სხვენზე ასულმა მოწიწებით შევახე ხელი ჩემი ბავშვობის მივიწყებულ სკივრს და... დავფიქრდი: ნეტა, სკივრი უფრო ძველი და მტვრიანია, თუ ჩემი ბავშვობა?
მტვრების ტილო გადავუსვი სკივრის სახურავს, ჩემს ბავშვობაზე წაყრილ მტვერსაც სული ვუბერე და სკივრს ფრთხილად ავხადე თავი.
თოჯინების მინადქცეული თვალები მიყურებდნენ სკივრის სიღრმიდან. არა და, მახსოვს, რა მხიარული, რა ცოცხალი თვალები ჰქონდათ თოჯინებს უწინ! თუ მე ვხედავდი მათ სიხარულს ბავშვის თვალებით? მათ წუხილსაც როგორ ვუსმენდი?! მათი ჩურჩულიც მესმოდა და ვითავისებდი...
აი, ჩემი მზეთუნახავი! ოქროს დალალებს რომ ვუშლიდი, წელზე დაყრილებს, თმას ვვარცხნიდი, ბაფთებს ვაბამდი... ვუკერავდი მაქმანის კაბებს... ზღვისფერ თვალებში ჩავხედავდი, ცრემლებს ვუშრობდი დაყვავებით, ნაზი ალერსით... ისიც მელოდა, სულ მელოდა (ვიდრე ლოდინი შეეძლო კიდევ)! გულს გამიხსნიდა, მიყვებოდა ამბებს საოცარს, ჯერ არნახულს, არსადგაგონილს... და ვიცოდი, - ვიყავ მისი მესაიდუმლე, ის კიდევ - ჩემი!...
აი, ტყუპები, ბიჭი და გოგო, ერთნაირ არაქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი... ”ჰანსი და გრეტელი” დავარქვი ტყუპებს, ლამაზ მახინჯებს! ჰო, ჩემთვის იყვნენ ლამაზები, თანაც - ძალიან!... სხვები კი, მათი შემხედვარე, ტუჩს იბზუებდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რატომ მიყვარდა არაქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი მახინჯი!
აი, ჩემი ზანგი ბიჭუნაც! ”დროის მსახვრალ ხელს” თავზე სკალპი გადაუძვრია! იქვე, სკივრის ძირში გდია მისი ხუჭუჭთმიანი სკალპი... ღმერთო, როგორ დავამახინჯე?! ”დღესვე ვიყიდი წებოს, ”მომენტს”... იქნებ სულ ოდნავ დავუამო თავისა და გულის ტკივილი, სკალპის აძრობით რომ მივაყენე?” თითქოს განზრახვას მიმიხვდაო, გამიღიმა და... დაენამა მინადქცეული შავი თვალები, ჩემი ცრემლი მის უპეს შერჩა, - თითქოს თავადვე ამიტირდა მადლობის ცრემლით!
აი, ჩემი ბეკეკოები: მამა, - ბეკეკა..., დედა, - ბეკეკო... და მე, - ბეკეკუნა! ასე შევარქვი თხების სამეულს და სულ მეგონა, რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა მე ვიყავ თავად!
ჩემი დათუჩა!... თვალბრიალა, რბილი დათუჩა!... ჩრჩილს უჭამია და მის ლამაზ ყავისფერ პლუშზე სიძველის კვალად დამჩნევია ნახერხის ზოლი...
აი, ჩემი თეთრი ბაჭიაც!... არად დაგიდევს დროის მსვლელობას და ძველებურად ახრამუნებს თავის სტაფილოს! ნეტაი მაგას!...
ფიქრებში გართულს მამაკაცის ხმა შემომესმა: - სად დაძვრება ეს ქალი ნეტა? რა უნდა სხვენზე? იმ მტვრის ბუდეში რას დაეძებს? არ ჩამოვარდეს!
სკივრს ძალზე ფრთხილად დავახურე სახურავი, იქვე დავტოვე, სადაც დებულა ძველი სკივრი ათასი წელი! არა, ათასი არ გასულა, მაგრამ... ბევრია, ჩემთვის ბევრი!... ძალიან ბევრი!...
მიმოვიხედე... უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ, ლამაზ ბავშვობას და ხის კიბეზე ჩამოვდგი ფეხი!
”მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო... მშვიიიიი - დოოო - ბიიიიიით!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. სკივრს ძალზე ფრთხილად დავახურე სახურავი, იქვე დავტოვე, სადაც დებულა ძველი სკივრი ათასი წელი! არა, ათასი არ გასულა, მაგრამ... ბევრია, ჩემთვის ბევრი!... ძალიან ბევრი!...
სასწაული ლექსია, მეტს ვერაფერს ვიტყვი! +555555555555555555555555555555 სკივრს ძალზე ფრთხილად დავახურე სახურავი, იქვე დავტოვე, სადაც დებულა ძველი სკივრი ათასი წელი! არა, ათასი არ გასულა, მაგრამ... ბევრია, ჩემთვის ბევრი!... ძალიან ბევრი!...
სასწაული ლექსია, მეტს ვერაფერს ვიტყვი! +555555555555555555555555555555
40. დამბურძგლა! რა დროს სიბერეა? :) 5 დამბურძგლა! რა დროს სიბერეა? :) 5
39. თითქოს განზრახვას მიმიხვდაო, გამიღიმა და... დაენამა მინადქცეული შავი თვალები, ჩემი ცრემლი მის უპეს შერჩა, - თითქოს თავადვე ამიტირდა მადლობის ცრემლით!
მეც ცრემლები წამომივიდა. თითქოს განზრახვას მიმიხვდაო, გამიღიმა და... დაენამა მინადქცეული შავი თვალები, ჩემი ცრემლი მის უპეს შერჩა, - თითქოს თავადვე ამიტირდა მადლობის ცრემლით!
მეც ცრემლები წამომივიდა.
38. მიმოვიხედე... უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ, ლამაზ ბავშვობას და ხის კიბეზე ჩამოვდგი ფეხი! მომეწონა ++ :) მიმოვიხედე... უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ, ლამაზ ბავშვობას და ხის კიბეზე ჩამოვდგი ფეხი! მომეწონა ++ :)
37. სამაგიეროდ თამარ მეფე შვიდი წლის მკვდარი იყო, კახა... :))))) სამაგიეროდ თამარ მეფე შვიდი წლის მკვდარი იყო, კახა... :)))))
36. რა დროს შენი ბავშვობასთან დამშვიდობებაა, ჩემო თამარ? ლამის შენ ხელა იყო ლომონოსოვი, სკოლაში რომ დადიოდა, ჯერ კიდე.:) რა დროს შენი ბავშვობასთან დამშვიდობებაა, ჩემო თამარ? ლამის შენ ხელა იყო ლომონოსოვი, სკოლაში რომ დადიოდა, ჯერ კიდე.:)
34. ბავშვობის ნოსტალგია და "მკურნალობა" ბავშვობის გახსენებით... მეც იქ დამაბრუნა, საიდანაც ყველა მოვდივართ... ბავშვობის ნოსტალგია და "მკურნალობა" ბავშვობის გახსენებით... მეც იქ დამაბრუნა, საიდანაც ყველა მოვდივართ...
33. ჩემს ბავშვობაში დამაბრუნა... :) მეც მქონდა ასეთი სკივრი... ჩემს ბავშვობაში დამაბრუნა... :) მეც მქონდა ასეთი სკივრი...
32. კარგია, სათუთად შემონახული ბავსვობა...:-* კარგია, სათუთად შემონახული ბავსვობა...:-*
31. სიტყვები არ მყოფნის ისე მომეწონა...ყოჩაღ! ძალიან ემოციური იყო.. სიტყვები არ მყოფნის ისე მომეწონა...ყოჩაღ! ძალიან ემოციური იყო..
30. განწყობაა ისეთი _ მესიამოვნა. განწყობაა ისეთი _ მესიამოვნა.
29. მეც ასეთი "სკივრი" მქონდა... დამაბრუნა უკან ამ ლექსმა...:) მეც ასეთი "სკივრი" მქონდა... დამაბრუნა უკან ამ ლექსმა...:)
28. ხო, ხანდახან მეც ვღალატობ საკუთარ სტილს. :) დიდი მადლობა ყველას. :)))) ხო, ხანდახან მეც ვღალატობ საკუთარ სტილს. :) დიდი მადლობა ყველას. :))))
27. :) არ ველოდი ასეთ სტილს :) არ ველოდი ასეთ სტილს
26. 25. რა ვიცი, რა ვიცი – ყოველთვის მეგონა რომ ბავშვოვბა ერთადერთია რასაც მტვერი არასოდეს ედება ახლაც ასე მგონია მე ეს! კოლხი პაატა. 2011-09-24 19:17:38
მტვერი ისეთი მაწაკი რამაა, ეგრევე ედება ნებისმიერ ზედაპირს, თუ ძალიან ახალი და ცინცხალი არაა.
ჩემი ბავშვობა კი... ეეეჰ, ვინ იცის, საით გამიფრინდა?!
”Куда уходит детство...”
24. ოჰ არა ქ.თამარ. ლაცაბიძე. 2011-09-24 18:56:37
გიო, შენ მე ქალაქი გგონივარ? :)) ქ.თბილისი, ქ.პარიზი... მაგრამ ქ-ნი თამარი, ბ-ნი გიორგი... იქნებ დაიმახსოვრო? და თანაც, რა ”ოჰ, არა?” ლექსი არ მოგეწონა? მერე რა? :) მაგრამ იქნებ მითხრა კიდეც, რა არ მოგეწონა? - უბრალოდ, მეტი სინათლისთვის....
მეც ბევრი რამე და ბევრი ვინმე არ მომწონს, ბევრის ლექსებიც... :) და ან ამით რაა, რო? :))))))
25. რა ვიცი, რა ვიცი – ყოველთვის მეგონა რომ ბავშვოვბა ერთადერთია რასაც მტვერი არასოდეს ედება ახლაც ასე მგონია მე ეს! კოლხი პაატა. 2011-09-24 19:17:38
მტვერი ისეთი მაწაკი რამაა, ეგრევე ედება ნებისმიერ ზედაპირს, თუ ძალიან ახალი და ცინცხალი არაა.
ჩემი ბავშვობა კი... ეეეჰ, ვინ იცის, საით გამიფრინდა?!
”Куда уходит детство...”
24. ოჰ არა ქ.თამარ. ლაცაბიძე. 2011-09-24 18:56:37
გიო, შენ მე ქალაქი გგონივარ? :)) ქ.თბილისი, ქ.პარიზი... მაგრამ ქ-ნი თამარი, ბ-ნი გიორგი... იქნებ დაიმახსოვრო? და თანაც, რა ”ოჰ, არა?” ლექსი არ მოგეწონა? მერე რა? :) მაგრამ იქნებ მითხრა კიდეც, რა არ მოგეწონა? - უბრალოდ, მეტი სინათლისთვის....
მეც ბევრი რამე და ბევრი ვინმე არ მომწონს, ბევრის ლექსებიც... :) და ან ამით რაა, რო? :))))))
25. რა ვიცი, რა ვიცი – ყოველთვის მეგონა რომ ბავშვოვბა ერთადერთია რასაც მტვერი არასოდეს ედება :)
ახლაც ასე მგონია მე ეს! რა ვიცი, რა ვიცი – ყოველთვის მეგონა რომ ბავშვოვბა ერთადერთია რასაც მტვერი არასოდეს ედება :)
ახლაც ასე მგონია მე ეს!
24. ოჰ არა ქ.თამარ. ოჰ არა ქ.თამარ.
23. რა ლამაზად მოგიხატავს ბავშვობა! რა ლამაზად მოგიხატავს ბავშვობა!
22. არ დაიღალე? რომ დაასრულებ კამათს, დამიძახე და მერე შემოვალ! ღიმილ, მშვიიიი-დოოოო-ბიიიიით! ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს კი არა, მშვიიიი-დოოოო-ბიიიიით!!!! არ დაიღალე? რომ დაასრულებ კამათს, დამიძახე და მერე შემოვალ! ღიმილ, მშვიიიი-დოოოო-ბიიიიით! ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს კი არა, მშვიიიი-დოოოო-ბიიიიით!!!!
21. ქალბატონო თამარ... კორექტულად მესაუბრეთ ძალიან გთხოვთ და ნუ დაარღვევთ ეთიკის ნორმებს როდესაც მესაუბრებით... არ გეკადრებათ!!!!!!! მე აქ ლექსსზე ვთქვი და თქვენ კიდე პიროვნულზე გადმოხვედით... რის გამოც დასაბლოკი ბრძანდებით საიტის ადმინისტრაციის მიერ უვადო დროით!!!!!!!!!!!!!
და როდესაც ლექსსზე ვსაუბრობ, ლექსსზე თქვით, თუ არა და საერთოდ არ თქვათ...
და ვაბშე ეს რაღაც ნაწერი საკონკურსო საერთოდ არ არის, გინდ აპირდაპირ გაიგეთ და გინდა ირიბად!!!!!!!!
კაროჩე რა. ფინალმა აჩი მეფარიძის სიმღერა გამახსენა, მშვიიი დოოოოოო ბიიიიიიიიით, უკან მოხედვა ძნელიააააააა :D ზუსტად ეს მელოდიააა ხო და ვსო რა აღარ გვინდ ამართალს ბრძანებთ!!!!!!!!! ქალბატონო თამარ... კორექტულად მესაუბრეთ ძალიან გთხოვთ და ნუ დაარღვევთ ეთიკის ნორმებს როდესაც მესაუბრებით... არ გეკადრებათ!!!!!!! მე აქ ლექსსზე ვთქვი და თქვენ კიდე პიროვნულზე გადმოხვედით... რის გამოც დასაბლოკი ბრძანდებით საიტის ადმინისტრაციის მიერ უვადო დროით!!!!!!!!!!!!!
და როდესაც ლექსსზე ვსაუბრობ, ლექსსზე თქვით, თუ არა და საერთოდ არ თქვათ...
და ვაბშე ეს რაღაც ნაწერი საკონკურსო საერთოდ არ არის, გინდ აპირდაპირ გაიგეთ და გინდა ირიბად!!!!!!!!
კაროჩე რა. ფინალმა აჩი მეფარიძის სიმღერა გამახსენა, მშვიიი დოოოოოო ბიიიიიიიიით, უკან მოხედვა ძნელიააააააა :D ზუსტად ეს მელოდიააა ხო და ვსო რა აღარ გვინდ ამართალს ბრძანებთ!!!!!!!!!
20. შენ ან როდის შემომთავაზე მეგობრობა და ან როდის გითხარი უარი? :)) წინასწარ მიხვდი? წადი, ღიმილ, წადი... მშიერი დარჩები აქედან თუ დროზე არ გამასწარი... :)) :))) შენ ან როდის შემომთავაზე მეგობრობა და ან როდის გითხარი უარი? :)) წინასწარ მიხვდი? წადი, ღიმილ, წადი... მშიერი დარჩები აქედან თუ დროზე არ გამასწარი... :)) :)))
19. ვაიმე ქალბატონო თამარ, ვაიმეეეე.
კი კრებულიც გამოვუშვი, და ყველა მეგობრებს ვაჩუქე, და რის მერე ვარ აღრენილი? :D ანუ მე შემოგთავაზე თქვენ მეგობრობა და თქვენ უარი მითხარით და მაგიტომ ვარ აღრენილი? რა სასაცილოააააააა =)) =)) =))
და ნუ გწყინთ და ნუ გებულობთ ჩემს ობიექტურ კომენტარებს სხვანაირად და რაღაცეები ნუ გგონიათ ძალიან გთხოვ...
წავედი საჭმელს ვაკეთებ და თქვენთვის არ მცალია...
პ.ს და მაინც ეცადეთ, იქნებ პროზაში მაინც მოხვდეთ 16 საუკეთესოთა შორის :D ვაიმე ქალბატონო თამარ, ვაიმეეეე.
კი კრებულიც გამოვუშვი, და ყველა მეგობრებს ვაჩუქე, და რის მერე ვარ აღრენილი? :D ანუ მე შემოგთავაზე თქვენ მეგობრობა და თქვენ უარი მითხარით და მაგიტომ ვარ აღრენილი? რა სასაცილოააააააა =)) =)) =))
და ნუ გწყინთ და ნუ გებულობთ ჩემს ობიექტურ კომენტარებს სხვანაირად და რაღაცეები ნუ გგონიათ ძალიან გთხოვ...
წავედი საჭმელს ვაკეთებ და თქვენთვის არ მცალია...
პ.ს და მაინც ეცადეთ, იქნებ პროზაში მაინც მოხვდეთ 16 საუკეთესოთა შორის :D
18. ვინ გითხრა, რომ ცუდად იმოქმედა? ან ის ვინ გითხრა, რომ მე თუ მონაწილეობა არ მივიღე, კონკურსი ჩაიშლება? მე - ზოგად ვამბობ და შენ აკონკრეტებ, თუ დაუკვირდები. :)
მე არც პოეტობაზე დამიდია ოდესმე თავი, - მე სადაური პოეტი ვარ? :-? შენ - ლექსების კრებული გამოუშვი და მე არც მიფიქრია მსგავსი რამ... თუმცა არც შენ ხარ პოეტი, - ასე არ არის? :)
და მოდი, შევეშვათ ამ უაზრო პოლემიკას.
ვიცი, რის მერეც ხარ ჩემზე აღრენილი, მაგრამ დღეს რომ დამჭირდეს, ზუსტად იმასვე გავაკეთებდი დღესაც, რაც მაშინ გავაკეთე, - ანუ ვერანაირად ვერ ვიმეგობრებ მასთან, ვინც ჩემთან მეგობრობის ღირსი არ არის, ან მე თავად არ ვთვლი მას ამ მეგობრობის ღირსად! დაილია ხალხი? წავიდეს და სხვებთან იმეგობროს, დაუშალა ვინმემ? მაგრამ ჩემთან? - ნწუ! :) ასე რომ დაშოშმინდი... :))))) ვინ გითხრა, რომ ცუდად იმოქმედა? ან ის ვინ გითხრა, რომ მე თუ მონაწილეობა არ მივიღე, კონკურსი ჩაიშლება? მე - ზოგად ვამბობ და შენ აკონკრეტებ, თუ დაუკვირდები. :)
მე არც პოეტობაზე დამიდია ოდესმე თავი, - მე სადაური პოეტი ვარ? :-? შენ - ლექსების კრებული გამოუშვი და მე არც მიფიქრია მსგავსი რამ... თუმცა არც შენ ხარ პოეტი, - ასე არ არის? :)
და მოდი, შევეშვათ ამ უაზრო პოლემიკას.
ვიცი, რის მერეც ხარ ჩემზე აღრენილი, მაგრამ დღეს რომ დამჭირდეს, ზუსტად იმასვე გავაკეთებდი დღესაც, რაც მაშინ გავაკეთე, - ანუ ვერანაირად ვერ ვიმეგობრებ მასთან, ვინც ჩემთან მეგობრობის ღირსი არ არის, ან მე თავად არ ვთვლი მას ამ მეგობრობის ღირსად! დაილია ხალხი? წავიდეს და სხვებთან იმეგობროს, დაუშალა ვინმემ? მაგრამ ჩემთან? - ნწუ! :) ასე რომ დაშოშმინდი... :)))))
17. კონკურსს მონაწილენი ქმნიან, ღიმილ... და თუ ამ პრინციპით არავინ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, კონკურსი ჩავარდება, ჩაიშლება!
ამ ფრაზაზე ბოდიში და მაგრად გამეცინა : D ხო არიან, ნიჭიერი ავტორები, რომლებსაც ძალიან კარგად გამოსდით ლექსის წერა, ასეთები ბევრნი არიან და ისინი მიიღებენ მონაწილეობას, და ნურც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ თქვენ თუ არ მიიღეთ მონაწილეობა ჩაიშლებაო კონკურსი :))))))
გაგეხარდებოდათ ნეკერას გამარჯვება აბა რა იქნებოდა :D
და რაც შეეხება რესტორანში ჩემი ლექსების წაკითხვას, არ შეგედავებით, ზუსტად ასე იყო, იმიტომ რომ რესტორანი, რესტორანია, კონკურსი კონკურსი, აბსოლიტურად სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთთან რა კავშირშია ვერ მივხდი :D და საერთოდ ქალბატონო თამარ კიდე სიამოვნებით წავიკითხავდი რესტორანში ჩემს ლექსებს რაც არ უნდა ცუდად იმოქმედოს თქვენზე :D კონკურსს მონაწილენი ქმნიან, ღიმილ... და თუ ამ პრინციპით არავინ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, კონკურსი ჩავარდება, ჩაიშლება!
ამ ფრაზაზე ბოდიში და მაგრად გამეცინა : D ხო არიან, ნიჭიერი ავტორები, რომლებსაც ძალიან კარგად გამოსდით ლექსის წერა, ასეთები ბევრნი არიან და ისინი მიიღებენ მონაწილეობას, და ნურც იმის მტკიცებას დამიწყებთ, რომ თქვენ თუ არ მიიღეთ მონაწილეობა ჩაიშლებაო კონკურსი :))))))
გაგეხარდებოდათ ნეკერას გამარჯვება აბა რა იქნებოდა :D
და რაც შეეხება რესტორანში ჩემი ლექსების წაკითხვას, არ შეგედავებით, ზუსტად ასე იყო, იმიტომ რომ რესტორანი, რესტორანია, კონკურსი კონკურსი, აბსოლიტურად სხვადასხვა რაღაც და ერთმანეთთან რა კავშირშია ვერ მივხდი :D და საერთოდ ქალბატონო თამარ კიდე სიამოვნებით წავიკითხავდი რესტორანში ჩემს ლექსებს რაც არ უნდა ცუდად იმოქმედოს თქვენზე :D
16. ხო, ღიმილ, კიდევ არ დამიწყო იმის მტკიცება, "ჩემს ლექსებს არსად ვკითხულობო"... მაშინ, რესტორანში, მიკროფონი ვერ გამოგწიწკნეთ ხელიდან, ვიდრე შენი შემოქმედება სრულად არ გამოამზეურე... :)))) ასე რომ... ;) ხო, ღიმილ, კიდევ არ დამიწყო იმის მტკიცება, "ჩემს ლექსებს არსად ვკითხულობო"... მაშინ, რესტორანში, მიკროფონი ვერ გამოგწიწკნეთ ხელიდან, ვიდრე შენი შემოქმედება სრულად არ გამოამზეურე... :)))) ასე რომ... ;)
15. კონკურსს მონაწილენი ქმნიან, ღიმილ... და თუ ამ პრინციპით არავინ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, კონკურსი ჩავარდება, ჩაიშლება!
იცი, რა არის მთავარი? სხვისი სიხარულით გახარება უნდა შეგეძლოს, იმას რომ მიხვდე, რატომ ვღებულობ მონაწილეობას ასეთ კონკურსებში!
მე ისე გამიხარდა ნეკერას გამარჯვება, სულ არ გამხსენებია, რომ ჩემი ლექსი 15 თუ 16 მონაწილეს შორის ვერ მოხვდა!
და არც ისაა ცუდი, როცა ხედავ, რომ ნებისმიერ კონკურსში შენი დაწერილი ლექსი თუ მოთხრობა საფინალო ეტაპამდე გადის! რას იზამ, ყველა პირველი ხომ ვერ იქნება? ვიღაც უნდა იყოს მეორე, მესამე, ოცდამეშვიდე... ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება! :)))) კონკურსს მონაწილენი ქმნიან, ღიმილ... და თუ ამ პრინციპით არავინ მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, კონკურსი ჩავარდება, ჩაიშლება!
იცი, რა არის მთავარი? სხვისი სიხარულით გახარება უნდა შეგეძლოს, იმას რომ მიხვდე, რატომ ვღებულობ მონაწილეობას ასეთ კონკურსებში!
მე ისე გამიხარდა ნეკერას გამარჯვება, სულ არ გამხსენებია, რომ ჩემი ლექსი 15 თუ 16 მონაწილეს შორის ვერ მოხვდა!
და არც ისაა ცუდი, როცა ხედავ, რომ ნებისმიერ კონკურსში შენი დაწერილი ლექსი თუ მოთხრობა საფინალო ეტაპამდე გადის! რას იზამ, ყველა პირველი ხომ ვერ იქნება? ვიღაც უნდა იყოს მეორე, მესამე, ოცდამეშვიდე... ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება! :))))
14. ქნამდით მაგ სიკეთეს ქალბატონო თამარ? : )))))))))))
არა საწყენად კი არ გეუბნებით, რომ არ ვარ მხეცი ლექსის და მოთხრობების წერაში, მაგიტომ არ ვაგზავნი არც ერთ კონკურსზე : D
და თქვენც იგივეს გირჩევდით და ნაკლებად გულდაწყვეტილი დარჩებით შემდგომ...
კეთილი რჩევაა ქალბატონო თამარ :) ქნამდით მაგ სიკეთეს ქალბატონო თამარ? : )))))))))))
არა საწყენად კი არ გეუბნებით, რომ არ ვარ მხეცი ლექსის და მოთხრობების წერაში, მაგიტომ არ ვაგზავნი არც ერთ კონკურსზე : D
და თქვენც იგივეს გირჩევდით და ნაკლებად გულდაწყვეტილი დარჩებით შემდგომ...
კეთილი რჩევაა ქალბატონო თამარ :)
13. ეეეჰ, ღიმილ, ნეტა შენ მოგცა ცოტა მეტი ჭკუა და... მე ის "სტო ტიში"-ც არ მინდა, - უპატრონო ბავშვთა სახლს გადავურიცხავდი! :)) :D ეეეჰ, ღიმილ, ნეტა შენ მოგცა ცოტა მეტი ჭკუა და... მე ის "სტო ტიში"-ც არ მინდა, - უპატრონო ბავშვთა სახლს გადავურიცხავდი! :)) :D
11. რაო თაკა? : :)) რაო თაკა? : :))
10. აუ ღიმილა :)) :)) აუ ღიმილა :)) :))
9. ხელოვნურად გაწელილი სტრიქონები,
"აი, ჩემი ბეკეკოები: მამა, - ბეკეკა..., დედა, - ბეკეკო... და მე, - ბეკეკუნა! ასე შევარქვი თხების სამეულს და სულ მეგონა, რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა მე ვიყავ თავად! " ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურთან, თხების სამეული, : ))))
და ეს ამდენი აი, აი, აი, აი, აი და კიდე აი, თავი რარაც სანახაობრივ გამოფენაზე მეგონა, თუმცა, მოლოდინს ბევრად აცდა, ანუ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ამ თქვენს მიერ წარმოდგენილმა ტექსტმა...
”მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო... მშვიიიიი - დოოო - ბიიიიიით!” აი ამის გარეშეც შეიძლებოდა დასრულება. აბსოლიტურად ზედმეტი მეჩვენა...
ბავშობა კი მართლაც კარგი რამეა...
წარმატებები და უკეთესის მოლოდინში : D
აბა თქვენ იცით : ) ხელოვნურად გაწელილი სტრიქონები,
"აი, ჩემი ბეკეკოები: მამა, - ბეკეკა..., დედა, - ბეკეკო... და მე, - ბეკეკუნა! ასე შევარქვი თხების სამეულს და სულ მეგონა, რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა მე ვიყავ თავად! " ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურთან, თხების სამეული, : ))))
და ეს ამდენი აი, აი, აი, აი, აი და კიდე აი, თავი რარაც სანახაობრივ გამოფენაზე მეგონა, თუმცა, მოლოდინს ბევრად აცდა, ანუ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, ამ თქვენს მიერ წარმოდგენილმა ტექსტმა...
”მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო... მშვიიიიი - დოოო - ბიიიიიით!” აი ამის გარეშეც შეიძლებოდა დასრულება. აბსოლიტურად ზედმეტი მეჩვენა...
ბავშობა კი მართლაც კარგი რამეა...
წარმატებები და უკეთესის მოლოდინში : D
აბა თქვენ იცით : )
8. სევდიანია... ყველას გვაქვს გამოსამზეურებელი მოგონებები.... სევდიანია... ყველას გვაქვს გამოსამზეურებელი მოგონებები....
7. უუუუუუუუუფ.......რა სათუთი და ნამდვილი განცდებია!...:) გაიხარე თამარ....როგორ გააცოცხლე!... :) 5! უუუუუუუუუფ.......რა სათუთი და ნამდვილი განცდებია!...:) გაიხარე თამარ....როგორ გააცოცხლე!... :) 5!
6. მიმოვიხედე... უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ, ლამაზ ბავშვობას და ხის კიბეზე ჩამოვდგი ფეხი! მიმოვიხედე... უხმოდ, თვალებით მოვეფერე შორსგაფრენილ, ლამაზ ბავშვობას და ხის კიბეზე ჩამოვდგი ფეხი!
5. "რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა მე ვიყავ თავად!" და მზეთუნახავი თოჯინაც, და საერთოდ ყველა სათამაშო, რომლითაც თამაშობდი.... შენი ბავშვობა დარჩენილა იმ სკივრში თამარ... კარგია, რომ ზოგჯერ გადადიხარ ბავშვობაში! ამ ლექსით კი ხარკი მიგიძღვია იმ ბავშვობისთვის, რომელიც სამწუხაროდ აღარასოდეს განმეორდება....
"რომ ის პატარა, ცელქი ბეკაკა მე ვიყავ თავად!" და მზეთუნახავი თოჯინაც, და საერთოდ ყველა სათამაშო, რომლითაც თამაშობდი.... შენი ბავშვობა დარჩენილა იმ სკივრში თამარ... კარგია, რომ ზოგჯერ გადადიხარ ბავშვობაში! ამ ლექსით კი ხარკი მიგიძღვია იმ ბავშვობისთვის, რომელიც სამწუხაროდ აღარასოდეს განმეორდება....
4. ცუდი არაა........:)
ბავშვობა კარგი რამეა...... ცუდი არაა........:)
ბავშვობა კარგი რამეა......
3. ძალიან სევდიანი ლექსია... კარგად გადმოცემული განცდები... მოკლედ მომეწონა. ძალიან სევდიანი ლექსია... კარგად გადმოცემული განცდები... მოკლედ მომეწონა.
1. მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო..
ყოველთვის გავურბივარ ბავშვობის წლების გახსენებას-მეშინია, გული არ გამისკდეს იმდენად ლამაზი წლებია...წა რ სული!
ახლა ამ ლექსმა სევდით გამჟღინთა:( ნათლად დავინახე ყველა სათამაშო და თითქოს სıძველის სუნიც ვიგრძენი-ასე წერ შენ,თამარ!
მშვიდობით, ჩემო უდარდელო ბავშვობის წლებო..
ყოველთვის გავურბივარ ბავშვობის წლების გახსენებას-მეშინია, გული არ გამისკდეს იმდენად ლამაზი წლებია...წა რ სული!
ახლა ამ ლექსმა სევდით გამჟღინთა:( ნათლად დავინახე ყველა სათამაშო და თითქოს სıძველის სუნიც ვიგრძენი-ასე წერ შენ,თამარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|