ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ე__
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2011


* * *

ღმერთო, ისევ შენს კარს მოვადექი,
მუდამ ასე იცის გაჭირვებამ.
მთელი ცხოვრება რომ კარგად ვიყო,
ალბათ, ალბათ არც კი დამჭირდები...

მიმძიმს ახლა ასე ლაპარაკი,
მაგრამ რას გავაწყობ, სიმართლეა.
შენ ხომ ყველაფერი უწყი მაინც,
შენ ხომ იცი ყველა მიმართება...

ვწუხვარ, ასე ვიცი დილაობით,
ასე ვიწყებ ყოველ ახალ ფურცელს...
მერე, გულში როცა შემოდიხარ,
ვცდილობ და სიმძიმეს შენით ვუძლებ...

უნდა მომიტევო ეს სიტყვებიც,
უწყი, მართალი თუ სიცრუეა.
ამ წუთს გული ისე ძლიერ მიცემს,
ისე მეწვის შენი სიჩუმე, რომ
ვცდილობ არ გავაღო მძიმე კარი,
რასაც ვიცი, მარტო მე ვერ შევძლებ.
ჰოდა, ველოდები შენგან პასუხს,
ვშიშობ მოსალოდნელ შედეგებზე...

და უკანასკნელი თხოვნა დამრჩა,
ჩემი თხოვნებიდან მეასედი:
იქნებ დამეხმარო ღმერთო, შევძლო
ვჭამდე იმისთვის, რომ ვიარსებო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები