 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 28 სექტემბერი, 2011 |
ომი წავაგეთ მეგობარო... ომი წავაგეთ, დღეს სიხარულის ზარის ნაცვლად რეკავს სხვა ზარი, სვეტიცხოველი ჩვენი ხელით თუკი ავაგეთ, ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ოშკის ტაძარი. ომი წავაგეთ ქართველობავ... ომი წავაგეთ, მუხანათობამ მტრის კვლავ დასცა ყველას თავზარი, მაშინ დავმარცხდით: როს ქარქაშში ხმალი ჩავაგეთ, ბრძოლის ველისკენ ლაშქარი რომ ვეღარ დავძარით. ისევ გაისმის სამშობლოში ტკივილის ხმები, ძუძუს მოწყვეტილ ბალღებივით ქვებიც სტირიან, თეიმურაზსაც გაუთეთრდა ბრძოლებში თმები, მეფის რუსეთის მსხვერპლი გახდა შენი ილია. ფოსტალიონი მობრძანდება ვხედავ: შორიდან, ’’კაცი იყოო!“ მერე ალბათ მასზეც იტყვიან, ცნობა მოვიდა შემზარავი სტავროპოლიდან: თავი ნაჯახით გაუპესო მხცოვან ყიფიანს. საქართველოდან რომ მიჰყავდათ გოგო-ბიჭები: მონებად ჰყიდდნენ სათითაოდ თურქთა ბაზარზე, და ირხეოდნენ სევდიანად ქარში ფიჭვები, როცა შვილები მიდიოდნენ ერთად სხვა გზაზე. ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მომწონს ისტორიული ლექსები. მომწონს ისტორიული ლექსები.
15. ძალიან კარგია:) +5 ძალიან კარგია:) +5
13. ჩვეული რიტმით განაგრძობ ოთარ მოღვაწეობას!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! ჩვეული რიტმით განაგრძობ ოთარ მოღვაწეობას!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
12. ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, 5,გაიხარე,ოთარ! ისევ დავმარცხდით საქართველოვ... ისევ წავაგეთ, აღარ ანთია ძველებურად რწმენის ხანძარი, 5,გაიხარე,ოთარ!
11. ვაი რო ომი წავაგეთ და მაინც სიხარულის ზარი რეკავს . . . ++ ვაი რო ომი წავაგეთ და მაინც სიხარულის ზარი რეკავს . . . ++
10. დიდი მადლობა ყველას წაკითხვისა და შეფასებისთვის... გაიხარეთ!!! ;;) დიდი მადლობა ყველას წაკითხვისა და შეფასებისთვის... გაიხარეთ!!! ;;)
9. ყოჩაღ ოთარ +5 ყოჩაღ ოთარ +5
8. ოთარ კარგია,თანაც რაღაც სხვა რიტმი მენიშნა, განსხვავებული. ოთარ კარგია,თანაც რაღაც სხვა რიტმი მენიშნა, განსხვავებული.
7. კარგია. რაღაც პატრიოტული სული ტრიალებს ამ გვერდზე ყოველთვის. კარგია. რაღაც პატრიოტული სული ტრიალებს ამ გვერდზე ყოველთვის.
4. მომეწონა, ოთარ, კარგია. მრავალ ალავერდობას დაესწარი, გილოცავ! +5!!!
მომეწონა, ოთარ, კარგია. მრავალ ალავერდობას დაესწარი, გილოცავ! +5!!!
3. სანამ ამ ლექსს დავწერდი მანამდე გადავამოწმე ილტოსპირელო და კიდევ ერთხელ წავიკითხე: რომ 1886 წელს გადაასახლეს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში და სულ რაღაც ერთ წელიწადში იქვე მოკლეს. სანამ ამ ლექსს დავწერდი მანამდე გადავამოწმე ილტოსპირელო და კიდევ ერთხელ წავიკითხე: რომ 1886 წელს გადაასახლეს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში და სულ რაღაც ერთ წელიწადში იქვე მოკლეს.
2. 5
ოღონდ, ოთარ, აბა, გადაამოწმე, დიმიტრი ყიფიანი მართლა სტავროპოლოში მოკლეს?!. 5
ოღონდ, ოთარ, აბა, გადაამოწმე, დიმიტრი ყიფიანი მართლა სტავროპოლოში მოკლეს?!.
1. "სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი." "ისევ გაისმის სამშობლოში ტკივილის ხმები, ძუძუს მოწყვეტილ ბალღებივით ქვებიც სტირიან"
კარგი ლექსია, ოთარ, შენი ლექსებიდან გამორჩეულად მომეწონა ეს... :) ყოჩაღ... "სვეტიცხოველი მარჯვენათი თუკი ავაგეთ, მარჯვენათივე დავანგრიეთ ხანძთის ტაძარი." "ისევ გაისმის სამშობლოში ტკივილის ხმები, ძუძუს მოწყვეტილ ბალღებივით ქვებიც სტირიან"
კარგი ლექსია, ოთარ, შენი ლექსებიდან გამორჩეულად მომეწონა ეს... :) ყოჩაღ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|