 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 სექტემბერი, 2011 |
რადიო "არდაიდარდო"
არდავიდარდებ კაი,თუმცა სადარდებელი ჯერ კიდევ ბევრია :ლოზუნგი: ოზუნგი ზუნგი თუნგი ფთუნგი
ოხუნჯობაა ,ოხუნჯიზმი,როცა სასწავლებელში დაბეჯითებით მიაბიჯებ,გაჰაეროვნებული,ამაღლებული განწყობით,ტვინი წინასწარ გაქვს მომზადებული იმისთვის,რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოისმინო ლექტორის ახსნილი ლექცია და რაღაც ახალი გაიგო,შეიგნო და უმეცარი არ დარჩე რამე საკითხში,და ამ დროს ,აუდიტორიასთან თითქმის მიფრენილს გაჩერებს მამა მოძღვარი,დეკანატის უფროსი (თუ რაღაც)და გეუბნება,რომ წადი სახლში,მოწესრიგდი და ხვალ მოდიო ,მერე ჩემი გაოცებული მზერა და ათასი კითხვის ნიშნით სავსე თვალები,რატო კიმარა,რატო? მაისური გაცვია და მაგიტომო,შენი გულისთვის შენიშვნას ვერ მივიღებო,გააცდინე ეს დღე,ამისთვის არავინ გაგრიცხავსო,ხვალ კი პერანგით მობრძანდიო. დიდება ღმერთს,განსაცდელი მომივლინა ,ორად ორი ღილებმოყვანცალებული პერანგი მაქვს და მთელი წელი ეგენი უნდა მეცვას,ინტელიგენტურ ელფერს მმატებს :ელფერ::ელფერ: მე რომ პერანგი მეცმევა და გამოწკეპილი ვიქნები,სამაგიეროდ აუდიტორიაში 10 კაცი დამაჯდება ზევიდან სკამების სიმცირის გამო და ხელსაც ვერ გავშლი,რომ რვეულში რამე ნორმალურად ჩავინიშნო,ესეც განსაცდელია,როცა ზამთარში ქვის ცივ იატაკზე ზიხარ ,აუდიტორიაში ერთადერთი გამათბობელია და ისიც ლექტორს უდგას,რაღაც განსაკუთრებულისთვის გვამზადებენ,მომავალი მოძღვრები ხართ ყველაო, მღვდლებს ბევრი შვილი ყავთ,რომლებთაც გაციებული კვერცხებით ვერ შექმნიდნენ, კაი გავატაროთ ეგ სიცივე,ვინ არ გაციებულა,ერთი დააცემინებს აუდიტორიაში და სუნთქვა რამდენი ხანი უნდა შეიკრა,სანამ გაიბნევა და დაიკარგება ჰაერში ვიღაცის ვირუსი.ვირუსეები დაფრინააავს,ვირუსეები არდადიიის ოკ. ქრისტიანობა და ზოგადად რელიგია ხომ არაა გადაკიდებული მაინცდამაინც გარეგნულ მხარეებს,ნუ რა თქმა უნდა, მოწესრიგებულმა უნდა იაროს ადამიანმა ,სისუფთავის კულტურა ყველას გააჩნია ასე თუ ისე ,მარა რატო უნდა "მოვწესრიგდე" მე ხელახლა,როცა მაისური მაცვია და ის ორი დასაწვავი პერანგი "სარეცხებში" ყრია.მამა რექტორს არ უყვარს გრძელი თმა და წვერი,მამა რექტორს უნდა,რომ მის სტუდენტებს პერანგები ეცვათ და დისციპლინირებული ახალგაზრდები გაზარდოს სემინარიამ,მორჩილი და თავისუფალი კეთილი ნების ,მამა ლექტორს ალბათ ისიც უნდოდა,რომ სამგზავრო ბარათები დაერიგებინა ჩვენთვის,მაგრამ რატომღაც არ უნდოდა,მამა რექტორს უნდოდა,რომ პროგრამა მოწესრიგებული ყოფილიყო და პირველკურსელებს საცდელ ბაჭიებათ არ ეგრძნოთ თავი,მაგრამ რატომღაც ვიგრძენით,მამა ლექტორს არ უნდოდა,რომ სწავლაში რამე მოუწესრიგებელი ყოფილიყო,თუმცა მხოლოდ პირველი კურსის ბოლო დღეებში იკითხა ჩვენი პროგრამა და შეშფოთება გამოთქვა,რადგან 1 წლის სასწავლი 1 სემესტრში არ უნდა გაგვევლო.
:მამარექტორი:
ჰო კიდე,ზოგადად მიღებული შეხედულებით ერისკაცმა მოწესრიგებულმა და გაპარსულმა უნდა იაროს,ეგრეცაა და სასულიერო სასწავლებელში არ უნდა იქმნებოდეს პრობლემა თმის სიგრძეზე,ხიბლში ხართო,როგორც ერისკაცი იხდენს მოკლე თმას,ისე მე ვიხდენ გრძელ თმას,პრობლემაა? არა .მაგრამ არის.მამა რექტორს არ უყვარს პრობლემები და არც სტუდენტ ბაჭიებს უნდა აწუხებდეთ რამე.
მე მომავალ სასულიერო პირად მოვიაზრები,მე მინდა 1 წელში გასავლელი პროგრამა 1 სემესტრში არ გავირბინოთ,ყველაფერი სათუოდ მეჩვენება,ხალისი იკარგება,და ხუთი ლექციის მერე შიმშილის რეფლექსებიც უტევს კუჭს,რასაც ის უფრო ამძაფრებს,რომ ჩვენს აუდიტორიას და სატრაპეზოს სიფრიფანა ფიცარი ყოფს,მოხრაკული ხახვი დასანახად მეზიზღება,მაგრამ სუნი აქვს ისეთი .. მერე ლოტბარები გადმოგვისახლეს მეზობლად,იმ სატრაპეზოში,პიანინო მოგვიდგეს და ზედ ყურთან მირაკუნებდა ყველა ნოტი .
აესეა .აქეთ განსაცდელო,აქეთ,სულიერი გამოცდაა ეს ,სულიერი გამოცდა და გონებრივად გამოფიტვა,დადეგრადირება.
ყველაფერი წესრიგშია ,სემინარიაში სწავლა იდეალურ დონემდეა განვითარებული და იმ სტუდენტს აუცილებლად გააგდებენ,რომელიც ტრუსიკით მოვა ერთ დღეს იმიტომ,რომ სახლი დაეწვა ტანსაცმელთან ერთად და სემინარიაში დახმარების იმედი ექნება.
არეულობა თავს მატკიებს .
არც თმას ვიკრეჭ,არც წვერს,კიდევაც მივალ მაისურით. მაინც რწმენა,არ უნდა მიაქციო ყურადღება,არ უნდა შეგიშალოს ხელი გარემოპირობებმა,არ უნდა შეუშალოს ხელი მამარეტქორს ჩვენმა გარეგნულმა მხარემ,ის ხომ მთელი დღე მაინც კაბინეტში ზის .
მოვწესრიგდეთ სულიერად. აეგრე .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. :) გადასარევი ბიჭი ხარ :) გადასარევი ბიჭი ხარ
19. "ლ უ რ ს მ ა ნ ო, შენ არ გესწავლება, რომ "უფალი არს ყოველგვარ გარემოებათა მეუფე" და შემთხვევით არ ხარ იმ გარემოებაში, სადაც ხარ."
ხო ღმერთი იჯდა მთელი ღამე და ფიქრობდა ლურსმანს რა განსაცდელი მოვუვლინოვო... საკაიფო ნაწერია, რას ქვია ჩირქი ეცხობა სემინარიას, აბა რო არ თქვა და დარჩეს ისე როგორც არის, უკეთესია? ჯიგარი ხარ ლურსიკ, შენ თუ მამაო იქნებიი, მე თუ არ ვიარო შენთან, მეხი მომეცეს სახეში. ან შენ თუ გყავს მამაო რომელიც ესე აზროვნებს და არა სირაქლემას პოზიდან, მიმიყვანე :) "ლ უ რ ს მ ა ნ ო, შენ არ გესწავლება, რომ "უფალი არს ყოველგვარ გარემოებათა მეუფე" და შემთხვევით არ ხარ იმ გარემოებაში, სადაც ხარ."
ხო ღმერთი იჯდა მთელი ღამე და ფიქრობდა ლურსმანს რა განსაცდელი მოვუვლინოვო... საკაიფო ნაწერია, რას ქვია ჩირქი ეცხობა სემინარიას, აბა რო არ თქვა და დარჩეს ისე როგორც არის, უკეთესია? ჯიგარი ხარ ლურსიკ, შენ თუ მამაო იქნებიი, მე თუ არ ვიარო შენთან, მეხი მომეცეს სახეში. ან შენ თუ გყავს მამაო რომელიც ესე აზროვნებს და არა სირაქლემას პოზიდან, მიმიყვანე :)
17. გისურვებ წარმატებას შენს გზაზე, დაგეხმაროს უფალი! გისურვებ წარმატებას შენს გზაზე, დაგეხმაროს უფალი!
16. დახეულ ჯინსებზე არაა აქ საუბარი,და ნუ ამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც მაგაზე (: როცა საქმე სულიერ საკითხს ეხება,ბიბლიის სწავლას და განმარტებას,იქ მეორეხარისხოვანი უნდა იყოს ჩაცმა,უბრალოდ გამოწყობილიც შეიძლება მოწესრიგებული იყო,პერანგშიც შეიძლება მოუწესრიგებელი იყო .
მეც ვიცი,რომ დახეული ჯინსებით არ უნდა მივიდე, და არც გამჩენია სურვილი.უბრალოდ ვისაც რის შესაძლებლობა აქვს,იმას არ ითვალისწინებენ დახეულ ჯინსებზე არაა აქ საუბარი,და ნუ ამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც მაგაზე (: როცა საქმე სულიერ საკითხს ეხება,ბიბლიის სწავლას და განმარტებას,იქ მეორეხარისხოვანი უნდა იყოს ჩაცმა,უბრალოდ გამოწყობილიც შეიძლება მოწესრიგებული იყო,პერანგშიც შეიძლება მოუწესრიგებელი იყო .
მეც ვიცი,რომ დახეული ჯინსებით არ უნდა მივიდე, და არც გამჩენია სურვილი.უბრალოდ ვისაც რის შესაძლებლობა აქვს,იმას არ ითვალისწინებენ
15. ვფიქრობ რაღაცეები ცოტა გადამეტებულია აქ, თავისუფლება ზოგადად კარგი ფენომენია მაგრამ ჩემი მოძღვარი მაისურით და დახეული ჯინსებით რომ მესაუბრებოდეს არ მომეწონება... ვფიქრობ რაღაცეები ცოტა გადამეტებულია აქ, თავისუფლება ზოგადად კარგი ფენომენია მაგრამ ჩემი მოძღვარი მაისურით და დახეული ჯინსებით რომ მესაუბრებოდეს არ მომეწონება...
14. საინტერესოა,მომეწონა++ საინტერესოა,მომეწონა++
13. თქვენგან თუ არ ვისწავლე ჭკუა ... :) :) გეთანხმებით და გმადლობთ ასეთი კომენტარისთვის :) :) :-* თქვენგან თუ არ ვისწავლე ჭკუა ... :) :) გეთანხმებით და გმადლობთ ასეთი კომენტარისთვის :) :) :-*
12. ლურსმანო, მომწონს შენი პროტესტიც...აზროვნებაც...თავისუფალი სულიც ...:) მაგრამ მგონია, რომ კიდევ უკეთ რომ იფიქრო, ნახავ გამოსავალს აუცილებლად...:) ისეთ მაიკას შევარჩევდი რომ პერანგსაც გავდეს და თან მაიკაც იყოს...:) და სხვა შემთხვევებშიც შეიძლება რამის მოფიქრება...:)...თმების შემთხვევაშიც...:) ოღონდ არამცდაარამც არ წამოხვიდე და ეგ პროტესტის გრძნობაც არ ჩააქროა...ნელ-ნელა, მაგ შენ სემინარიაში შეიძლება გადატრიალებაც მოახდინო სიკეთისკენ...ოღონდ საქმით...საქმით და სიყვარულით...თან შენც გამოიწვრთნები და გაიზრდები ...მარტო სწავლით არ იზრდება ადამიანი პიროვნებად...წინააღმდეგობებს რამდენად გაართმევ თავს იმით უფრო...:-* ლურსმანო, ხომ მაპატიებ ჭკუას რომ გარიგებ?...შეიძლება სხვაგან არც მელაპარაკა ამდენი...:-* ლურსმანო, მომწონს შენი პროტესტიც...აზროვნებაც...თავისუფალი სულიც ...:) მაგრამ მგონია, რომ კიდევ უკეთ რომ იფიქრო, ნახავ გამოსავალს აუცილებლად...:) ისეთ მაიკას შევარჩევდი რომ პერანგსაც გავდეს და თან მაიკაც იყოს...:) და სხვა შემთხვევებშიც შეიძლება რამის მოფიქრება...:)...თმების შემთხვევაშიც...:) ოღონდ არამცდაარამც არ წამოხვიდე და ეგ პროტესტის გრძნობაც არ ჩააქროა...ნელ-ნელა, მაგ შენ სემინარიაში შეიძლება გადატრიალებაც მოახდინო სიკეთისკენ...ოღონდ საქმით...საქმით და სიყვარულით...თან შენც გამოიწვრთნები და გაიზრდები ...მარტო სწავლით არ იზრდება ადამიანი პიროვნებად...წინააღმდეგობებს რამდენად გაართმევ თავს იმით უფრო...:-* ლურსმანო, ხომ მაპატიებ ჭკუას რომ გარიგებ?...შეიძლება სხვაგან არც მელაპარაკა ამდენი...:-*
11. ლუურს, იქაც, აქაც და ამ ამას იქითაც, საერთოდ ყველგან შენ შენ იქნები.. ისე როგორ გაგრძელდა ისტორია, ისევ მაისურით რომ მიხვედი? არ მინდა რომ წამოხვიდე..
ჰო, გიო ედიშერაშვილო, იმ რეპუტაციას და ჩირქებს თავად იცხებენ, და სემინარია თუა, სემინარია იყოს. ყველა პირობა რომ იყოს შექმნილი სასწავლოდ, ამას ჯინი კი არ ჭირს, გარეცხავდა იმ ორ "საროჩკას", ივლიდა იმით. როცა გთხოვენ უაზროდ, უმიზეზოდ, ვერ გააკეთებ ძალიანაც რომ გინდოდეს, იმიტომ, რომ ხარ პიროვნება. გაჭირვება, სიცივეში ყოფნა, იატაკზე სხდომა, სადღაციდან მოსული საჭმლის სუნი თუა სემინარიის მთავარი სასწავლო პროგრამა, მაშინ მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველადროინდელ მთავრობას რომ ჩვენი სულების გაძლიერებისთვის მოქმედებენ... ტონი თავისთავად გამომივიდა უხეში, თემაა სხვაგვარად ვერ ვიტყოდი სათქმელს. ლუურს, იქაც, აქაც და ამ ამას იქითაც, საერთოდ ყველგან შენ შენ იქნები.. ისე როგორ გაგრძელდა ისტორია, ისევ მაისურით რომ მიხვედი? არ მინდა რომ წამოხვიდე..
ჰო, გიო ედიშერაშვილო, იმ რეპუტაციას და ჩირქებს თავად იცხებენ, და სემინარია თუა, სემინარია იყოს. ყველა პირობა რომ იყოს შექმნილი სასწავლოდ, ამას ჯინი კი არ ჭირს, გარეცხავდა იმ ორ "საროჩკას", ივლიდა იმით. როცა გთხოვენ უაზროდ, უმიზეზოდ, ვერ გააკეთებ ძალიანაც რომ გინდოდეს, იმიტომ, რომ ხარ პიროვნება. გაჭირვება, სიცივეში ყოფნა, იატაკზე სხდომა, სადღაციდან მოსული საჭმლის სუნი თუა სემინარიის მთავარი სასწავლო პროგრამა, მაშინ მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველადროინდელ მთავრობას რომ ჩვენი სულების გაძლიერებისთვის მოქმედებენ... ტონი თავისთავად გამომივიდა უხეში, თემაა სხვაგვარად ვერ ვიტყოდი სათქმელს.
10. სემინარია მე კი არ უნდა დავტოვო,იმათმა უნდა გააუმჯობესონ სწავლის პირობები,მარტო მე არ მაწუხებს ეს ,გამოდის რომ ყველა უნდა წამოვიდეს სემინარიიდან ;) სემინარია მე კი არ უნდა დავტოვო,იმათმა უნდა გააუმჯობესონ სწავლის პირობები,მარტო მე არ მაწუხებს ეს ,გამოდის რომ ყველა უნდა წამოვიდეს სემინარიიდან ;)
9. მომისმინე ლურსმანო, მამარექტორი, როგორც შენ უწოდებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა და მისი ასე ცინიკურად მოხსენიება არაა ლამაზი და შენ ეს არ გესწავლება... რაც შეეხება ჩაცმულობას, აუდოტორიაში ჭყლეტვას და ა.შ, თუ არ მოგწონს ის პირობები, რაც სემინარიაშია, შეგიძლია დატოვო იქაურობა და შენი პროტესტი, ამ ისედაც უკუღმა გზაზე დამდგარ ხალხს არ არ შეატყობინო. მაინც ჩირქი ეცხება სემინარიას მეგობარო...:) მომისმინე ლურსმანო, მამარექტორი, როგორც შენ უწოდებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა და მისი ასე ცინიკურად მოხსენიება არაა ლამაზი და შენ ეს არ გესწავლება... რაც შეეხება ჩაცმულობას, აუდოტორიაში ჭყლეტვას და ა.შ, თუ არ მოგწონს ის პირობები, რაც სემინარიაშია, შეგიძლია დატოვო იქაურობა და შენი პროტესტი, ამ ისედაც უკუღმა გზაზე დამდგარ ხალხს არ არ შეატყობინო. მაინც ჩირქი ეცხება სემინარიას მეგობარო...:)
8. მოვწესრიგდეთ სულიერად. აეგრე .
ლ უ რ ს მ ა ნ ო, შენ არ გესწავლება, რომ "უფალი არს ყოველგვარ გარემოებათა მეუფე" და შემთხვევით არ ხარ იმ გარემოებაში, სადაც ხარ. ვისაც სულიერად მოწესრიგების გზა შემეცნებული აქვს, იცის, რომ რთულია ის და სხვები სხვაგან არიან ამ მისიით. ჩემთვის გასაგებია, ამ წერილით რაც გამოხატე, საკმაოდ მკაფიოდ დავინახე ყველა ჩრდილოვანი ფაქტორი, რისი წარმოჩენაც გინდოდა. დაგიწერ აქ 5-იანს, მჯერა, შენნაირი ადამიანი უფლის შეწევნით ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავს. აეგრე :) მოვწესრიგდეთ სულიერად. აეგრე .
ლ უ რ ს მ ა ნ ო, შენ არ გესწავლება, რომ "უფალი არს ყოველგვარ გარემოებათა მეუფე" და შემთხვევით არ ხარ იმ გარემოებაში, სადაც ხარ. ვისაც სულიერად მოწესრიგების გზა შემეცნებული აქვს, იცის, რომ რთულია ის და სხვები სხვაგან არიან ამ მისიით. ჩემთვის გასაგებია, ამ წერილით რაც გამოხატე, საკმაოდ მკაფიოდ დავინახე ყველა ჩრდილოვანი ფაქტორი, რისი წარმოჩენაც გინდოდა. დაგიწერ აქ 5-იანს, მჯერა, შენნაირი ადამიანი უფლის შეწევნით ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავს. აეგრე :)
7. ჩემთან სრული ლიბერალიზმია :D გამიმართლა თევზაძე ჩაცმულობაში მაინც არ ერევა... კიარადა არაფერში არ ერევა =)) ჩემთან სრული ლიბერალიზმია :D გამიმართლა თევზაძე ჩაცმულობაში მაინც არ ერევა... კიარადა არაფერში არ ერევა =))
4. მდააა..მანდაც კაცოო?! ... :-? მდააა..მანდაც კაცოო?! ... :-?
3. ჯეკის არ იყოს მოვალ მე ისევ აქ და დავტოვებ ერთ-ორ სმეშნოი სიტყვას... :) ჯეკის არ იყოს მოვალ მე ისევ აქ და დავტოვებ ერთ-ორ სმეშნოი სიტყვას... :)
2. მოვალ მოგვიანებით და მიგაკრიტიკ-პულიცისტიკებ :დ თუმცა ვირუსები არ დადის ვირუსები დაფრინავს რომ წავიკითხე ვიცი ბევრ რამეში დაგეთანხმები :დ მოვალ მოგვიანებით და მიგაკრიტიკ-პულიცისტიკებ :დ თუმცა ვირუსები არ დადის ვირუსები დაფრინავს რომ წავიკითხე ვიცი ბევრ რამეში დაგეთანხმები :დ
1. რა ფრიად საინტერესო ნაწერი წავიკითხე ახლა მე! აი, ასეთი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებია,ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე! 55555-ები, შენ, ლურსმანო! რა ფრიად საინტერესო ნაწერი წავიკითხე ახლა მე! აი, ასეთი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებია,ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე! 55555-ები, შენ, ლურსმანო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|