ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლილიტი
ჟანრი: პროზა
30 აგვისტო, 2011


შეშლილთა დედამიწა

  გამარჯობათ,ეს შეშლილთა დედამიწაა.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.     



            ჩვენ ყველანი ფსიქიატრიულის პაციენტები ვართ.რა ასე არაა?მაგალითად მე პალატა N9–ის პაციენტი ვარ.დიაგნოზი:ფსიქიკური აშლილობა,მწვავე ნევროზი და მკვეთრად გამოხატული პიროვნების გახლეჩა.

              მკურნალობას არ ვექვემდებარები.

              სამყარო ჩემთვის ყვითელია. სხვა პაციენტებისგან იმით განვსხვავდები რომ ემოციური ვარ,თუმცა  ამას არ ვამჟღავნებ.ჩემნაირებს ჩუმ გიჟებსაც ეძახიან.

                ყურზე ზღვიდან გამორიყული ნიჟარა მიდევს.უფრო სწორედ მხრით მიჭირავს ყურთან და გაურკვეველ შიშნში ვცდილობ მათი ხმების გაგონებას,ვინც ფსკერზე უსასოოდ წევს.ცალი ხელით კი ფეხსაცმლის თასმის შეკვრას ვცდილობ.შემიძლია ასე საათობით ვიჯდე.თოლია დატრიალებს სანაპიროზე გუშინდელი შტორმის მერე  გამორიყულ ნაფოტებს...

                  მზე ნელა იძირება და ის ყველაზე ბნელია ამ ნათელ სამყაროში.ვუყურებ და ჩემი მაისურიდან წითელ გამომძვრალ ძაფს თითზე ვიხვევ...ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ,თ,ი...... არ მომწონს და იქვე ვფლავ ქვებში.

                  რას ნიშნავს როცა არანორმალური ხარ?იმას როცა ადამიანა დაწესებულ კანონებს არ ექვემდებარები და წინ მიიწევ...არადა ირგვლივ ჩვენ ბევრნი ვართ.. შესაძლოა ცოტა ხანში ადგილები შევცვალოთ კიდეც...ისინი–აქ,ჩვენ–გარეთ.

                  სუნთქვის შეკავება ვისწავლე აქ...აი,ყოველ საღამოს როცა მზე წყლის ზედაპირს ეხება,ვცდილობ,იმდენ ხანს შევიკავო სუნთქვა სანამ  ბოლომდე  ჩაიძირება.

                    ვფიქრობ ბევრს.ჩვენ ოდესმე შევძლებთ გარეთ გასვლას.იქ ზღვის მეორე მხარეს დაა ყველაფერს დავიწყებთ თავიდან. გამოფხიზლებამდე კი ჯერ შორია.

                    მე პაციენტი ვარ პალატა N9–დან.გამარჯობათ,ეს შეშლილთა დედამიწაა.აქ იმედები არ არსებობენ და მაინც ჩვენ წინ მივდივართ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები