ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2011


აცდენილი წრფეები

დილა დადგომამდე წუთებს ითვლის,
ელის, რომ ღამე აუცილებლად განოლდება.
სასაცილოა, ნულმაც იცის,
მხოლოდ ჩვენ ვერ ვისწავლეთ დალოდება..
ნული კი გამუდმებით ერთ წერტილში დგას და ელის,
როდის გათენდება,
როდის გაისტუმრებს ყინულებიანი ზამთარი ვალს,
რომ გამოიზაფხულოს.
როდის მოხვალ, რომ ეს ნერვებშიშეზრდილი უკარება,
აბრეშუმივით რომ მახვევია ტანზე, გაფანტო.
შენი მშვიდი სუნთქვაც კმარა ამისთვის
ოღონდ, მესმოდეს..
მაგრამ, ჩვენ დალოდება ვერ ვისწავლეთ, იმის მიუხედავად
რომ მე აბსცისა არა ვარ და შენ ორდინატა
და ვიცით, ნულთან ვერასოდეს შევიყრებით,
თუმცა, რადგან უმისამართოდ გადაიკარგე
ვფიქრობ არც პარალელურ წრფეებად დავბადებულვართ,
რაც სულ მცირე იმედს მაინც მიტოვებს
რომ ადრე თუ გვიან, მაინც გადავიკვეთებით.
მანამ კი, მანამ დილას თვლაში დავეხმარები
და როცა ღამეს გაანულებს
კიდევ ერთი იმედი მომემატება.
მერე რა, რომ ღმერთმა უწყის ახლა სადა ხარ,
მერე რა, რომ აცდენილი წრფეები არასოდეს იკვეთებიან,
უბრალოდ იმედებს შევაგროვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები