 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2011 |
რაც არ ასრულდა, ანდა დასრულდა იქნებ, არ ღირდეს ამდენ ფიქრებად. მორჩი, დავას და კამათს წარსულთან, ეს დღეც ხვალისთვის ”გუშინ” იქნება... თბილ მოგონებებს შედგამ გაზქურას, რომ დააპურო ხსოვნა პატივით. ის, ვინც გადაგცდა მწარედ სასულეს, შენი სულისთვის გთხოვ, აპატიე... შეხედე შენს თავს დილით სარკეში და გაუღიმე, როგორც საბედოს. მიჰყევი გუმანს, წლებით დაგეშილს, ბედზე წუწუნიც აღარ გაბედო! ბედს კი წერილი იქით მისწერე, რომ კარგად ხარ და გზებიც გამოჩნდა, რომ აღარ ჰგავხარ უკვე იმ წეროს, ფრთამოტეხილი გუნდს რომ ჩამორჩა... რომ ყველა შიში ტანზე შეიშრე, როგორც ნაწვიმი, ცივი სამოსი. რომ თვითონ გახდი თავის მეისრე და ყველაფერი კარგად გამოგდის. რომ ყოველ დილას იღებ მადლივით, ხვალის იმედი - შენი სარჩოა. რა ძნელია და თან რა ადვილი ერთ დღეს გადმოხტე ბედის ჩარჩოდან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
14. ძალიან კარგი ლექსია ,იმედიანი, თუმცა, ბედის ჩარჩოდან გადმოხტომა შეუძლებელია, ბედი-მდევარი თან დასდევს ადამიანს ძალიან კარგი ლექსია ,იმედიანი, თუმცა, ბედის ჩარჩოდან გადმოხტომა შეუძლებელია, ბედი-მდევარი თან დასდევს ადამიანს
13. ძალიან მომეწონა. ბევრჯერ რომ წაგაკითხებს თავს , ისეთია:))) ძალიან მომეწონა. ბევრჯერ რომ წაგაკითხებს თავს , ისეთია:)))
12. ძალიან მომეწონა. ბევრჯერ რომ წაგაკითხებს თავს , ისეთია:))) ძალიან მომეწონა. ბევრჯერ რომ წაგაკითხებს თავს , ისეთია:)))
11. :) რომ კარგად ხარ და გზებიც გამოჩნდა... ყოველთვის იმედიანად გავდივარ აქედან... მოვიკითხავ ავტორს! :) რომ კარგად ხარ და გზებიც გამოჩნდა... ყოველთვის იმედიანად გავდივარ აქედან... მოვიკითხავ ავტორს!
10. რა "გემრიელი" ლექსია!555 რა "გემრიელი" ლექსია!555
9. ძალიან მომეწონა!!!++ ძალიან მომეწონა!!!++
7. მდიდარი ლექსია. დიდი მოწონება ++ მდიდარი ლექსია. დიდი მოწონება ++
6. ...რა ძნელია და თან რა ადვილი... კი, ნამდვილად ასეა:) ...რა ძნელია და თან რა ადვილი... კი, ნამდვილად ასეა:)
5. როგორ გითხრა აბა ძალიან ჩემი განწყობა აქვს ლექსს.ახლანდელი.
მოდი ვიჩუქებ ამ ლექსს.
როგორ გითხრა აბა ძალიან ჩემი განწყობა აქვს ლექსს.ახლანდელი.
მოდი ვიჩუქებ ამ ლექსს.
4. ლამაზად წერთ! +5 ლამაზად წერთ! +5
3. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
12 სექტემბერი, 2011
ისეთია...
გულში.
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
12 სექტემბერი, 2011
ისეთია...
გულში.
2. სულ გეძებთ ხოლმე სულ გეძებთ ხოლმე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|