ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2011


ენაი ესე საკვირველი... (იგავ-არაკი)

  ცოდნა და სიბრმავე დამეგობრდნენ...
  ივიწყო ტყე საკვირველი და თაყვანი სცე გაშიშვლებულ იდეალებს...
  ცოფი შეგეყაროს რა ჟამს ენა უარჰყო!

  ცხოვრობდა ლომი. ნადირთა მეფე სადღაც შორეულ სახელმწიფოში. მეფემ გადაწყვიტა შვილი სასწავლებლად ჯუნგლებში გაეგზავნა. ესე ჩანაფიქრი აღასრულა. ხუთი წლის ასაკში ის ნადირ-ვეზირთა დამოკიდებულებით გაამგზავრა ჯუნგლებს. იქ შეასწავლეს უცხო ენა, რომელსაც ინდაურის ენას ეძახდნენ. იზრდებოდა და ყალიბდებოდა მისი ცხოველური ცნობიერება. ჩვენი „დიდებული მეფის“ შვილს იქ ყოფნისას ჩამოუყალიბდა აზრთა მრავალ წახნაგოვანი განსჯის უნარი. ის ფიქრობდა როგორც ჯუნგლებში მოღვაწე მისი სახისა და ბალანის მქონე ცხოველები. არც სარკეს ცნობდა და არც ადამიანის ხელში მომარჯვებულ იარაღს.
    მეფეს სხვა შვილებიც გარს ეჯდა. ყველა სხვადასხვა კუთხეში გაეშვა სასწავლებლად, მაგრამ იმედებს მხოლოდ მის ერთ-ერთ ბოკვერზე ამყარებდა.
  წლები გადიოდა. ცივ ზამთარს გაზაფხული ცვლიდა, ცვალებადობას ზაფხული აქარწყლებდა, გაქარწყლებას შემოდგომა ამშვიდებდა, ხოლო მშვიდობას არც ერთი დრო არ წინასწარმეტყველებდა. შეწუხებული მეფე ბერდებოდა. გაჭაღარავებულ მეფეს შვილები ენატრებოდა. დრო-ჟამით დრო-მოჭმულმა შვილები სხვის კარს იხმო. დიდი კრება მოაწყო სხვის საადგილმამულო ტყეში. კრებას ჩვენი ტახტის მომავალი მემკვიდრეც ესწრებოდა.
  - შვილებო, ჩემი სამწყსო ჩემს წინააღმდეგ განეწყო. იქნებ შეძლოთ და მითხრათ თუ როგორ შევძლო მათი დაოკება. ცხვრები მგლებად მექცნენ. რჩევა მჭირდება თქვენი.
  დაუძლურებული ლომის ნაშიერმა საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა კრებაზე. მან სთქვა: მისმინეთ მე და დამიჯერეთ! მე შემწევს ძალა ისინი დავამშვიდო და ვასწავლო ენა ესე ჩემეული რაც მე ავითვისე აქ ყოფნისას. ისინი ჩემსას გაიგებენ, რადგან ენა, რომელიც მე შევისწავლე ღიაა და ფართო. ღიაა რადგან ცხოველურია ის, ხოლო ფართოა რადგან მსოფლიო ცხოველთა დამპყრობელად გვევლინება.
    უკვე უწისქვილოდ დარჩენილ ბებერს არ მოეწონა სიტყვა ერთ დროს ყრმისა, ხოლო დღეს ლომისა. მას შეჰბედა, როგორც „გამზრდელმა“: მე შეგიცან, როგორც შვილი, მაგრამ გიცქერ როგორც უცხოს. მე გავბედე მესეტყვისა მათთან როგორც ჩემი რჯულის მოქალაქეს, შენ კიდევ ჰქმენ ურჯულბა და თავს ლაფი გადაისხი. და მხარს უბამ სხვებთან ერთად ერის გვარის გაქარწყლებას. მე „დიად“ ვარ და დავრჩები ჩემი ქვეყნის ბურჯ-მთესველად. შენ კი გაწევს ვალი ჩემი ამ ქვეყნიდან ანგარებით გასტუმრება.
  დაფიქრდა, აწ უკვე, ლომი „დიადი“. ენიშნა სიტყვა მამისა. ჩაფიქრებულმა უამბო, სხვისი წუთისოფლისა კარნახი. უთხრა მას: „შენი ადგილი იქ არის სადაც გიმწესეს გზაც, კვალიც. ჩემი პირობა ის არის, რომ შენ იქნები თბილ ადგილს.“
სხვა რა დარჩენოდა მეფეს?! დასთანხმდა მონაგარს შვილისგან! ის დღე იყო და წარსულიც თან ჩაიწერა წიგნაკში. მომავალს უმღერს შეკაზმულ აღჭურვილობით, მეფე სახელად კურდღელი.
  კრება დასრულდა

  კურდღელმა ფრენა ისწავლა, სხვისი ფრთებითა წყალობით...
  ცხოველთა დიდი ნაწილი ენას ვერ თვისობს მეფისას...
  ინდაურები მომრავლდნენ...
  ფრთოსან შინაურთ სწყალობენ, გამგელებულთ კი სჯავრობენ.
  იქნებ სჯობს ვიყოთ სარკესთან, მხედველნი ჩვენი სახისა...
  და ვესაუბროთ ჯამბაზებს ენით ნაბოძებ ღვთისაგან!

  კოლონიაში დაბრუნებულმა ლომ-კურდღელმა იხმო ძმად ნაფიცი ინდაურები და მათ ამცნო გეგმა სხვათა ჩამოწერილი. აღფრთოვანებით შეხვდნენ მეფეს მსახურთუხუცესნი. პირფერობით გამსჭვალულებს შემოეხვივნენ ნადირთ-ვეზირნი მეფისანი და ამცნეს საქმენი საკეთებელი.
  დიდი საქმის აღსრულების შემდეგ განდიდებულ ვეზირთ დაევალათ აღსრულება გეგმისა. იწყეს ინდაურების მოძიება, ვისაც კი მათი ენა ესმოდათ. მოძებნეს მაგრამ არასაკმარისი. ვეზირნი ეახლენ მეფეს და შესჩივლეს: „ბევრნი უარს ამბობს ისწავონ და ასწავლონო.“ მეფემ უთხრა: „ნუ სწუჰხართ, მე დაგახმართ მშველებლებსო“ და აფრინა შიკრიკი მან უცხოთა სამფლობელოში.“ ჩამოასახლა და შეასახლა უცხონი, მისი სამწყსოს ოდებსა და სენაკებში.
  ისევ მივიდნენ მეფესთან მომჩივარ-მავედრებელნი. უთხრეს მას:
  - მეფეო, ჩვენს ენას სწავლობენ, მაგრამ საქმეა ამგვარი, ჩვენ შევისწავლეთ სხვა ენა, ჯიხვების სალაპარაკო. იქნებ დაგვტოვოთ ვიცხოვროთ თქვენი სტუმრობის ხარჯზედაო.“
  გაცხარდა მეფე გულად-კურდღელი:
  - რით ვერ შეიგნეთ ეს მრწამსი?! უნდა აღსრულდეს ნება მასონის.“ - და შემდეგ ჩაიჩურჩულა: „რათა მე ვიყო ამ დრონის.“
  - მაგრამ, მეფეო იქნებ დაგვიჯერო და გაგვიგოთ! ჩვენ ვიხიბლებით იმ სენით რითაც ჯიხვებმა გაგვაკვირვეს.
  - და მაინც რა გიკვირთ?!
  - ის რაც მათია!
  - რა არის მათი, რაც ჩემი არ არის?
  - აბა რა გითხრათ, როგორ გითხრათ ნადირთ მეფეო?! ხორცის გარდა ყველაფერი მათია მეფეო, მათი! აი ჩვენ კი ჩვენი ხორცი გვიყვარს, სხვას არაფერს ვცნობთ. თურმე წინამძღოლი ჰყოლიათ ერთ დროს, რომელსაც უთქვამს: „მძორს, რაც გინდათ ის უყავით, თქვენთვის დამითმიაო!“
  - ეს, მითია ვინ გიამბოთ?
  - მითია?! - გაიკვირვეს სხვებმა.
  - დიახ, მითი! - დარწმუნებით უთხრა ისტორიის უცოდინარმა ლომ-კურდღელმა.
  - ჩვენ სიმართლე გვეგონა?! - დაიჯერეს გაბრიყვებულმა.
  და განაგრძეს მოღვაწეობა სხვებმა. ასწავლიდნენ მოზარდ ცხოველებს, განურჩევლად ბალანისა და სახისა...
და მალე აღარ დარჩა გამგონე ჩვენი ლომ-კურდღელისა, რადგან დარჩენილმა ჯიხვებმა, რომლებმაც არ ისწავლეს სხვისი ენა, ვერ გაიგეს რა მათი მეფისა, ნადირ-ვეზირთა და სხვათა ენაზე მოსაუბრე ცხვრებისა.

  აბა ვის უნახავს ფრთიანი ჯიხვი?
  გავიდა წლები და აღარ ახსოვდათ ლომ-კურდღელი.
  ინდაურები მოაშინაურეს.
  ენაი ესე საკვირველი რას არ იქმს...
  ენა ივიწყო ერმა, ეს იგივეა უცხომ დაგკოდოს!


გიორგი (გიგო) გახოკიძე
31 აგვისტო 2011 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები