2011წლის 24 სექტემბერს მოხდა საშინელი კატასტროფა. ყაზბეგიდან მომავალი სამარშუტო ტაქსი ჭოპორტის გზაზე, შეეჯახა შეშით დატვირთულ კამაზს სადაც დაიღუპა შვიდი და დაშავდა თერთმეტი ადამიანი. აქედან ორი უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღესაც. ეს ხალხი ჩემი თანასოფლელები არიან და დიდი გლოვაა ახლა ჩვენს სოფელში... უდიდესი ტრაგედიაა მართლაც, ორ ოჯახში სამ-სამი დაღუპული საშინელებაა. მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და შევუერთდე ამ სამძიმარს და გამოვხატო პატარა ლექსში. აცხონე უფალო შაქრო და ნოდარ ხილაძეების,ნესტან შარაშიძის, თენგო და თეონა ნაკაშიძეების,ბაჩო შაინიძისა და მერი ზოიძის სულები და ამყოფე საუკუნო ნათელში... გურამ დიასამიძე.............
უკვე დრო არის,მაგრამ ნეტავ, სად არის წამი? წამი, ცხოვრების საოცარი და სანეტარო, რა ხანმოკლეა წუთისოფლის პატარა ჟამი, გთხოვ შეგვიწყალე ცოდვილები ყველა უფალო.
რატომ, არის რომ ეს ცხოვრება უმოწყალოა, ასე ტანჯული სევდიანი ფიქრი წარსულის, თქვენი სიცოცხლე, რა მწარე და ცრემლიანია, გაფრენილი და უცაბედი წამი გასული.
ეს ტრაგედია, უდიდესი არის სოფლისთვის, დარდიანია, აქ ჩემს ირგვლივ ვისაც კი ვხედავ, თითქოს ბუნებაც გლოვობს,ზეცას ახურავს თალხი, ვდგავართ მდუმარედ, ხმის ამოღებას ვერავინ ვბედავთ.
გაყინულია, აქ ჩვენს ირგვლივ, სულ ყველაფერი, გარინდებულა სევდიანი მთელი სამყარო, დადუმებულნი ვდგავართ, ახლა თქვენს წინაშე და ყველას გვინდა ,რომ ვიტიროთ და თავი დავხაროთ.
ცრემლი მერევა, მაგრამ მინდა ჩუმად ვახსენო, ლოცვით და კრძალვით, სასახელო თქვენი სახელი, უფალო ჩემო გევედრები ზეცა გახსენო, და დაუმკვიდრე საუკუნო სასუფეველი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. აცხოვნოს უფალმა...... . შენ კიდევ ..........საყვარელი და ნიჭიერი ხარ......... აცხოვნოს უფალმა...... . შენ კიდევ ..........საყვარელი და ნიჭიერი ხარ.........
13. აცხონოს უფალმა.. აცხონოს უფალმა..
12. საშინელება მოხდა! ღმერთმა აცხონოს მათი სულები, საშინელება მოხდა! ღმერთმა აცხონოს მათი სულები,
11. გაანათლოს უფალმა!
გაანათლოს უფალმა!
10. უფალო ჩემო გევედრები ზეცა გახსენო, და დაუმკვიდრე საუკუნო სასუფეველი... ამინ! უფალო ჩემო გევედრები ზეცა გახსენო, და დაუმკვიდრე საუკუნო სასუფეველი... ამინ!
9. უფალი იყოს მათი სულების შემწე. უფალი იყოს მათი სულების შემწე.
8. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!
7. ემოციური ლექსია... უფალმა შეგისმინოს... ემოციური ლექსია... უფალმა შეგისმინოს...
6. ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილები ლექსი მარაზმია :) ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილები ლექსი მარაზმია :)
4. ღმერთმა აცხონოს მათი სულები ღმერთმა აცხონოს მათი სულები
3. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილები! ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილები!
2. ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილები და გადარჩენილები გამოჯანმრთელებულიყვნენ. ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილები და გადარჩენილები გამოჯანმრთელებულიყვნენ.
1. აცხონოს უფალმა, შემზარავი ტრაგედიაა. აცხონოს უფალმა, შემზარავი ტრაგედიაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|