ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფისუნია-ბუსუ
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2011


მხოლოდ ისინი... (მერვე თავი)

    შუაღამისას მესტიაში სასადილოს მიგნება გაუჭირდათ, თუმცა სუპერმარკეტი ადვილად იპოვეს და ნომერში წახემსება გადაწყვიტეს. საქართველოს, მეგობრობის, სიყვარულისა და სვანეთის სარღეგრძელოები მიყოლებით დაილია. არც მიხეილის ხსოვნა გამორჩენიათ და არც წმინდა სალოცავების ხსენება. ლიზამ მიხეილის წერილი ჩემოდნიდან ამოიღო და ხმამაღლა წაიკითხა, ორივე მამაკაცი ინტერესით უსმენდა და ბოლოს ყველამ აღიარა, რომ თუკი ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდებოდა შესანიშნავ საქმეს გააკეთებდნენ ქართველი ხალხისათვის და მასში მონაწილეობა სამივეს უდავოდ უღირდა. შემდეგი დღის გეგმაც ერთობლივად დასახეს:
-ჯორჯის აქ ყოფნამ უფრო გაამარტივა ყველაფერი.
-რანაირად ლიზა?
-ახლავე აგიხსნით, მოკლედ არ უნდა შეგვეტყოს განსაკუთრებული ინტერესი ამ კოშკის მიმართ, თორე ვინმე მიხვება, რომ ლეგენდის ჭეშმარიტების გვწამს და სიწმინდეს ვეძებთ, მერე დაგვასწრებენ და კაცმა არ იცის რა ბედი ეწევა დამარხულ განძს. საზღვარგარეთ გაიტანს მპოვნელი და მშვიდობით... მილიონებად გაყიდის.
-აბა რა უნდა ვქნათ? შეშფოთდა ჯორჯი.
-რა და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სტუმარი ხარ ქართველი-ამერიკელი რაც სრული თუ არა, ნაწილობრივი ჭეშმარიტებაა. ჩამოხვედი და შენი მშობლიური მხარე გაინტერესებს. ბევრ სხვა სანახაობასთან ერთად, შენს საგვარეულო კოშკსაც გვაჩვენებენ, მაგრამ როგორც ვიცი ასეთი ორია, შესაძლოა მეტიც. შენ უნდა დაინტერესდე მათით და უნდა ახირდე მომყიდეთ რომელიმე თქო. როგორც მამაშენის წერილიდან ირკვევა, ამ კოშკს მუდამ ხავსი ჰქონდა მოდებული და ახლა წლების მერე უარეს მდგომარეობაში უნდა იყოს. ჰოდა იტყვი სხვა თუ არა ეს, ყველაზე მეტად დაზიანებული მომყიდეთ, რაღაც რომ მექნება ჩემს მხარეში იქნებ როდესმე დავბრუნდე თქო. სვანები იტყვიან- გიჟია, რაში იხდის ფულს თუ მაინც არ გამოიყენებსო. მოგყიდიან ალბათ, თუკი შენი წასვლის შემდეგ მაინც მათ უნდა დარჩეთ შენს შემდეგ ჩამოსვლამდე, რაც კაცმა არ იცის როდის მოხდება. ჰოდა კოშკში რომ მარტო დავრჩებით კედელი უნდა გამოვჩიჩქნოთ. სიწმინდესაც ვიპოვით. მერე ისევ მივაშენებთ ჩუმად და დავტოვებთ ბედნიერ სვანებს თავის კოშკთან ერთად. ან პოვნის შემთხვევაში გამოვიძახებთ თბილისიდან არქეოლოგებს და მუზეუმის თანამშრომლებს და შემდეგ ისინი მიხედავენ. 
-ერთი შეხედვით მარტივი გეგმაა, მაგრამ მაინც რომ არ გამოგვივიდეს?
-თუ ჭკუით ვიმოქმედებთ გამოგვივა. ოღონდ არანაირი ინიციატივები, ყველა ერთი გეგმის მიხედვით შეთანხმებულად ვმოქმედებთ და აბა თქვენ იცით ალკოჰოლის ზემოქმედებისას არაფერი წამოგცდეთ სვანებთან.
-ჩემი იმედი გქონდეთ ხმას არ ამოვიღებ.
-მე კი სულ შენს გვერდით ვიქნები ლიზ, ასე რომ, რასაც მიბრძანებ იმას შევასრულებ...
-ნუ ცანცარებ რა...
-სად უნდა დავიძინო? კვლავ უცერემონიო ტექსტით გამოვიდა ჯორჯი.
-გვერდითა ნომერი ავიღე შენთვის. მე კი იმედია შემიფარებს ლიზა და მანქანაში არ მომიწევს ღამის თენება.
-ღირსი კი ხარ მანქანაში ძილის, მაგრამ ჩემს ჩვილ გულს რა ვუთხარი მე. აგერ ტახტზე გაიშალე და ხმა არ გავიგო შენი.
-ძილინებისა ჯორჯ, დილით გაგაღვიძებთ. მიაძახა უკვე კარებში გასულ სტუმარს ლაშამ და როგორც იქნა დამარტოხელებულ ლიზას მოეხვია. 
-აბაზანა არ გავავსოთ?
-აუცილებლად. ძალიან დავიღალე. შენ მითუმეტეს ცუდად იქნები. მზრუნველად აკოცა შუბლზე კაცმა.
"რა კარგია რომ ჩამოვიდა..." გაიფიქრა ლიზამ და აქაფებული აბაზანის წარმოდგენამ თბილ ტალღად დაუარა სხეულში.
    მშვენიერი განტვირთვის შემდეგ, მზრუნველი მამაკაცის მიერ გაკეთებულმა მასაჟმა სულ მთლად გაუთიშა გრძნობის ორგანოები და მშვიდად ჩაეძინა. ლაშა იწვა მის ხშირ, ჟღალ კულულებში ცხვირჩარგული და ფიქრობდა რამდენი დრო დაკარგა იმ სიამოვნების გარეშე, რასაც ლიზას გვერდით ყოველთვის განიცდიდა. იხსენებდა საკუთარ შეცდომებს ქალის მიმართ და მომავლის გეგმებს სახავდა თუ როგორ გამოასწორებდა ყველაფერს, აინაზღაურებდა დაკარგულ დროს და ერთ პატარა ლამაზ ოჯახს შექმნიდა საყვარელ ქალთან ერთად. ცდილობდა მუდამ საქმიანი ლიზა დიასახლისისა და მისი შვილების დედად წარმოედგინა. თუმცა ჯერ წინ შესანიშნავი თავგადასავალი, საინტერესო იდუმალი ლეგენდის ამოხსნა და მრავალი ფათერაკი ელოდათ. ოცნების ახდენამდე კი, საკმაოდ შორი იყო.
    ფიქრებში გართულს მასაც ჩაეძინა და რომ არა პუნქტუალური ამერიკელი სტუმარი, რომელმაც 8 საათზე ნომრის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და გზის გაგრძელების დრო მოვიდაო ამცნოთ, ალბათ საღამომდე არც ერთს არ გაეღვიძებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები