ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2011


დღეს

დღეს სინანულის წამი დამდგარა,
განქარდა ბოღმა შურთა დინების,
შურისძიების ჟამი დამთავრდა.
დროა შენდობის და მოთმინების.

დღეს უნდა, მივცეთ ყველამ ხელი-ხელს,
და სიყვარულით ვწიოთ ჭაპანი,
უნდა ვანთებდეთ, დღეს იმ საკმეველს,
როგორც გვმოძღვრავდნენ მამა-პაპანი.

ავიღოთ ხელში სავსე ფიალა,
და მოვიგონოთ, დღეს ის ბიჭები,
რომელთაც დასდეს თავი სამშობლოს,
დაეცნენ როგორც დიდი გმირები...

ჩვენ აღარ გვმართებს მოთქმა-ტირილი,
დროა წვრილთვალა, კვლავ ავაჟღეროთ,
ჩვენი ვალია აღვმართოთ დროშა,
და დღეს ქართული ჰიმნი ვიმღეროთ.

უნდა ვილოცოთ ერთი რამისთვის,
რაც ასე ძლიერ, გვავსებს ფიქრებით,
თუ კი, ვიცოცხლებთ მამულისათვის,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები