ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
28 სექტემბერი, 2011


მხოლოდ ისინი... (მეშვიდე თავი)

    უკვე გვარიანად დაღამებული იყო, მესტიაში რომ ჩავიდა. ამ მხარეში პირველად მოუწია სტუმრობა და რადგან სოფელი მულახისაკენ მიმავალი გზა არ ცოდა, გადაწყვიტა ერთი ღამე იქვე სასტუმროში გაეტარებინა დილით კი ადრიანად ეპოვა ვინმე, ვინც გზას მიასწავლიდა და ასულიყო სოფელში.
    სასტუმრო, რომელშიც დაბინავდა იმდენად პატარა, მყუდრო და კომფორტული აღმოჩნდა თვალებს ვერ უჯერებდა. ერთი კი დაეჭვდა ხომ ნამდვილად მესტიაში ვარო და გაახსენდა ქვეყნის პირველი პირის ამბიციური გამოსვლები სვანეთის რეაბილიტაციასა და ინტეგრაციასთან დაკავშიებით. "უყურე თურმე სიმართლე ყოფილა, მართლა შესანიშნავად გაუკეთებიათ მესტია..." გაიფიქრა და ის იყო აბაზანისაკენ წასვლა დააპირა, რომ მისმა ტელეფონმა განწირული გმინვა ამოუშვა. "დიდი ხანია არ დაურეკავს, ან ლაშაა ან ჯორჯი მაგრამ ორივეს გარკვევით ავუხსენი ყველაფერი, რა უნდათ? არ დაგაცდიან ადამიანს მარტო სიკვდილს რა..."
-ხო ლაშა...
-ხო კი არა, ამ ფურცლის ნაგლეჯების მეტს არაფერს ვიმსახურებდით 2 ამხელა კაცი?
-მაპატიე, ხომ აგიხსენი გადაუდებელი საქმე აღმოჩნდა და ვერ მოვითმინე. დაწვრილებით რომ გნახავ მერე აგიხსნი.
-არაფრის ახსნა არ მოგიწევს თუ მეტყვი რომელ სასტუმროში ხარ, ამ პატარა ქალაქში იმდენი სასტუმროა შუაღამისას ყველას ნუ შემოგვატარებ დაღლილები ვართ.
-მესტიაში ხარ? კიდევ ვინაა შენთან ერთად? გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავდა ლიზა.
-მე და ჯორჯი, რატომ ვართ აქ, ამას პირადად აგიხსნით, რომელ სასტუმროში ხარ ეგ მითხარი შენ...
დაბნეულმა ლიზან სასტუმროს სახელი უკარნახა და სიამოვნების ღიმილმოფენილი აეკრა ფანჯრის მინას. რამოდენიმე წუთში ლაშას მანქანაც გამოჩნდა და ლიზამ შეამჩნია, თუ როგორ მეგობრულად საუბრობდნენ მამაკაცები. "ნეტა რა საერთო ნახეს ერთმანეთში? სად ლაშა, სად ჯორჯი. ნუ ჯორჯს არ ვიცნობ, მაგრამ მიხეილის ვაჟზე ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა."
-გაგვიღებ კარებს თუ ვიდგეთ ასე ქანდაკებებივით? მოესმა გარედან.
-არ გამიგია თუ ამოხვედით. თავი იმართლა დაბნეულმა ლიზამ.
-dear elaiza, რატომ იფიქრეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენი შესასრულებელი მისია იყო და რატომ დაგვტოვეთ ბათუმში უამრავი კითხვებით? დაიწყო ჯორჯმა შემოსვლისთანავე.
-მისმინეთ ჯორჯ, მე თავის მართლებას არ ვაპირებ. თქვენ სახლში ბრუნდებოდით, მე კი მამათქვენის თხოვნა უნდა შემესრულებინა. რატომ უნდა შემეცვალა თქვენი გეგმები, როდესაც მეც კი არ ვიცი რა გამომივა და მხოლოდ მამათქვენის ვარაუდებს ვენდობი?
-კარგი, მაპატიეთ არ გსაყვედურობთ. გეგმები კი მაინც შემეცვალა ჩემი ცნობისმოყვარეობის დამსახურებით.
-კაცმა თავი შეურაცყოფილად იგრძნო იმ სისხლისმსმელ სვანებში მამაჩემის თხოვნის შესასრულებლად წავიდა და მე მშვიდად როგორ დავბრუნდე ამერიკაშიო, მეც უნდა წავიდეო. დაუდასტურა ლაშამ.
-შენ მისი პირადი მრჩეველი ხარ თუ ადვოკატი? როდის დამეგობრდით ასე?
-რა იყო არ მოგწონს რამე? მეც მივდივარ ჩემს საყვარელ ქალს იმ მარტო რა უნდა მეთქი, ჰოდა ერთი გზა გვქონიაო ვთქვით. გზაში კი მდუმარედ ხომ არ ვიქნებოდით? ვისაუბრეთ თითო ჭიქა დავლიეთ კიდეც და მშვენიერი მეგობრობის დასაწყისიც გამოგვივიდა. ხომ ასეა ჯორჯ?
-კი, ნამდვილად. ელაიზა ლაშა შესანიშნავი მოსაუბრე და პიროვნებაა.
-აუფ, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო...
-როგოროო? ჩაეძია ჯორჯი.
-მერე აგიხსნით ჯორჯ, ახლა ქალბატონი ცოფებს ყრის რატომღაც და მასთან დალაპარაკებისაგან თავი უნდ შეიკაოთ. არადა წესით გახარებული უნდა იყოს, ამხელა გზაზე უცხო მხარეში, მარტო არ გამოვუშვით და ორი მთასავით კაცი თან გამოვყევით პირადი მცველებივით, მეტი რაღა უნდა? რა და უმადურია ყველა ქალი ჩემო ჯორჯ და ამაშია საქმე. რომ არ წამოვსულიყავი მერე უნდა ეთქვა- მარტო გამიშვი იქნება რა მომივიდოდაო, ჩამოვედი და ხომ ხედავ... არა რა ქალის ლოგიკისა გამაგებინოს რამე უფალმა და არაფერი მინდა...
-კარგი, მაპატიეთ. მართლა დაბნეული და გახარებული ვარ რომ ჩამოხვედით და მარტო არ გამომიშვით, არც კი ვიცოდი როგორ უნდა მომეხერხებინა ამ ამბის გარკვევა ახლა კი უფრო მარტივადაა საქმე.
-dear elaiza, იქნებ ჩვენც აგვიხსნათ რის გაგებას ცდილობთ?
-კი ბატონო რადგან აქ ხართ უნდა იცოდეთ რისთვის ჩამოვედით ამხელა გზაზე თუმცა საქმეც რომ არა, ვფიქრობ შესანიშნავ დროს გავატარებთ სვანების სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ბევრი მსმენია, ბუნებას ხომ ამაზე მშვენიერს ვერსად იხილავთ.
-ჰო კიდევ ჩემო ჯორჯ, იქნებ წაწლებსაც გამოვკრათ ხელი...
-იდიოტო, წაწლობა დავიწყებული ტრადიციაა, ეგღა აკლიათ 21-ე საუკუნის სვანებს წიწკვი გოგო ჩაუგორონ ლოგინში შენნაირ მათხოვარს! აენთო ლიზა.
-დამშვიდდი dear elaiza, ლაშას შენ ჰყავხარ, მე კი უარს არ ვიტოდი... გაიღრიჯა ჯორჯი.
-ჰოდა კიდეც აგხანჯლავენ სვანები. ისედაც გაგანია ომი ყოფილა ჯაფარიძეებსა და ლიპარტელიანებს შორის... წაკბინა ლიზამ სტუმარი.
-კაცო აქ უნდა გავარჩიოთ ყველაფერი? როგორც მიხვდი ამხელა გზაზე ისე ჩამოხვედი არსად გაჩერებულხარ, თორემ გზაში დაგეწეოდით. წამოდი სადმე ვჭამოთ და თან მოგვიყევი რა ხდება.
-მართალი ხარ კუჭი მიბუყბუყებს უკვე. თქვა უტიფრად ჯორჯმა და ახლადშეძენილ მაგობრებს მოლოდინით სავსე თვალებით გადახედა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები