ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩამი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2011


***

ჯავრიანი ფორმა ჰქონდა ჯვარს
და ღრუბლებიდან უხასიათოდ მზერდა ღმერთი,
დაჭრილი ჯარისკაცი მწვანე მინდორს აფერადებდა...

მე ვცხოვრობდი, რადგან დავიბადე
ჩემი არდაბადებული და-ძმები კი
არხეინას მღეროდნენ და სულში შურებად მკაწრავდნენ
თავიანთ არარსებობას.

მე კი ვცხოვრობ. მუსიკაც მიყვარს,
რაღა დასამალია და ჩაიც,
არც ნაყინზე ვამბობ უარს,
მოშიებულიც მადიანად შევექცევი ბოსტნეულს, ლეშებს..
რახანია ჩემი თავი გამომელია_
ერთი ძველი და,
სხვა, რომელიც გადმოვიწერე
მათ მოთხოვნით, მათ წესებიდან
ვისაც სურს ერქვას
საზო და ება
გადო.. გამომრჩა.
რა აზრი აქვს,
ომი იწყება...

მე ვცხოვრობიდ გამოლეული
ჩემი თანამოქალაქენი კი
ღმერთს სანთლებს უნთებდნენ
თან ავალდებულებდნენ(ამ სანთლების ხარჯზე)
ომი მალე მოერჩინა, არც ფიქრობდნენ, როდის,
ანდა რატომ იწყება ომი. სულ უბრალოდ,
მათ ეშინოდათ.

ომი დაიწყო!_რეკდნენ ზარები
და ღმერთი ცალი თვალით მიწაზე ჩამოსულიყო_
მეორე თვალის მოსაძებნად
ხალხი სანთლებით უნათებდა_
სიკეთეს დაგვინახავს და ვალში არ დაგვრჩებაო
ღმერთი სიკეთეს კიარა თვალს ეძებდა.
მიაგნო_მტრედს წაეღო თავის ბუდეში,
დაისაჯა მტრედი, სიკვდილით.
ადამიანებს ღმერთი გამოელიათ.

ჯავრიანი ფორმა მიიღო ჯვარმა,
დაჭრილი ჯარისკაცები მწვანე მინდორს აფერადებდნენ
და, არადაბადებულ და-ძმებს შენატროდნენ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები