ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2011


...

ახლა, როდესაც არემარე ძილმა მოიცვა,
მე–უსაქმურმა მოვიცალე ერთხანს ლექსისთვის...
უფალთან ერთად გათენებას მხრებზე მოიცვამ,
რომ არ შეგცივდეს.
ახლა, როდესაც ჩამოეშვა ყველა ქუთუთო,
მე–ცრუმორწმუნე შულერივით მოგიჭრი ზეცას...
მაქილიკებენ, მადიდებენ, ვგონებ უთუოდ
დროდადრო ვკვეცავთ
საზღვრებს, რომელიც წარმოსახვას მეასედ გასცდა,
მელოტ სამყაროს მოვეფერე უფლის სავარცხლით...
მე კიდევ ერთხელ ვათამაშე სიტყვების დასტა,
ჰოდა დავმარცხდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები