ვუძღვნი ქართველ ემიგრანტებს...
უშენოდ წამით ნურც მამყოფინა, ქართულო ცაო, შენს სახელს ვფიცავ, უშენოდ ძალზედ ძნელი ყოფილა, სიცოცხლე ჩემო ქართულო მიწავ.
ამღვრეული მაქვს ფიქრით გონება, გადაღლილი მაქვს დარდისგან გული, არ ვიცი სადღაც გაქრა ოცნება, უშენოდ ძლიერ მიღელავს სული.
ცხადში, თუ ძილში, სულ მელანდები, შენზე ნატვრაში სუნთქვა მელევა, შენზედ ლოცვა და ჩუმი დარდები, ვფიცავ არასდროს არ დამელევა.
ერთი სული მაქვს, რომ გნახო ისევ, გულში ჩაგიკრა და მოგეფერო, მინდა შენს კალთას, რომ დავეკონო, მიწას მადლიანს კვლავ მოვეფერო.
ეხ, როგორ მინდა,რომ ჩაგჩურჩულო, რამდენი დარდი ენით უთქმელი, განსორებამ და სიშორემ შენმა, მე დამიგროვა გულში ნაღველი.
ამ გულისტკივილს და განშორებას, არ ვიცი, ნეტავ რა გაანელებს? მოგონებას და ამ მონატრებას, დრო კი პირიქით გამიათკეცებს.
ოხ,როგორ ველი წამს სანეტაროს, იმ დროს სასწაულს, როცა შეგხვდები, მოვიდე ჩუმად თავი დავხარო, კვლავ შენი შვილი ჩაგეხუტები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გმადლობ ზღარბო.
გაიხარე და საქართველოს გაუმარჯოს.......... გმადლობ ზღარბო.
გაიხარე და საქართველოს გაუმარჯოს..........
10. ამ ლექსს მახრა ხრავს, მახრა, რომელსაც ქართული სული ჰქვია...:) ძალიან კარგია ამ ლექსს მახრა ხრავს, მახრა, რომელსაც ქართული სული ჰქვია...:) ძალიან კარგია
9. უშენოდ ძალზედ ძნელი ყოფილა, სიცოცხლე ჩემო ქართულო მიწავ...
...ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა, პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული ვაჟკაცები.
ია. ჯი. უშენოდ ძალზედ ძნელი ყოფილა, სიცოცხლე ჩემო ქართულო მიწავ...
...ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა, პატრიოტული გრძნობით გამსჭვალული ვაჟკაცები.
ია. ჯი.
8. კარგი ლექსია ალაზნისპირელო.5 კარგი ლექსია ალაზნისპირელო.5
7. გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა ხალხნო წუხელ და ვიზიარებ მწუხარებას უფალმა დაუმკვიდროს ნათელი და აცხონოს მისი სული....... გიზო ნიშნიანიძე გარდაიცვალა ხალხნო წუხელ და ვიზიარებ მწუხარებას უფალმა დაუმკვიდროს ნათელი და აცხონოს მისი სული.......
6. ლიკა ახსნას არ დაგიწყებ რა სიტყვაცაა თვითონვე უნდა მიხვდე..
უსუსტესიაო რომ ამბობ უმსუქნესს რას ეძახი?
შენს ლექსებს გადახედე ..
სანშაინ მე ჩემს ლექსზე არასდროს არ ვიტყვი კარგიაო...
ეს საზოგადოებამ განსაჯოს.........
ჯვაროსანს მადლობა..... ლიკა ახსნას არ დაგიწყებ რა სიტყვაცაა თვითონვე უნდა მიხვდე..
უსუსტესიაო რომ ამბობ უმსუქნესს რას ეძახი?
შენს ლექსებს გადახედე ..
სანშაინ მე ჩემს ლექსზე არასდროს არ ვიტყვი კარგიაო...
ეს საზოგადოებამ განსაჯოს.........
ჯვაროსანს მადლობა.....
5. რამდენიმე ადგილს თუ არ ჩავთვლით მთლიანობაში მშვენიალურია. :-) რამდენიმე ადგილს თუ არ ჩავთვლით მთლიანობაში მშვენიალურია. :-)
4. მამყოფინა>>>რაა?
ეს რა სიტყვაა?
ემიგრანტების თემა უმძიმესია... ლექსი კი უსუსტესი მამყოფინა>>>რაა?
ეს რა სიტყვაა?
ემიგრანტების თემა უმძიმესია... ლექსი კი უსუსტესი
3. ალაზნისპირელო, თქვენი აზრით ეს კარგი ლექსია?
ალაზნისპირელო, თქვენი აზრით ეს კარგი ლექსია?
2. მადლობა ეკატერინა გაიხარე....... მადლობა ეკატერინა გაიხარე.......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|