ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2008


ჩემს ძამიკოს

დღეს ერთი თვე შეუსრულდა

ჩვენს სიხარულს, ციცქნა ვანოს!

ღვთისშობელმა მარიამმა

წმინდა კალთა დააფაროს.

ანგელოზმა ჩასჩურჩულოს

მუდამ დილამშვიდობისა,

ქრისტე ღმერთმა გაუნათოს

გზა კეთილი ცხოვრებისა.

სულ ფარავდეს იოანე

ნათლიმცემლის წმინდა ხატი,

იყოს კარგი ვაჟკაცი და

ნუ გამოვა ფუქსავატი!

ამ ურთულეს ცხოვრებაში

დაეტოვოს დიდი კვალი,

არასოდეს დაივიწყოს

თავის რჯული, თავის გვარი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები