 | ავტორი: ბექა.ახალაია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 სექტემბერი, 2011 |
მარტო
გაიხადე ყველა ოცნება,მოაცვი რტოებს. საწოლთან წყვილი ღვინის ჭიქა,არაფრისათვის... რომ მე ვარ მარტო(სულელურად) რომ მე ვარ მარტო. გამონაკლისი შემთხვევაა როცა არ ვაფრენ.
ვზივარ და (მთვარე–არეკლილი ფერმკთალი ბაო) სველ სახურავზე სხვათაშორის სხედან ჩიტები. რეალურია ყველაფერი გზებიც და ბინდიც და ღამეც, გრძელი ჯემპრივით რომ ჩავიტანიე.
და მე ვარ მარტო(სულელურად)ასე ბოლო დროს.
კრიტიკოსისითვის, ლიტერატურათმცოდნესთვის საინტერესო პოეტური მასალა ისეთივეა, როგორც მშიერისთვის პური, მწყურვალისთვის წყალი და თოკო ჭელიძისთვის ქალი. სიამოვნებაა მაღალ პოეზიაზე ბჭობა, მით უფრო, თუ ავტორი ცოცხალი კლასიკოსია და გაქვს ბედნიერება, მის ეპოქაში ცხოვრობდე, მეტიც - ხელიც კი გქონდეს ჩამორთმეული მისთვის... დიახ ბატონებო, მინდა გავკადნიერდე და ჩვენს ცოცხალ კლასიკოსზე, ბატონ გიორგი ლაცაბიძეზე და მის შედევრზე - "მარტო" მოგახსენოთ მოკრძალებით ორიოდე სიტყვა: იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ გიო ლაცაბიძის პოეტური სიდიდე ვერსიფიკაციული ნოვაციებში არ გამოიხატება, მისი კოზირი(სწორედ რომ ბატონებო) დაუღალავი თემატური ძიებებია, ისევე როგორც მწირი ტექნიკური არსენალით აღჭურვილმა და უკვე გაკვალული(შავთელის, შოთას, საბას, გურამიშვილის, ბესიკის მიერ) ვერსიფიკაციული ბილიკით მოსიარულე ბარათაშვილმა მეცხრამეტე საუკუნეში თავისი მედიტაციური ლირიკით მწვერვალზე აიყვანა ქართული პოეზია(სახელდობრ რომანტიზმი), ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე გიორგი ლაცაბიძემ უკვე ათვისებული ბილიკებით ისეთ კუნჭულებში შეგვახედა, ეშმაკსაც(ფუი ეშმაკს) რომ აერევა თავგზა. როგორც უკვე მოგახსენეთ მისი კოზირი დაუღალავი შრომა(ოთხი საათი სძინავს მარტო) და ძიებაა, უკვე მიგნებული თემა მის ხელში ისე იწურება, როგორც ჭყინტი ყველი ნაცარქექიას ხელში და თოთხმეტმარცვლიან (ბესიკურ საზომში, ამ საზომითაა დაწერილი მისი ლექსების სრული უმეტესობა) იდებს სამუდამო ბინას. როგორც ნათქვამია, ჭურჭელს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია შიგ რას ჩაასხამ, აი მაგალითად, მე დამილევია გაბზარულ დოქში ჩასხმული მშვენიერი ღვინო და ძვირფას ჭურჭელში ჩასხმული ძმარიც, მაგრამ ეს სხვა თემაა. უშუალოდ ლექსს რაც შეეხება, მე ტექნიკურ დეტალებზე არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას (ისედაც თვალსაჩინოა ტექნიკური ფეიერვერკი) და პირდაპირ კონცეპტზე გადავალ: პირველს სტროფში ლექსის ლირიკული გმირი რამდენიმე საინტერესო სახით გვევლინება: ლირიკული გმირი, როგორც ჯონ გალიანო (გაიხადე ყველა ოცნება,მოაცვი რტოებს) ლირიკული გმირი, როგორც ირაკლი ბერია (საწოლთან წყვილი ღვინის ჭიქა) ლირიკული გმირი, როგორც საკუთრივ გიორგი ლაცაბიძე (რომ მე ვარ მარტო(სულელურად) რომ მე ვარ მარტო.) ლირიკული გმირი, როგორც ჩემი საგიჟეთიდან გამოქცეული მეზობელი ვანო (გამონაკლისი შემთხვევაა როცა არ ვაფრენ). მეორე სტროფში თქვენს ყურადღებას სასტარტო ტაეპზე გავამახვილებ მხოლოდ: "ვზივარ და..." - ნუ, აქ ისეთი არაფერი, ზის ადამიანი, რას ვერჩით, მაგრამ აი, გაგრძელება - "(მთვარე–არეკლილი ფერმკთალი ბაო)", სრულიად გენიალური მეტაფორა მეგობრებო, იგი თავისი ბუნდოვანებით ქართული სიმბოლიზმის მწვერვალის, ვალერიან გაფრინდაშვილის მეტაფორებს ესადარება, ისეთებს როგორიცაა: "რაღაც სურნელი მატირებს ლურჯად", "მე გაკრული ვარ ცივ პაემანზე"," თოვლი მოვიდა ტენორის ყელით" და მისთ. ასე და ამგვარად, ჩვენს წინაა ოცდამეერთე საუკუნის ქართული და მსოფლიო (დიახ და დიახ) პოეზიის ნამდვილი შედევრი, გიო ლაცაბიძის ლირიკული ლექსი: "მარტო". რეზიუმეს სახით მოგახსენებთ, რომ ჩემთვის სრულიად არ იქნება მოულოდნელი, რომ უახლოეს მომავალში გიორგი ლაცაბიძე, მისი დამსახურების გათვალისწინებით ნობელის პრემიაზე წარადგინონ! ეს ჩემთვის დიდი სიხარული იქნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. შაგვრემანები ხო გახვევია ბუზებივით, ბებიაშენისამ :დ ბექა ახალაია. 2011-09-29 00:40:31
ბეეექ... გლიჯავ! :)) :)))))))))))) შაგვრემანები ხო გახვევია ბუზებივით, ბებიაშენისამ :დ ბექა ახალაია. 2011-09-29 00:40:31
ბეეექ... გლიჯავ! :)) :))))))))))))
25. =))
ბექაააააააააა 100 :-* გიოოოოო 1000 :-* =))
ბექაააააააააა 100 :-* გიოოოოო 1000 :-*
23. 22. კი ვგიჟდები რიჟებზე ლელე :))
ლაცაბიძე. 2011-09-28 23:38:29
შაგვრემანები ხო გახვევია ბუზებივით, ბებიაშენისამ :დ 22. კი ვგიჟდები რიჟებზე ლელე :))
ლაცაბიძე. 2011-09-28 23:38:29
შაგვრემანები ხო გახვევია ბუზებივით, ბებიაშენისამ :დ
22. კი ვგიჟდები რიჟებზე ლელე :))
კაი წავედი ხო !!! :დ კი ვგიჟდები რიჟებზე ლელე :))
კაი წავედი ხო !!! :დ
21. როგორ გიყვართ თქვენ 1მანეთი როგორ გიყვართ თქვენ 1მანეთი
20. შეურაცხყოფას მომაყენებ და დაგაჭრი ყურებს და იცი შენ ეს კარგად და ახლა ვისარგებლებ ჩემი, როგორც მასპინძლის კონსტიტუციური უფლებით და გაგაპანჩურებ ჩემი(ხაზს ვუსვამ-ჩემი) გვერდიდან :)) შეურაცხყოფას მომაყენებ და დაგაჭრი ყურებს და იცი შენ ეს კარგად და ახლა ვისარგებლებ ჩემი, როგორც მასპინძლის კონსტიტუციური უფლებით და გაგაპანჩურებ ჩემი(ხაზს ვუსვამ-ჩემი) გვერდიდან :))
19. სანამ შეურაცხყოფა მოგაყენე ახალაიას ბიჭო. გთხოვ მიბრძანდეთ :)) სანამ შეურაცხყოფა მოგაყენე ახალაიას ბიჭო. გთხოვ მიბრძანდეთ :))
18. 17. მე ქოსა არ ვარ :დ
ლაცაბიძე. 2011-09-28 22:56:44
არა ბიჯო, რას ლაპარაკობ :დ 17. მე ქოსა არ ვარ :დ
ლაცაბიძე. 2011-09-28 22:56:44
არა ბიჯო, რას ლაპარაკობ :დ
17. მე ქოსა არ ვარ :დ
უბრალოდ ასეთი წვერი მაქვს :))
მე ქოსა არ ვარ :დ
უბრალოდ ასეთი წვერი მაქვს :))
16. თქვენ ისევ ერთ ამბავში ხართ აქა ხოო?:D:D თქვენ ისევ ერთ ამბავში ხართ აქა ხოო?:D:D
15. რას ერჩი ამ კაცს, პიპა?! მშვენიერი ლექსია! იმედს ვიტოვებ, რომ შენც მაგის თქმა გინდა, ამ შემთხვევაში გპატიობ დიდსულოვნად ამ წერილს :D :D რას ერჩი ამ კაცს, პიპა?! მშვენიერი ლექსია! იმედს ვიტოვებ, რომ შენც მაგის თქმა გინდა, ამ შემთხვევაში გპატიობ დიდსულოვნად ამ წერილს :D :D
14. ეგ ბიჭი ჩემი აღმოჩენილია...:)):)):)):)) და მერე იმავ დღესვე 1000 _გზის გადაარჩინა ემილიმ მეტროში ჟეჟვას...
ასე რომ ჩემთვისაც დიდი პატივი იქნება ქოსას (თხისწვერიანის) ნობელზე წარდგენა...:)):)) ეგ ბიჭი ჩემი აღმოჩენილია...:)):)):)):)) და მერე იმავ დღესვე 1000 _გზის გადაარჩინა ემილიმ მეტროში ჟეჟვას...
ასე რომ ჩემთვისაც დიდი პატივი იქნება ქოსას (თხისწვერიანის) ნობელზე წარდგენა...:)):))
13. იუმორისტული გადახვევები მომეწონა. კარგი იყო. :-) იუმორისტული გადახვევები მომეწონა. კარგი იყო. :-)
12. მშვენივრად ასაბუთებ...:-* არ ვიცი რამდენს ხუმრობ და რამდენს სიმართლეს ამბობ, მაგრამ ერთ რამეში კი გეთანხმები არიან აქ უნიჭიერესი ახალგაზრდა ავტორები და ერთერთი ლაცაბიძეა...:-* მშვენივრად ასაბუთებ...:-* არ ვიცი რამდენს ხუმრობ და რამდენს სიმართლეს ამბობ, მაგრამ ერთ რამეში კი გეთანხმები არიან აქ უნიჭიერესი ახალგაზრდა ავტორები და ერთერთი ლაცაბიძეა...:-*
11. =))
უკვე მეღირსა .აწი ყველაფერი ფუჭია :დ =))
უკვე მეღირსა .აწი ყველაფერი ფუჭია :დ
10. დებილი თავი გაბია, გაპიარებ და შეიფერე შე უბედურო, ასეთი რეცენზია იქნებ ცხოვრებაში არ გეღირსოს :დ დებილი თავი გაბია, გაპიარებ და შეიფერე შე უბედურო, ასეთი რეცენზია იქნებ ცხოვრებაში არ გეღირსოს :დ
9. =))
რა დებილი ხარ :დ =))
რა დებილი ხარ :დ
8. და ღამეც, გრძელი ჯემპრივით რომ ჩავიტანიე.
ჯემპრის კიარა "საროჩკის" ჩატანიება არ მიყვარს :D და ღამეც, გრძელი ჯემპრივით რომ ჩავიტანიე.
ჯემპრის კიარა "საროჩკის" ჩატანიება არ მიყვარს :D
7. მშვენიერ! +2 მშვენიერ! +2
6. ასე და ამგვარად, ჩვენს წინაა ოცდამეერთე საუკუნის ქართული და მსოფლიო (დიახ და დიახ) პოეზიის ნამდვილი შედევრი, გიო ლაცაბიძის ლირიკული ლექსი: "მარტო".
ასე გეთქვა მოკლედ..რავა გაზეთივით გველაპარაკები..:)) ასე და ამგვარად, ჩვენს წინაა ოცდამეერთე საუკუნის ქართული და მსოფლიო (დიახ და დიახ) პოეზიის ნამდვილი შედევრი, გიო ლაცაბიძის ლირიკული ლექსი: "მარტო".
ასე გეთქვა მოკლედ..რავა გაზეთივით გველაპარაკები..:))
5. ძალიან,ძალიან!!!!!! :)ჩემგან++ ძალიან,ძალიან!!!!!! :)ჩემგან++
4. მართალია, ეს ოპუსი ცოტა არ იყოს და ხუმრობითაა დაწერილი, მაგრამ მაინც კარგი ნაწერია! და კიდევ ერთი: რაც აქ ლიტმცოდნეობით ტერმინები მართებულად აქვს გამოყენებული ბექას, ზოგმა ლიტერატურაში ყოფნის აგრე მოწადინემ, ელემენტალურად, მათი არსებობაც კი არ იცის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მოხმარებაზე!
5 მართალია, ეს ოპუსი ცოტა არ იყოს და ხუმრობითაა დაწერილი, მაგრამ მაინც კარგი ნაწერია! და კიდევ ერთი: რაც აქ ლიტმცოდნეობით ტერმინები მართებულად აქვს გამოყენებული ბექას, ზოგმა ლიტერატურაში ყოფნის აგრე მოწადინემ, ელემენტალურად, მათი არსებობაც კი არ იცის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მოხმარებაზე!
5
2. და ბევრი ღიმილი დავტოვე აქ:) და ბევრი ღიმილი დავტოვე აქ:)
1. ბახ ბექ მარტლა მაგარი ხარ რა.... 555555 ბახ ბექ მარტლა მაგარი ხარ რა.... 555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|