| ავტორი: გუგა ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2011 |
საქართველოა ჩემი, ღმერთთან ნათქვამი ლოცვა, ვრჩები გაკრული ჯვარზე, ძუძუს თავები მიჩანს, ძირში მოჭრილი მკლავი მიაქვს ყარაყომს ხონთქარს, ჯოშუას თეთრი კრავი მამაუფალთან მიჰყავს. გაღმა ნაპირზე გასვლა, სიკვდილ-სიცოცხლის წამი, და აბასების ნადავლს სისხლის წვეთები სცვივა, გაკეთებული საქმე ნაალაფარი ჩალმით, და სიყვარულის ნათელს ნაზიარები სიტყვა. მკერდზე გავლებულ ყამირს ეთხოვებოდა დილა, დაკიდებული ნალი გადახლეჩილი გული, სხვა არაფერი არ მაქვს, სხვა არაფერი მიჩანს, მე საქართველოს ვეტრფი და საქართველოს ვუვლი... შენ, შენ მოგიყრი მუხლს და აგიბრიალებ სულს და ცისკარს შეუხსნი კარებს... შენ, შენ დაგითმობ ცინცხალ მზის სხივს გასერილს ცაზე, და მერე ძალზე მაღლა და მერე ძალზე დიდხანს, იგალობებენ ქართულს. ქართულს ღმერთების სიტყვას... არ დავამთავრებ შედლუხს, ზიარ ცრემლების მიწას, მრავალჟამიერ ფერხულს, ფრესკებს ხანძთას და წინკარს, შენ! არაფერი არ გაქვს, შენ! არაფერი გიჩანს, გადაეფარე ქართულს, ქართულს ღმერთების სიტყვას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შენ გაიხარე შენ გაიხარე
7. გული ქართული! 5 გული ქართული! 5
6. წარმატებები... წარმატებები...
5. შენ! არაფერი არ გაქვს, შენ! არაფერი გიჩანს, გადაეფარე ქართულს, ქართულს ღმერთების სიტყვას.
!!!!! უსიტყვოდ +2 შენ! არაფერი არ გაქვს, შენ! არაფერი გიჩანს, გადაეფარე ქართულს, ქართულს ღმერთების სიტყვას.
!!!!! უსიტყვოდ +2
4. მე საქართველოს ვეტრფი და საქართველოს ვუვლი... ნეტავ ვისაც ევალება კანონიერად საქართველოს მოვლა ისიც თქვენსავით ფიქრობდეს :) ძალიან კარგია მე საქართველოს ვეტრფი და საქართველოს ვუვლი... ნეტავ ვისაც ევალება კანონიერად საქართველოს მოვლა ისიც თქვენსავით ფიქრობდეს :) ძალიან კარგია
3. გამარჯობა : ) გამარჯობა : )
2. წარმატებები მომეწონა ძალიან კრაგი ლექსია....... წარმატებები მომეწონა ძალიან კრაგი ლექსია.......
1. გაიხარე ქართველო! გაიხარე ქართველო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|