 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2011 |
ყივის მამალი, ჭიაყელას წელავს წიწილა, მზე ჩემს ფანჯრებზე ათამაშებს სხივთა "ბაჭიებს". ცა მოისარკა, იმედია, დღეს არ იწვიმებს, მორბის ბავშვობა, ნალიასთან "კუჭა" მსხალს ჭრიან. დაბარჯულ მარშით გამომწკრივდნენ წყლისკენ იხვები, კვალში კი უკვე დედა ღორი გოჭებს აგრილებს. სოფელში დილა თუ გინახავს, მაშინ მიხვდები, შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი... ამ ეზო-კარში უფლის თვალი ყველგან ტრიალებს, ჩაფხუტს წააგავს ჩამოცმული სარზე კარდალა. წამოუბერავს მთიდან ცელქი, გრილი ნიავი, სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა. ფეხი აუდგამთ ნაყარ ვაშლებს, ზღარბის ზურგზე და, ბავშვებმა გორგალს ვერ უპოვეს დიდხანს თავ-პირი. ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ... როგორც თმას წვიმა, დამირბილებს ისე ხასიათს, სოფლის ეს სითბო და აღარსად გარბის დრო ჩემში. აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. სოფელში დილა თუ გინახავს, მაშინ მიხვდები, შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი...
++ სოფელში დილა თუ გინახავს, მაშინ მიხვდები, შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი...
++
26. რა კარგი კადრებია :) ფეხი აუდგამთ ნაყარ ვაშლებს - ეს განსაკუთრებით! რა კარგი კადრებია :) ფეხი აუდგამთ ნაყარ ვაშლებს - ეს განსაკუთრებით!
25. მომენატრა სოფელი. გემრიელი ლექსია :) მომენატრა სოფელი. გემრიელი ლექსია :)
24. ყივის მამალი, ჭიაყელას წელავს წიწილა, მზე ჩემს ფანჯრებზე ათამაშებს სხივთა "ბაჭიებს". ... შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი... ამ ეზო-კარში უფლის თვალი ყველგან ტრიალებს, ჩაფხუტს წააგავს ჩამოცმული სარზე კარდალა. წამოუბერავს მთიდან ცელქი, გრილი ნიავი, სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა. ... აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია!
ყივის მამალი, ჭიაყელას წელავს წიწილა, მზე ჩემს ფანჯრებზე ათამაშებს სხივთა "ბაჭიებს". ... შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი... ამ ეზო-კარში უფლის თვალი ყველგან ტრიალებს, ჩაფხუტს წააგავს ჩამოცმული სარზე კარდალა. წამოუბერავს მთიდან ცელქი, გრილი ნიავი, სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა. ... აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია!
23. ლამაზი სურათია.. ლექსიც ძალიან ლამაზი. "წამოუბერავს მთიდან ცელქი, გრილი ნიავი, სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა."<<<ეს განსაკუთრებით... ++++++ ლამაზი სურათია.. ლექსიც ძალიან ლამაზი. "წამოუბერავს მთიდან ცელქი, გრილი ნიავი, სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა."<<<ეს განსაკუთრებით... ++++++
22. მართლაც დიდი სიმყუდროვე და სითბოა აქ...ლექსი ძალიან მომეწონა მართლაც დიდი სიმყუდროვე და სითბოა აქ...ლექსი ძალიან მომეწონა
21. ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...
საოცრად ლამაზი, თბილი და მშობლიური შეგრძნებაა, კარგია:) ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...
საოცრად ლამაზი, თბილი და მშობლიური შეგრძნებაა, კარგია:)
20. idealuri leqsi tavisi surnelit, dzalian momewona :) idealuri leqsi tavisi surnelit, dzalian momewona :)
19. კარგია ძალიან ! ++ კარგია ძალიან ! ++
18. რა მშვენიერი ლექსია!მოკითხვა, ავტორს! რა მშვენიერი ლექსია!მოკითხვა, ავტორს!
17. ძალიან კარგი, სასიამოვნო და ნოსტალგიისმომგვრელი ლექსია.
ძალიან კარგი, სასიამოვნო და ნოსტალგიისმომგვრელი ლექსია.
16. სოფელი მომენატრა! :(
სოფლის საოცარი სურნელი მომგვარა ამ ლექსმა. მართლაც შესანიშნავია!
სოფელი მომენატრა! :(
სოფლის საოცარი სურნელი მომგვარა ამ ლექსმა. მართლაც შესანიშნავია!
15. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 აგვისტო, 2011 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29 აგვისტო, 2011
14. თითქოს სურათებს ათვალიერებ, ისე ზუსტად და ლამაზადაა:) თითქოს სურათებს ათვალიერებ, ისე ზუსტად და ლამაზადაა:)
13. ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ... როგორც თმას წვიმა, დამირბილებს ისე ხასიათს, სოფლის ეს სითბო და აღარსად გარბის დრო ჩემში.
ძალიან...ძალიან ჩემია...555 ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ... როგორც თმას წვიმა, დამირბილებს ისე ხასიათს, სოფლის ეს სითბო და აღარსად გარბის დრო ჩემში.
ძალიან...ძალიან ჩემია...555
12. ლექსი ძალიან, ძალიან მოსაწონი : ) ბექა ახალაია. 2011-08-30 19:55:48 პ.ს. მერე რა, რომ ჩემს სოფელში ვერ ჩავედი - თხილის სეზონია და მუშაობა მეზარება :დ ბექა, წელს მეც ვერ ჩავედი ჩხოროწყუში თხილის სეზონზე, მეთქი რა იმუშავებსთქო და ჩემს ჯინაზე სწორედ წელს დაიქირავეს მუშებიც და თხილის გამრჩევი მანქანაც :D:D ასე რომ ჩასვლა ჯობდა :D ლექსი ძალიან, ძალიან მოსაწონი : ) ბექა ახალაია. 2011-08-30 19:55:48 პ.ს. მერე რა, რომ ჩემს სოფელში ვერ ჩავედი - თხილის სეზონია და მუშაობა მეზარება :დ ბექა, წელს მეც ვერ ჩავედი ჩხოროწყუში თხილის სეზონზე, მეთქი რა იმუშავებსთქო და ჩემს ჯინაზე სწორედ წელს დაიქირავეს მუშებიც და თხილის გამრჩევი მანქანაც :D:D ასე რომ ჩასვლა ჯობდა :D
11. მაგარია სოფელი და ლექსიც!
პ.ს. მერე რა, რომ ჩემს სოფელში ვერ ჩავედი - თხილის სეზონია და მუშაობა მეზარება :დ მაგარია სოფელი და ლექსიც!
პ.ს. მერე რა, რომ ჩემს სოფელში ვერ ჩავედი - თხილის სეზონია და მუშაობა მეზარება :დ
10. პასტორალურ სიმყუდროვეში... ხო ბუნების ადამიანისგან ჰომო ნატურა მაინც ბევრი გვაქვს დარჩენილი..
და ცის და მიწის შვილები ვარტ..პრინციპში...
პასტორალური სიმყუდროვე კარგია-კონტრასტულ შეგრძნებად.
პასტორალურ სიმყუდროვეში... ხო ბუნების ადამიანისგან ჰომო ნატურა მაინც ბევრი გვაქვს დარჩენილი..
და ცის და მიწის შვილები ვარტ..პრინციპში...
პასტორალური სიმყუდროვე კარგია-კონტრასტულ შეგრძნებად.
9. ვიცი ეს ლექსი... მიყვარს, როგორც თქვენი პოეზია საერთოდ... ჰო, ჩემი და თქვენი სოფელი... "ამ ეზო-კარში უფლის თვალი ყველგან ტრიალებს,"...
თამ, გმადლობთ ამ ლექსისთვის ვიცი ეს ლექსი... მიყვარს, როგორც თქვენი პოეზია საერთოდ... ჰო, ჩემი და თქვენი სოფელი... "ამ ეზო-კარში უფლის თვალი ყველგან ტრიალებს,"...
თამ, გმადლობთ ამ ლექსისთვის
8. მიხარია, ჩემი სოფლის სითბო და სურნელი თქვენც თუ იგრძენით... ბუნებაში რომელიღაც არხი იხსნება ჩემში... მიხარია, ჩემი სოფლის სითბო და სურნელი თქვენც თუ იგრძენით... ბუნებაში რომელიღაც არხი იხსნება ჩემში...
7. მაგარი საყვარელი ლექსია......
რა და ამ შაბათ-კვირას კახეთში წავალ ჩემს სოფელში... ამ ლქსის შემხედვარე..... თან რთველი იწყება და..................
გაიხარე ავტორო ასეთი სითბოთი რომ ამავსე...... მაგარი საყვარელი ლექსია......
რა და ამ შაბათ-კვირას კახეთში წავალ ჩემს სოფელში... ამ ლქსის შემხედვარე..... თან რთველი იწყება და..................
გაიხარე ავტორო ასეთი სითბოთი რომ ამავსე......
5. რა ვქნა ახლა მე? მთელი ლექსი დავაკოპირო?
არ მინდა! ისე გეტყვი, - არაჩვეულებრივია! 555555555555 რა ვქნა ახლა მე? მთელი ლექსი დავაკოპირო?
არ მინდა! ისე გეტყვი, - არაჩვეულებრივია! 555555555555
4. ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...- ჰო, ესაა ყველაფერი, პასტორალიც ამ სიყვარულს მოაქვს... ძალიან ცხადი სურათია:) ასე მგონია,მიწა მე ვარ, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...- ჰო, ესაა ყველაფერი, პასტორალიც ამ სიყვარულს მოაქვს... ძალიან ცხადი სურათია:)
3. სოფელში დილა თუ გინახავს, მაშინ მიხვდები, შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი..
სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა.
აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
მიყვარს!!!!!!!!!!!!!!!!!!!გაკოცა არტიმედამ
სოფელში დილა თუ გინახავს, მაშინ მიხვდები, შენს და ბუნებას შორის როგორ ქრება მანძილი..
სოფლის ქალივით ჭორიკანა, ენაჭარტალა.
აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
მიყვარს!!!!!!!!!!!!!!!!!!!გაკოცა არტიმედამ
2. შატილიონ, გმადლობ, იმ უმთავრესის დანახვისათვის, რამაც ეს ლექსი დამაწერინა... შატილიონ, გმადლობ, იმ უმთავრესის დანახვისათვის, რამაც ეს ლექსი დამაწერინა...
1. ასე მგონია, მე ვარ მიწა, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...
ეს გვირგვინია ამ ლექსის!
როგორც თმას წვიმა, დამირბილებს ისე ხასიათს, სოფლის ეს სითბო და აღარსად გარბის დრო ჩემში. აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
დიდებულია! ეს შეგრძნება მხოლოდ სოფლის წიაღში იბადება! ასე მგონია, მე ვარ მიწა, ზედ ჩემს გულზე დგას ყველა არსება და განძრევას არც კი ვაპირებ...
ეს გვირგვინია ამ ლექსის!
როგორც თმას წვიმა, დამირბილებს ისე ხასიათს, სოფლის ეს სითბო და აღარსად გარბის დრო ჩემში. აქ საკუთარი უბრალოებით ისე სავსე ვარ, რომ ვიკარგები პასტორალურ სიმყუდროვეში...
დიდებულია! ეს შეგრძნება მხოლოდ სოფლის წიაღში იბადება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|