ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისეთნაირად
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2011


ჩემი მეგობარი

ნასისხლძარღვალ სხეულზე თმები იწყებენ წამოდგომას მოხრიოკებულ კანიდან..
თვალები ანიავებენ გუგებს მოთეთრო მდელოზე ცეცებით დაღლისგან-
მისებურად დამტვერილებს..
ყოველდღიურობას ისუნთქავენ ფილტვები სიძლიერით,
ცდილობენ შეისრუტონ შენი კაბის სიფრიფანა ბოლოები...
გოგო ვარ და მეც კი მიკვირს როგორ იხდენ მაგ გახუნებულ თავსაფრებს რკინის ფულით
გატენილებს..
მერედა როგორ გიხდება მაგ გრძელ მკლავში დამალული მაჯების გამოჩენა როცა მოწყალებას იღებ...
შენი შემხედვარე ჩემი მეგობარი მიწას ეწებება და მის მსხვვილ ხელებს მაჭერინებს...
შეგრცხვეს,ერთხელ..
ნუ გაივლი ასე მოქნით,ასე რიდით...
ნუ იმალავ ყელზე მკრთალ ხალს,კანი ჩაასუნთქე,მიდი..
თვალებს ქვემოთ რატომ უხრი შენს საცქერლად ხელილ გუგებს..
შენი მიმიკებით
ჩ ე მ ი  გ ი ჟ ი  მ ე გ ო ბ ა რ ი
აჩრდილებსაც უგებს უკვე..
ნაზად ახვევ თავსაფარში მოელვარე რკინის გროშებს
მაინც რად გაქვთ ასე ხიბლი-ასე უმოწყალო, ბოშებს...
მინდვრის სუნით გაჟღენთილ თმას აელვარებს სველი ხელი,
დღეს საკმაოდ "იმოწყალე",ფული დაგიგროვდა ბევრი...
ვინა ხარ და მიკვირს როცა,უდარდელას მიაბიჯებ,
დავრდომილ ქალს დაინახავ, ხურდას უფიქრელად მისცემ,
........
მიკვირს, როგორ?
მთელი დილა იმისთვის გციოდა წვიმის ცრით გაყინულს, რომ მშიერი ბავშვის დანახვისთანავე შეგეხსნა სისველისგან დამძიმებული თავსაფარი და შენი სველი ხელებით ნაგროვები გაყინული გროშები ბოლომდე ჩაგეთვალა მის მოუვლელ პატარა თითებზე?,,,
შენ რა იცი,შენი ყურადღებით მაგ თითისტოლა ბავშვს მზრუნველი მეგობარი რომ გაუჩინე,,,
ახლა, ჩემი მეგობარი შენი მეგობრის მეგობარი გახდა და უზომოდ ბედნიერია..
დაპატარავდა ამხელა კაცი!..
შეგრცხვეს, ერთხელ თვალის ფერი მაინც დაანახე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები