ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უპოვარი
ჟანრი: იუმორისტული
13 სექტემბერი, 2011


###

    - ცრემლი და სისხლი ყველასი მლაშეა, მაგრამ რამდენს გვაკლია მარილი - 
   
    - ქალი კაცს ეუბნებოდა: - რასაც შენ აბობ ისეა, მე როგორც ვიფიქრებო -     

    - ბედი და შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა -

    - ქალმა მამაკაცი პირველად დაინახა და მოეწონა, მერე მოეჩვენა რომ უკეთ  დაინახა და შეწუხდა - პირველად მომეჩვენაო -

    - კაცს ქალი ისე შეუყვარდა, რომ აივსო! ერთ დღესაც ვეღარ დაიტია და ქალი გადმოიღვარა -

    - მართალია ჯოხი სხვადასხვა ზომის არის, მაგრამ ნუ იფიქრებ რომ პატარა მოგვხდება -     

    - ეგომ ისე შეიპყრო, რომ ბოლოს მხოლოდ ორნი დარჩნენ - ის და ეგო -   

    -  გამუდმებით ისე ჩქარობდა რომ ყველას გაუსწრო. რომ მიიხედა ვერ გაერკვა
    წინ იყო თუ უკან.                         

    - ის გძულს?  შენ იკითხე! -

    - გუშინ რომ თავზე გადასდიოდა დღეს ყელში იმიტომ გაეჩხირა, რამაც  ხ ვ ა ლ
    თავისთავად განსაზღვრა - 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები