ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2011


მხოლოდ ისინი... (მეექვსე თავი)

    როგორც იქნა ფიქრებს თავი დააღწია, წერილი აიღო და სასტუმროს მიაშურა. ნომერში შესვლისთანავე ლოგინზე წამოწვა და იმის ამოხსნას ეცადა, თუ რა შეიძლებოდა მოეწერა მომაკვდავ მიხეილ ჯაფარიძეს მისთვის. ათასგვარი ფიქრი უტრიალებდა თავში, თუმცა, ვერც ერთი ვერ შეუსაბამა სიტუაციას და გადაწყვიტა წერილი გაეხსნა.
    "მოგესალმებით, ძვირფასო ელაიზა
    ბოდიშს გიხდით, რომ უნებურად მოხუცის ახირების თანამონაწილე გახდით, თუმცა, თავადაც მითქვამს და კარგად იცით, საქართველოში ჩემს ერთადერთ გულშემატკივრად გთვლიდით და თქვენი დახმარება მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
    მინდა თხოვნით მოგმართოთ, თუმცა ძალიან კი მერიდება, ვიცი თქვენი სამუშაო გრაფიკისა და დროის უქონლობის შესახებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, როდისმე გამონახავთ დროს და მოხუცის თხოვნას არ უგულვებელყოფთ.
    ჩემი თხოვნის შესრულებას გარკვეული ფინანსების გაღება დასჭირდება, თუმცა თქვენ რა ვალდებული ხართ დროსთან ერთად ფულიც ხარჯოთ, ამიტომ გარკვეულ თანხას თქვენს სახელზე ვტოვებ "X" ბანკში.
    ახლა კი, კონკრეტულად სათხოვარს მივუბრუნდები:
    როგორც იცით ჩემი ოჯახი სვანეთიდან იყო თბილისში ჩამოსახლებული. მესტიის ერთ-ერთ უმშვენიერეს სოფელში- მულახში ჩვენს ოჯახს სვანური კოშკი ჰქონდა, სადაც მე და ჩემს და-ძმას ულამაზესი წლები გვაქვს გატარებული. თუკი ჩემი თხოვნის შესრულებას გადაწყვეტთ, თქვენც მოგიწევთ ამ მშვენიერების ნახვა და ჩემი სულის ხსენება არ გდაგავიწყდეთ. კოშკის პირველი სართულის დასავლეთ კედელს მუდმივად ხავსი ჰქონდა მოდებული. ბავშვობაში მამაჩემი მიამბობდა, რომ მის დიდ ბაბუას- თავად ომეხ ჯაფარიძეს კოშკის მშენებლობისას ამ კედელში უდიდესი ქართული სიწმინდე ჩაუყოლებია, თუმცა წლების განმავლობაში ამ ამბავმა, ლეგენდის სახე მიიღო და ჩვენც თავშესაქცევად გვიყვებოდნენ, თუ როგორ დაუპირისპირდა ჩვენს გვარს ლიპარტელიანების გვარი, აღნიშნული სიწმინდის გამო. არავინ იცის თავდაპირველად რომელ გვარს ეკუთვნოდა, ან კონკრეტულად რა სიწმინდეზეა ლაპარაკი, თუმცა ორი ასეთი დიდი გვარის ერთმანეთში მრავალწლიანი დაპირისპირება ცხადყოფს, რომ მედად მნიშვნელოვანსა და ძვირფასზეა ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც ლიპარტელიანები სიწმინდის დაბრუნებას ყოველგვარი გზით ცდილობდნენ, ჩემი წინაპრები მეორე კოშკს აშენებდნენ (სწორედ იმას რომელზეც წეღან გიამბეთ), ოჯახის წევრთა რაოდენობისათვის ერთი საკმარისი აღარ ყოფილა. ჰოდა სადაო სიწმინდისათვის საუკეთესო სამალავად კოშკის ერთ-ერთი კედელი მიუჩნევიათ და ჩაუყოლებიათ კიდეც მასში. როგორც გითხარით, ეს ამბავი ყველას ლეგენდა ეგონა და ალბათ დღემდე ასე ფიქრობენ, რადგან მის საპოვნელად კოშკის კედლისათვის ხელიც არავის უხლია. სამწუხაროდ ჩემს მოგონებებში დალექილ ისეტორიას ჯაფარიძეებისა და ლიპარტელიანების სადაო ნივთთან დაკავშირებით ვერაფრით ვივიწყებ. ახლა განსაკუთრებით, როდესაც მოვხუცდი და სამშობლოზე ფიქრი უფროდაუფრო ხშირად მეძალება.
    ძვირფასო ელაიზა უმორჩილესად გთხოვთ ნუ ჩათვლით ამ ყველაფერს მოხუცის ფანტაზიის ნაყოფად. იქნებ მოიპოვოთ ცნობები ჩემს მონათხრობთან დაკავშირებით (პროფესიიდან გამომდინარე არ გაგიჭირდებათ ვიცი) და შეასხათ ფრთები ჩემს ოცნებას საქართველოს მუზეუმს დაუბრუნოთ დამარხული სიწმინდე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით მართლა არსებობს სოფელ მულახში ჯაფარიძეების საგვარეულო კოშკის კედელში.
    თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. გთხოვთ მიანიჭოთ ჩემს სულს მარადიული სიმშვიდე ამ საიდუმლოს ამოხსნით.
    პატივისცემით, მარად საქართველოზე მეოცნებე მიხეილ ჯაფარიძე." 
    დაასრულა წერილის კითხვა და თავადაც მოეწამლა გონება ამ უცნაური საიდუმლოებით მოცული ამბით. რა თქმა უნდა ცნობისმოყვარეობამ არ გააძლებინა და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ყველაფერი გაერკვია, ერთის მხრივ მიხეილის ხსოვნის პატივსაცემად და მეორეს მხრივ საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის კი ახლა შეანისნავი დრო იყო. ზაფხული დაშვებულება ხელს უწყობდა, რომ გამგზავრებულიყო სვანეთში და ჯერ დარწმუნებულიყო მიხეილის მონათხრობის სიზუსტეში სემდეგ კი სიწმინდე მოეძებნა.
    სასწრაფოდ ჩაალაგა ბარგი, სასტუმროს ადმინისტრაციასთან ანგარიში გაასწორა და ორი წერილც დატოვა, ერთი ჯორჯ ჯაფარიძის შინაარსით:
"ჯორჯ,
ბოდიშს გიხდით, დღევანდელი საღამოს გეგმები შემეცვალა. მამათქვენის წერილმა და მისმა უკანასკნელმა თხოვნამ, მეც დამაინტერესა. მისი გარკვევისა და შესრულების სურვილი მკლავს. ამისათვის კი საჭიროა თქვენს მშობლიურ მხარეს- სვანეთს ვესტუმრო. გადადება არ შემიძლია, რადგან ჩემი შვებულება სულ რაღაც 2 კვირიანია და მერე ვეღარ შევძლებ თბილისიდან გასვლას. მიხეილის სათხოვარი კი დროს და დაკვირვებას მოითხოვს. გთხოვთ მაპატიოთ შექმნილი ვითარება, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ
ელაიზა."
ერთიც ლაშას სახელზე:
"ძვირფასო
დღეს სასტუმროს ფოიეში რომ დამიძახეს, ერთი ჩემი ძველი ნაცნობის ამერიკაში მცხოვრები ქართველის ვაჟი მკითხულობდა. მამამისი გარდაცვლილა და ჩემთან გადმოსაცემად სიკვდილის წინ წერილი დაუტოვებია, რომლის შინაარსმა ძალიან დამაინტერესა. კარგად მიცნობ და იცი, თუკი ინტერესს ვერ დავიკმაყოფილებ სხვა რამეზე ფიქრი არ შემიძლია. მივდივარ მესტიაში ყველაფერს ნათელი მინდა მოვფინო შევხვდებით თბილისში
ლიზა."
    ამის შემდეგ კი, გულდამშვიდებულმა დატოვა აჭარის დედაქალაქი.
სვანეთისაკენ მიმავალი აფორიაქებული ქალი ვერ კი წარმოიდგენდა, რომ მოკლე ახსნაგანმარტებითი წერილით თავადაც დაინერესებულ-დაინტრიგებული ჯორჯი გადადებდა ამერიკაში გამგზავრებას, მუდამ თავქარიანი ლაშა ასე დაინტერესდებოდა და ორივე მამაკაცი არც მეტი, არც ნაკლები სასტუმროს მისაღებში შემთხვევითი ნაცნობობისა და გამოკითხვის შემდეგ, ისე გაუგებდნენ ერთმანეთს, ერთად დაადგებოდნენ მის კვალსა და მესტიის გზას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები