზდეთ, მაგრამ ისე საყვარლად დაგვემანჭება ვეღარ ვსაყვედურობ-თო. ჰო, და მუბიც გათამამდა. თუ თავიდან დედას არც ისე დიდი ხნით შორდებოდა, ახლა შეეძლო საათობით არ გამოჩენილიყო. წუხდა მუბის დედა, რაიმე არ შეემთხვასო. მაიმუნებს ხომ ჯუნგლებში უამრავი მტერი ჰყავთ. მაგრამ მუბის არაფრის არ ეშინოდა! ერთხელ, ძალიან დაიგვიანა. შინ რომ დაბრუნდა დედამ თავისთან მოიხმო. - მუბი, შენ ჯერ ბევრი რამ არ იცი. ამ ადგილს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჯუნგლები ეწოდება და მას მკაცრი კანონები აქვს. აქ იშვიათობაა ჩვენმა გვარმა სიბერემდე მიაღწიოს. მაიმუნთა ოჯახიდან მრა- ვალი ხდება სხვადასხვა მტაცებელის მსხვერპლი. სავსეა ჯუნგლები ჩვენი მოძმის ძვლებით. ზოგიც სა- ერთოდაც იკარგება ისე, რომ მის კვალსაც ვერ აგნებენ. - იკარგება? ეს როგორ? - გაოცდა მუბი - შეგიმჩნევია ორ ფეხზე მოსიარულე არსებები, ჩვენ რომ ჩამოგვგავს, ოღონდ ბეწვების გარეშე? - - როგორ არა, აი, იქით ხეებს რომ ჭრიან! - წამოიძახა მუბიმ. - დიახაც, ისინი ხეებს რომ ჭრიან. მათ ადამიანებს ეძახიან და ჩვენი მტრები არიან - უხსნიდა დე - და. - რატომ? რა დავუშავეთ? - მართებული კითხვა დაებადა მუბის. - აბა, ჩვენ რა უნდა დავუშავოთ, არაფერი, ისინი გვერჩიან - - რატომ, დე? - ვერ გაეგო პატარას - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობენ ცხოველებს ჰყიდიანო, ჩვენ კი მათთვის ცხოველები ვართ - - ვინ ყიდულობს ცხოველებს, დე? - დაინტერესდა მუბი - სხვა ადმიანები, რომლებსაც შემდეგ ეს ცხოველები სხვა ქვეყნებში მიჰყავთ - - იქაც ჯუნგლებია, დე? - - არ ვიცი, იქედან უკან არავინ დაბრუნებულა - - მე თუ წამიყვანეს, აუცილებლად დავბრუნდები, გპირდები, დე! - მტკიცედ წარმოსთქვა მუ - ბიმ. - აბა რას ამბობ?! შენ რომ წაგიყვანონ გულიც ხომ გამისკდება, შვილო! - შეწუხდა დედა. - ნუ გეშინია, დე, ვერ დამიჭერენ, ფრთხილად ვიქნები - დაამშვიდა შვილმა დედა და თავის საყვარელ ადგილას, რკალივით მოხრილ ტოტზე მოკალათდა. ჯუნგლები საოცარ ხმებს გამოსცემს ღამით. აქეთ შეშინებული რომელიმე ფრინველი დასჭექს, იქით ჭოტი შეჰკივლებს, ისმის ღამურების წრიპინი, ლომის ღრიალიც ხშირად შემოიჭრება ხეებს შორის. თენდებოდა. ძილში წრიალებდა, რაღაცით შეწუხებული. მერე წამით გაირინდა და სწრაფად მიი - ხედა იქით, სადაც მუბი ეგულებოდა... მუბი არ დახვდა! წამოიჭრა, ეძახა , ეძება, აქეთ გამოიქცა, იქით მივარდა, სულ შემოიარა იქაურობა, სხვა მაიმუნებიც ეძებდნენ, მაგრამ მუბი არსად ჩანდა! - გამოჩნდება, ნუ დარდობო - ამშვიდებდნენ, მაგრამ ბუბის დედამ იცოდა, რომ სინამდვილეში სულ სხვა რამეს ფიქრობდნენ. როდესაც მუბი აღარც საღამოს გამოჩნდა დედის შიში ტკივილში გადაიზარდა. მიხვდა, რომ რაღაც ავი შეემთხვა მუბის. ყველანი შეიკრიბნენ. დუმდნენ, აბა ვის რაღა უნდა ეთქვა? როდესაც მაიმუნი ამ დროს შინ არ არის ეს ნიშნავს ორ რამეს: ან ადამიანებმა გაიტაცეს ან... -ნეტავ ცოცხალი იყოს და არ დავეძებ - თქვა მუბის დედამ - მიგრძნობდა გული, ვიცოდი... ვიცოდი. ჩემო მუბი, ჩემო მოუსვენარო, ჩემო პატარა მაიმუნო... - თვალცრემლიანი დედა ხეზე ალასლასდა და მუბის ადგილას რკალივით მოხრილ ტოტს მიეკრო. ეალერსებოდა, ყნოსავდა, ლოკავდა ხის ტოტს. მუბის გალიაში გაეღვიძა. სხვა გალიები დაინახა. ყველაში სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი იყო გამომწყვდეული. ზოგიერთ მათგანს პირველად ხედავდა. გალიები რაღაცნაირად ღრჭიალებდნენ რყევის შედეგად. გალიებთან ადამიანი იდგა და საკვებს უყრიდა მათ. ერთმა ფრინველმა გააღიზიანა, რომელიც ზუსტად იმეორებდა ადამიანის სიტყვებს. -ამას როგორ ელაპარაკება? მაგის გამო არ ვართ აქ? ასე როგორ წამომიყვანეს რომ ვერაფერი გავიგე? თუმცა რაღაც ჩხვლეტამ კი გამომაღვიძა... ჰო, მახსოვს თვალები გავახილე და... დედა! ეძინა... ვაიმე! დედა! ნეტავ როგორ არის, ნეტავ გული ხომ არ გაუსკდა დილით რომ ვეღარ მნახა?... დედაა! - და მუბიმ ტირილი მორთო. ადამიანი მუბის გალიას მიუახლოვდა და საკვები გაუწოდა. მუბიმ ხელი დაუკაწრა. ადამიანმა ჯოხი დაარტყა. მუბის ძალიან ეტკინა. გალიის კუთხეში მიიყუჟა და მთელი გზა არც საკვები მიუღია და არც წყალი შეუსვამს. ერთ დღესაც რყევა გაჩერდა. ადამიანმა ყველა ცხოველი სათითაოდ გამოიყვანა გალიიდან. მუბის გალია რომ გააღო, მუბიმ ხელი დაუკაწრა მას. ადამიანმა რაღაც დაუმიზნა და მუბიმ ისევ ჩხვლეტა იგრძნო. მერე გარშემო ყველაფერი დატრიალდა... როდესაც თვალები გაახილა კისერზე სარტყელი ჰქონდა, რომელზეც ფერადი თოკი გამოებათ და კედელში ჩარჭობილ კაუჭზე მიებათ. მას წინ სხვადასხვა ხილი ელაგა და დიდ ყვითელ ჯამში წყალიც ესხა. წყალი შეხვრიპა ისე ხარბაად! სულ დაცალა ჯამი. მერე ხილსაც მიადგა. ბანანი იცოდა, ქოქოსიც, მაგრამ სხვა ხილი არ ენახა, არადა ყველა გემრიელი იყო . მერე პატარა ადამიანი მოვიდა და მის წინ ჩაიცუცქა. მოეწონა ეს ადამიანი და შეაწუხა ამ განცდამ. შეაწუხა, რადგან იცოდა რომ ის გაიზრდებოდა. კედელს აეტუზა. პატარა ადამიანმა ხელი გასწია მოსაფერებლად. მუბის არ უნდოდა, მაგრამ მსუბუქად მაინც გაუკაწრა ხელი. პატარა რაღაცნაირად დაიჭყანა და აყვირდა. მუბის ძალიან შეეშინდა. ოთახში ორი დიდი ადამიანი შემოვიდა. პატარას ჯერ ხელზე დახედეს, მერე იმან, ვისაც უფრო მოგრძო ბეწვები ჰქომდა თავზე, ხელში აიყვანა და თავზე ხელი გადაუსვა. დედა გაახსენდა მუბის. ზუსტად ასე აყავდა, ასე ეფერებოდა... დიდებმა ხმამაღალი საუბარი დაიწყეს. მერე მუბი სადღაც წაიყვანეს. იქ უკვე სხვა ადამიანები იყვნენ. იქაც დაკაწრა... მერე იქიდანაც სადღაც წაიყვანეს, ერთი და იგივე მეორდებოდა. მუბი არავის იკარებდა. ბოლოს დიდ გალიაში გამოამწყვდიეს სხვა მაიმუნებთან ერთად. სხვა ცხოველებიც იყვნენ, ოღონდ სხვა გალიებში. დიდი და პატარა ადამიანები მოდიოდნენ, გალიების წინ დადგებოდნენ და დიდხანს ათვალიერებდნენ ცხოველებს.მუბი ამ დროს მუდამ ზურგშექცევით იჯდა. არ უნდოდა მათი დანახვა. სხვები კი გადაირეოდნენ ადამიანების დანახვაზე, რადგან ისინი მუდამ საკვებს აწვდიდნენ. მუბი არასოდეს გაჰკარებია იმ საკვებს, მხოლოდ იმით იკვებებოდა, რასაც წინსაფრიანი ადამიანი შემოიტანდა გალიაში. იმასაც არ შეჭამდა, მაგრამ მას თავისი გეგმა ჰქონდა. აცივდა. გალიები შემინეს. ერთ დღეს გალიის წინ სულ გადათეთრდა... მერე წყლად წავიდა სითეთრე. ისევ მოხსნეს მინები. ასე ბევრჯერ მოხდა. გაიზარდა მუბი. მიხვდა, რომ დრო გადიოდა, მაგრამ არ იცოდა რამდენი. თითქმის ყოველ ღამით ესიზმრებოდა დედა, ჯუნგლები, თანატოლები, ესმოდა ჯუნგლების ხმები და გრძნობდა იქაურ სუნს და იმწამსვე ეღვიძებოდა. ჩაჯდებოდა, თავზე ხელებს დაილაგებდა და უხმოდ, შიგნით ტიროდა. არავის ეკონტაქტებოდა, არ თამაშობდა, არ მაიმუნობდა. ერთხელ ერთი მოხუცი მაიმუნი მივიდა მასთან. -ვიცი რაც გინდა. გასწავლი როგორ უნდა მოიქცე. მე თავის დროზე ვერ მოვახერხე, ახლა ვეღარ შევძლებ... მას შემდერგ ხშირად საუბრობდნენ ერთმანეთში. მუბიმ უკვე იცოდა როგორ მიეღწია ჯუნგლებამდე, მაგრამ როდის მოახერხებდა გალიიდან გაქცევას ეს არ იცოდა. ერთ დღეს მოხუცმა მაიმუნმა თავისთან მიიხმო მუბი. -ხედავ, ის წინსაფრიანი როგორ ბანცალებს? ამ დროს გალიის კარს ხშირად ღიას ტოვებს. ასე რომ შესაძლოა - დღეს! თვალი არ მოაცილო. ყურადღებით იყავი აქეთ წამოსვლას რომ დააპირებს, მზად უნდა იყო! მუბის გული ისე უცემდა ლამის ამოუვარდა. ადამიანი მათი გალიისაკენ გამოემართა. ის კიდევ უფრო ბანცალებდა. გალია გააღო. კარი კი გამოიხურა თითქოს, მაგრამ როგორც შეთანხმებულები იყვნენ მოხუცმა მაიმუნმა ხელი დაუხვედრა და კარი აღარ დაიკეტა. მუბიმ დრო იხელთა, ელვის სისწრაფით გავარდა გალიიდან და კარებიც დაიხურა. ისე მოკურცხლა, მხეცების ხმებიც კი ვერ გაიგო, არადა ერთი აურზაური ატყდა!... სამი დღე და ღამე იარა. ბოლოს დიდი წყალი დაინახა, ის მოხუცი რომ უხსნიდა. გემიც იდგა. დაღამებას დაელოდა და ისე აიპარა გემზე, რომ ვერავინ შეამჩნია. არ იცოდა რამდენი დრო გავიდა. ერთ დღეს, დილით ადრე ნაცნობმა სუნმა გააღვიძა. გამოიჭყიტა. გემი ნაპირთან იდგა. მუბის ეცნო ნაპირი, გულმაც უკარნახა, რომ უნდა ჩასულიყო. არავის და არაფერს მოერიდებია, ისე გაქანდა ნაპირისაკენ. კი შეამჩნიეს და დაედევნნენ კიდეც, მაგრამ მუბი განა ის მაიმუნი იყო ადამიანებს მეორედ ჩავარდნოდა ხელში?! კიდევ ბევრჯერ დაღამდა და გათენდა. რამდენ ხიფათს დააღწია თავი ვინ მოთვლის. ლომს გაექცა, პუმას ოსტატურად დაემალა, აფთრებს ხეზე აასწრო. ერთ ღამეს ნაცნობი ხმები შემოესმა. ისეთი, ჯუნგლებში რომ იცის. იქით გაემართა... ხმები ახლოვდებოდა. ბევრი იარა, დაიღალა და ხეზე აცოცდა. ჩაეძინა. დილით გზა განაგრძო. ტყე გახშირდა. მეტად... კიდევ უფრო მეტად... და, როდესაც თავის თანამოძმეებს მოჰკრა თვალი, მიხვდა რომ მოვიდა! ბევრი ერთად დაინახა, მაგრამ არცერთი ნაცნობი! მაიმუნები თვალს არ აშორებდნენ. მუბიც ყურადღებით აკვირდებოდა. პატარებიც იყვნენ, დიდებიც, მოხუცებიც. სწორედ მოხუცებს აკვირდებოდა მუბი. ვერავის ცნობდა, ვერავის. აი ხეებიც... თვალი მოავლო იქაურობას და თავისი, რკალივით მოხრილი ტოტი დაინახა, რომელზეც დიდი ჭაღარა მაიმუნი იწვა და მუმის ყურადღებით უცქერდა. დინჯად დაეშვა ჭაღარა, მუბის მიუახლოვდა, წინ დაუდგა და თვალებში ჩახედა. იდგნენ და ერთი მეორეს თვალებში უყურებდა. ერთი ვერ ცნობდა, მეორე ვერ იჯერებდა! მაგრამ როდესაც ჭაღარამ ხელები წინ გასწია და რაღაცნაირად გაშალა, მუბი მიუახლოვდა და ახლაღა იგრძნო დიდი ხნის წინათ წართმეული სუნი... -დედა, ხომ დაგპირდი?... აი, დავბრუნდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვახ, ეს განსხვავებულია და ძალიან კარგი თან (: მომწონს ერტი ეს ზედმეტი ტირეების დანიშნულება ვერ გავიგე სპეციალურად იყო თუ ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ტექსტი ძალიან კარგია ვახ, ეს განსხვავებულია და ძალიან კარგი თან (: მომწონს ერტი ეს ზედმეტი ტირეების დანიშნულება ვერ გავიგე სპეციალურად იყო თუ ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ტექსტი ძალიან კარგია
9. +2საყვარელია +2საყვარელია
8. ძალიან საინტერესო და ემოციური მუხტი მოდის ძალიან საინტერესო და ემოციური მუხტი მოდის
7. მისახედი ტექსტია, თუმცა კარგი ამბავია, ბავშვებში თანაგრძნობასაც გააღვიძებს და ცხოველების სიყვარულსაც :) პუნქტუაციურად საკმაოდ მოსაწესრიგებელია. მაგრამ მაინც მოვიწონე...
ერთია, დიალოგში ზოგჯერ ძალიან ქართული ფრაზებია და ამას თუ დააკვირდები, მგონი უკეთესი გამოვა :) მისახედი ტექსტია, თუმცა კარგი ამბავია, ბავშვებში თანაგრძნობასაც გააღვიძებს და ცხოველების სიყვარულსაც :) პუნქტუაციურად საკმაოდ მოსაწესრიგებელია. მაგრამ მაინც მოვიწონე...
ერთია, დიალოგში ზოგჯერ ძალიან ქართული ფრაზებია და ამას თუ დააკვირდები, მგონი უკეთესი გამოვა :)
6. ჩემო ღამურა ავენ, :) დამაბნიე ცოტა... პატარა მაიმუნს მუბი ქვია, ბუბი თუ ნუბი...ხან ისო ხან ესო და ხანაც კიდევ ისოოო. მაინც სათაურს ვენდე ბოლოს :D ბავშვები არ მოატყუო და ისეთი ცხოველები არ შეიყვანო ჯუნგლებში, რომლებიც რეალურად ჯუნგლებში არ ბინადრობენ :-*
შენ რა გითხარი! :) საბავშვო მძაფრსიუჟეტიანი სიუჟეტია პირდაპირ...კიდეც ვინერვიულე, ხომ იცი შენ?! ვფიქრობ, ბავშვებისთვის საინტერესო მოსასმენი იქნება ამგვარი ამბავი.
ოღონდ აუცილებლად გადახედე ნაწერს.არის ადგილები, სადაც ტავტოლოგიების ჩასწორება არ აწყენდა ტექსტს.
"მერე წყლად წავიდა სითეთრე" _ ეს რა კარგი ფრაზაა!
მომეწონა. ჩემო ღამურა ავენ, :) დამაბნიე ცოტა... პატარა მაიმუნს მუბი ქვია, ბუბი თუ ნუბი...ხან ისო ხან ესო და ხანაც კიდევ ისოოო. მაინც სათაურს ვენდე ბოლოს :D ბავშვები არ მოატყუო და ისეთი ცხოველები არ შეიყვანო ჯუნგლებში, რომლებიც რეალურად ჯუნგლებში არ ბინადრობენ :-*
შენ რა გითხარი! :) საბავშვო მძაფრსიუჟეტიანი სიუჟეტია პირდაპირ...კიდეც ვინერვიულე, ხომ იცი შენ?! ვფიქრობ, ბავშვებისთვის საინტერესო მოსასმენი იქნება ამგვარი ამბავი.
ოღონდ აუცილებლად გადახედე ნაწერს.არის ადგილები, სადაც ტავტოლოგიების ჩასწორება არ აწყენდა ტექსტს.
"მერე წყლად წავიდა სითეთრე" _ ეს რა კარგი ფრაზაა!
მომეწონა.
5. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ...:) ბავშვებს ძალიან მოეწონებათ...:)
4. უუუჰ... ბეთ... ბეთ... უუუჰ... ბეთ... ბეთ...
3. შეგპირდი-არა! გადპირდი!
და ლამის სული გამძვრაşნერვიულობით, სანამ ვკითხულობდი:( შეგპირდი-არა! გადპირდი!
და ლამის სული გამძვრაşნერვიულობით, სანამ ვკითხულობდი:(
2. საყვარელი ზღაპარია:)კარგია ბედნიერი დასასრული:) საყვარელი ზღაპარია:)კარგია ბედნიერი დასასრული:)
1. -დედა, ხომ შეგპირდი?... აი, დავბრუნდი.
-დედა, ხომ შეგპირდი?... აი, დავბრუნდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|