ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


მეცამეტე....

ისე შეუერთდა შავ ზღვას წითელი მზე,
როგორც გარუჯულებს ვნების მეცამეტე
წუთზე დაგვეუფლა მუნჯი სიყვარული,
შენთვის ანგელოზო მე ცაც მემეტება.
დილით დაგიკრიფე სველი გვირილები,
ნამით გაწუწულნი, შურით დაიხოცნენ,
რადგან გიფარავდა სხეულს მხოლოდ თხელი,
თეთრი მაისური და უცებ დაიმორცხვე,
მე კი გავიღიმე, უნებლიედ მკერდზე შემოგხედე,
ძუძუს თავები კი როგორც ცვარნი დილით, ისე ციმციმებდნენ.
ვეღარ გავუძელი და მკლავები ძლიერ შემოგხვიე,
ღმერთებს რომ ვენახეთ, ალბათ შურისაგან ძლივს გაიცინებდნენ.
ისევ გაგვითენდა დაკარგულებს ძველი სექტემბერი,
დრო მოვიხელთე და სანამ გაიღვიძე ტილოც გავაცოცხლე,
გვერდით მოგიწვინე ჩვენი ბიჭი, შენ ნანას უმღერი,
ამით პიკასოც და ამადეოც წამსვე დავამორცხვე.
ისევ შეუერთდა შავ ზღვას წითელი მზე,
ისევ გარუჯულებს ვნების მეცამეტე
წუთზე დაგვეუფლა მუნჯი სიყვარული,
შენთვის ანგელოზო მე ცაც მემეტება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები