 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2011 |
(სოფო ღაღანიძეს)
როცა მარტო ხარ, მიდიხარ ფეხით და მანქანასაც ვერ აჩერებ, თან ამ ღამეში, ჩრდილს კი არ უნდა მოეფარო, გამოსაჩენად უნდა დადგე და დაელოდო.
მე - მოსახვევში, გაბარჯღული ხის ძირას ვარ. რას ვეფარები, წვიმამ უკვე გადაიღო, დამძიმებული ტოტები კი წყალს ვერ აკავებს. ტაქსი მეგონა ეს დანჯღრეული ,,ფოლქსვაგენი''. კარი ღიაა, თანაც - ორივე, შიგ კი - არავინ, ისმის ხრიწინა ჩანაწერი - - არა ორკესტრი, ალბათ შავი ფორტეპიანო და ორი თითით, ჰა-ჰა, ოთხით ვიღაც ძველებურ ტანგოს უკრავს და ტროტუარზე ჩახუტებული ბებერი წყვილი (სხვა არ ჰქვია, ბებერი წყვილი - - გამხდარი კაცი, ქალისა თეთრი კოფთის მეტი არაფერი ჩანს), კი არ ცეკვავს, ადგილზე დგას და ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე ფარების შუქში არეული ლამპიონების ყვითელი შუქი წყალში თამაშობს, მილივლივებს... ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
აი პოეზია : ) ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
აი პოეზია : )
29. ვერ დავუმუღამე... ვერ დავუმუღამე...
28. ვიღაც ძველებურ ტანგოს უკრავს და ტროტუარზე ჩახუტებული ბებერი წყვილი
) გმადლობ...
ვიღაც ძველებურ ტანგოს უკრავს და ტროტუარზე ჩახუტებული ბებერი წყვილი
) გმადლობ...
27. ნინოს ხელწერას ვინ არ გამმოიცნობს!ულამაზესია! :) :) :) ნინოს ხელწერას ვინ არ გამმოიცნობს!ულამაზესია! :) :) :)
26. სახელს ამართლებს. ნამდვილი ნაშრომია. სახელს ამართლებს. ნამდვილი ნაშრომია.
25. ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
5+ ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
5+
24. ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 აგვისტო, 2011
ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 აგვისტო, 2011
22.
ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
ძალიან,ძალიან მომეწონა.ადრევე წავიკითხე და არ მქონდა დაკომენტარების საშუალება. ეს ფინალური ემოცია, მართლაც ჩადგაფუნება,ერთი ხელის მოქნევით.
ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
ძალიან,ძალიან მომეწონა.ადრევე წავიკითხე და არ მქონდა დაკომენტარების საშუალება. ეს ფინალური ემოცია, მართლაც ჩადგაფუნება,ერთი ხელის მოქნევით.
21. ლელა, გიო, დადუ, არტემიდა ძვირფასებო, მადლობა! მარიამობის მადლო გფარავდეთ!
ლელა საყვარელო , ვცადე ,,და''- ამოღება. რაღაცნაირად, ვერ მოვუხდინე. კიდევ ვიფიქრებ. ლელა, გიო, დადუ, არტემიდა ძვირფასებო, მადლობა! მარიამობის მადლო გფარავდეთ!
ლელა საყვარელო , ვცადე ,,და``- ამოღება. რაღაცნაირად, ვერ მოვუხდინე. კიდევ ვიფიქრებ.
20. ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
გაკოცა არტემიდამ ღმერთო, რაღა დროს ესენია, ღმერთო, რაღა დროს ან ამათი, ანდა საერთოდ, ეს შემზარავი, აუტანელი რომანტიკაა! ან რას ვუდგავარ, გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
გაკოცა არტემიდამ
19. რა მაგარი იყო... მეც შევსწრებივარ მსგავს კადრს... მუხტი აქვს თითქოს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ემოცია მოაქვს... კარგი იყო მართლაც რომ... რა მაგარი იყო... მეც შევსწრებივარ მსგავს კადრს... მუხტი აქვს თითქოს ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ემოცია მოაქვს... კარგი იყო მართლაც რომ...
17. როგორ მიყვარს, ასეთი ემოცია რომ მოდის ლექსიდან - სევდიანი, მაგრამ დადებითი... ხრიწინა ჩანაწერის ხმაზე მოცეკვავე ბებერი წყვილი, თავადაც რომ ამ ხრიწინა ჩანაწერს ჰგვანან... ან ეს ფილთაქვად (რა ძველი და კარგი სიტყვაა, ზუსტად მისადაგებული) ქცეული ქალი, ასეთ ოპუსზე რომ თავისი ცხოვრება და თუნდაც მომავალი უდგება თვალწინ... ერთადერთი, აქ: ადგილზე დგას და ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე... ხომ არ აჯობებს, პირველი ”და” კავშირი რომ არ იყოს: ადგილზე დგას, ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე...:)
როგორ მიყვარს, ასეთი ემოცია რომ მოდის ლექსიდან - სევდიანი, მაგრამ დადებითი... ხრიწინა ჩანაწერის ხმაზე მოცეკვავე ბებერი წყვილი, თავადაც რომ ამ ხრიწინა ჩანაწერს ჰგვანან... ან ეს ფილთაქვად (რა ძველი და კარგი სიტყვაა, ზუსტად მისადაგებული) ქცეული ქალი, ასეთ ოპუსზე რომ თავისი ცხოვრება და თუნდაც მომავალი უდგება თვალწინ... ერთადერთი, აქ: ადგილზე დგას და ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე... ხომ არ აჯობებს, პირველი ”და” კავშირი რომ არ იყოს: ადგილზე დგას, ოდნავ ირწევა და შავ ასფალტზე...:)
16. მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე და ,,ფოლქსვაგენზე'' შევჩერდი. რადგან საინტერესო ბგერწერული ბმაც გამომივიდა: ფილთაქვა, ფოლქსვაგენი, დგაფუნი.... მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე და ,,ფოლქსვაგენზე`` შევჩერდი. რადგან საინტერესო ბგერწერული ბმაც გამომივიდა: ფილთაქვა, ფოლქსვაგენი, დგაფუნი....
15. ნუციკო,ჭა, მანანა ძვირფასებო, მადლობა!
ჭა ძვირფასო! კონკრეტული დეტალები კი შემოვიტანე ტექსტში ზოგან - მეტისმეტად კონკრეტულიც კი, მაგრამ საგანგებოდ დავტოვე ოდნავი გაურკვევლობა, თავისუფალი სივრცე მკითხველის ვარაუდისთვის, რომ შესაძლოა, იქ, კუთხეში, სადაც მიტოვებული მანქანა გდია, სინამდვილეში არავითარი მოხუცი წყვილი არ დგას, დაწყებული ,,ხრიწინა ჩანაწერიდან,'' - ეს ლირიკული პერსონაჟის წარმოსახვაა და თავისი სატირალი ატირებს. ნუციკო,ჭა, მანანა ძვირფასებო, მადლობა!
ჭა ძვირფასო! კონკრეტული დეტალები კი შემოვიტანე ტექსტში ზოგან - მეტისმეტად კონკრეტულიც კი, მაგრამ საგანგებოდ დავტოვე ოდნავი გაურკვევლობა, თავისუფალი სივრცე მკითხველის ვარაუდისთვის, რომ შესაძლოა, იქ, კუთხეში, სადაც მიტოვებული მანქანა გდია, სინამდვილეში არავითარი მოხუცი წყვილი არ დგას, დაწყებული ,,ხრიწინა ჩანაწერიდან,`` - ეს ლირიკული პერსონაჟის წარმოსახვაა და თავისი სატირალი ატირებს.
14. კარგია, ემოციური ..
გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
++ :) კარგია, ემოციური ..
გუბეში რაღას ვედგაფუნები, ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ, ან შენ - ყელში რაღას მაწვები, ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!
++ :)
13. მახსოვს რაღაც ფრანგული ნოველაა...პარკში რომ ცეკვავს მოხუცი წყვილი...:) მომეწონა...5 საინტერესო იყო...უფრო ცოცხალი ემოციაც რომ დამეჭირა, აი, ის რომ... ავტორმა ნახა ნამდვილად... უფრო მეტად მომეწონებოდა...:-* მახსოვს რაღაც ფრანგული ნოველაა...პარკში რომ ცეკვავს მოხუცი წყვილი...:) მომეწონა...5 საინტერესო იყო...უფრო ცოცხალი ემოციაც რომ დამეჭირა, აი, ის რომ... ავტორმა ნახა ნამდვილად... უფრო მეტად მომეწონებოდა...:-*
12. კარგი ლექსია, ნინო, კარგი :)
და სოფიკოსაც ვიცნობ, შორიდან, თუმცა საოცარ სიმპათიას ვგრძნობ მის მიმართ, მიყვარს ასეთი ქალები, - პერსონაჟია :) კარგი ლექსია, ნინო, კარგი :)
და სოფიკოსაც ვიცნობ, შორიდან, თუმცა საოცარ სიმპათიას ვგრძნობ მის მიმართ, მიყვარს ასეთი ქალები, - პერსონაჟია :)
11. მართლა სასწაულია, ისეთივე განწყობა მოაქვს, როგორიც თქვენს ლექსს:)გმადლობთ! მართლა სასწაულია, ისეთივე განწყობა მოაქვს, როგორიც თქვენს ლექსს:)გმადლობთ!
10. ეს სასწაული სოლეს ჩემგან საჩუქრად, მადლიერების ნიშნად! - http://www.youtube.com/watch?v=IEiaD9jh5tc ეს სასწაული სოლეს ჩემგან საჩუქრად, მადლიერების ნიშნად! - http://www.youtube.com/watch?v=IEiaD9jh5tc
9. რათქმაუნდა არაფრის და არაფრის და არაფრის:)))მადლობა, თქვენ, ასეთი ლექსებისთვის! რათქმაუნდა არაფრის და არაფრის და არაფრის:)))მადლობა, თქვენ, ასეთი ლექსებისთვის!
8. ლავადორა ძვირფასო! მადლობა და მადლობა და მადლობა! უკვე შევცვალე. :) ლავადორა ძვირფასო! მადლობა და მადლობა და მადლობა! უკვე შევცვალე. :)
7. "ფოლც-ვაგენს" ეძახიან, ჩვენში:)Volkswagen "ფოლც-ვაგენს" ეძახიან, ჩვენში:)Volkswagen
6. ლავადორა ძვირფასო! როგორ არა აქვს მნიშვნელობა. იქნებ კარგად გამარკვიოთ, რომ მართებული ფორმით დროულად შევცვალო, აქ რაღაც ძველი მარკის შავი მანქანა მჭირდება, ოთხმარცვლიანი სახელწოდებით, თანაც - ცნობილი ლავადორა ძვირფასო! როგორ არა აქვს მნიშვნელობა. იქნებ კარგად გამარკვიოთ, რომ მართებული ფორმით დროულად შევცვალო, აქ რაღაც ძველი მარკის შავი მანქანა მჭირდება, ოთხმარცვლიანი სახელწოდებით, თანაც - ცნობილი
5. ცვაგენზე არ მქონია საუბარი, ქალბატონო ნინო, უფრო ფორდზე. თუ არ ვცდები, ასეთი მარკა არ არსებობს "ფორდ ცვაგენი".ვოლკსვაგენზეა საუბარი , ალბათ-volksvagen.რა ვიცი იქნებ ვცდები კიდეც:)მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არაა აქვს მანქანის მარკას ასეთ მშვენიერ, ემოციურ ლექსზე როცა ვსაუბრობთ:)მომიტევეთ. პატივისცემით, სოლე!:))) ცვაგენზე არ მქონია საუბარი, ქალბატონო ნინო, უფრო ფორდზე. თუ არ ვცდები, ასეთი მარკა არ არსებობს "ფორდ ცვაგენი".ვოლკსვაგენზეა საუბარი , ალბათ-volksvagen.რა ვიცი იქნებ ვცდები კიდეც:)მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არაა აქვს მანქანის მარკას ასეთ მშვენიერ, ემოციურ ლექსზე როცა ვსაუბრობთ:)მომიტევეთ. პატივისცემით, სოლე!:)))
4. მადლობა სოლე ძვირფასო! სწორი ფორმა ,,სვაგენი'' იქნებოდა, მაგრამ ,,ცვაგენიც'' გამოიყენება და ქართულ ზეპირმეტყველებაში უფრო ასე დამკვიდრდა. მეც ზეპირმეტყველებით ფორმას დავუჭირე მხარი. მადლობა სოლე ძვირფასო! სწორი ფორმა ,,სვაგენი`` იქნებოდა, მაგრამ ,,ცვაგენიც`` გამოიყენება და ქართულ ზეპირმეტყველებაში უფრო ასე დამკვიდრდა. მეც ზეპირმეტყველებით ფორმას დავუჭირე მხარი.
3. სამწუხაროდ, არ მაქვს წაკითხული არცერთი თქვენი კრებული, საერთოდაც, შარშანდლამდე სანამ ამ საიტზე გავწევრიანდებოდი, არ ვიცოდი თქვენს შესახებ არაფერი.:)ახლა ნელ-ნელა მიყვარდება ქალბატონო ნინო თქვენი პოეზია. "ფორდ ცვაგენი''.-:)ამ მარკის მანქანას არ ვიცნობ:)
სამწუხაროდ, არ მაქვს წაკითხული არცერთი თქვენი კრებული, საერთოდაც, შარშანდლამდე სანამ ამ საიტზე გავწევრიანდებოდი, არ ვიცოდი თქვენს შესახებ არაფერი.:)ახლა ნელ-ნელა მიყვარდება ქალბატონო ნინო თქვენი პოეზია. "ფორდ ცვაგენი``.-:)ამ მარკის მანქანას არ ვიცნობ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|