ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


სიცოცხლე მაინც მშვენიერია

ახლა სტრიქონი ისე დამძიმდა,
სევდიანია ჩემი ლექსები,
დარდი და სევდა ძლიერ მაწვიმდა,
ოცნებით ზეცას მოვეფერები.



ქარი და წვიმა მიღელავს სიტყვებს,
რითმებში ცრემლი ისევ ირევა,
წვიმა ასველებს, სევდიან ფიქრებს,
მთელი სამყარო გადაირევა.



ასეთი არის ყველა მუშთარი,
თავის ნავაჭრით ბედნიერია,
რაგინდ ცხოვრება იყოს მუხთალი,
სიცოცხლე მაინც მშვენიერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები