| ავტორი: კესო ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2011 |
აქ ზამბახები არ ყვავიან, მელნისფერი მხოლოდ ღამეა, ახედე ზეცას! რა საოცარი სილურჯეა მინანქარების,… აქ ვარსკვლავებმა ამოიდგეს სიმწრისგან ენა და უშენობის ყოველ მტკაველს თვლიან ქარები.… რა მესაქმება ქარიშხლებთან, როცა სხეული ალმოდებულმა სურვილებმა ისე გათანგეს, არავითარი ამბოხება. სხვა არაფერი დამრჩენია, მხოლოდ აქ მყავდეთ, აქ, გულთან ახლოს...ტკივილამდე ... შენ და სამშობლო. . .…
,,დარ ას საადათს”-სადღა არის ბედნიერება, არამი იყოს ჰარამხანის ყველა ბრწყინვალე და მოციმციმე უძვირფასეს თვლების ნათება, თბილისში ახლა ბროწეული შეიფაკლება, მე კი, სხვის კარზე შემომისწრებს დაღლილს ცისკარი. . . აქ ერთადერთი ვარსკვლავები მეიმედება, მიწა აღარა, რადგან ცა გვაქვს მხოლოდ საერთო.
ახედე ზეცას!...
,,დარ აას საადათს”-არაბულად ბედნიერების სახლი. ასე უწოდებდნენ სახლს, სადაც ჰარამხანის ქალები ცხოვრობდნენ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მომეწონა ++ მომეწონა ++
19. კარგიაა.:):P კარგიაა.:):P
18. რა საოცარი სილურჯეა მინანქარების,… აქ ვარსკვლავებმა ამოიდგეს სიმწრისგან ენა და უშენობის ყოველ მტკაველს თვლიან ქარები.…
პოეტურია უზომოდ. ძალიან ძალიან კარგი რამეები მინდა გისურვო ცხოვრებაში. დალოცვილი იყავი. მადლობელი ვარ, რომ გაგიცანი. რა საოცარი სილურჯეა მინანქარების,… აქ ვარსკვლავებმა ამოიდგეს სიმწრისგან ენა და უშენობის ყოველ მტკაველს თვლიან ქარები.…
პოეტურია უზომოდ. ძალიან ძალიან კარგი რამეები მინდა გისურვო ცხოვრებაში. დალოცვილი იყავი. მადლობელი ვარ, რომ გაგიცანი.
17. კარგიაა.....
ბრავო კარგიაა.....
ბრავო
16. + მოვიწონე + მოვიწონე
15. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პოეტი ჩემთვის, სიტყვების ფერებით, აზრის სინათლითა და სათქმელის ხვავრიელობით. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პოეტი ჩემთვის, სიტყვების ფერებით, აზრის სინათლითა და სათქმელის ხვავრიელობით.
14. ძალიან კარგია:) ძალიან კარგია:)
13. ლამაზია, მომეწონა ძალიან!++:) ლამაზია, მომეწონა ძალიან!++:)
12. ეს რა აღმოსავლური სურნელით გაჯერებული ლექსია! შემოგევლე... ეს რა აღმოსავლური სურნელით გაჯერებული ლექსია! შემოგევლე...
11. მაგარი ლექსია მაგარი ლექსია
10. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
9. მაგარი ლექსია!
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენს ლექსებს:-*
მოგიკითხე სიყვარულით... მაგარი ლექსია!
ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენს ლექსებს:-*
მოგიკითხე სიყვარულით...
8. აქ, გულთან ახლოს..ტკივიოლამდე.. შენ და სამშობლო..
ვიზიარებ აქ, გულთან ახლოს..ტკივიოლამდე.. შენ და სამშობლო..
ვიზიარებ
7. რა მესაქმება ქარიშხლებთან, როცა სხეული ალმოდებულმა სურვილებმა ისე გათანგეს, არავითარი ამბოხება. სხვა არაფერი დამრჩენია, მხოლოდ აქ მყავდეთ, აქ, გულთან ახლოს...ტკივილამდე ... შენ და სამშობლო. . .…
ლამაზია. რა მესაქმება ქარიშხლებთან, როცა სხეული ალმოდებულმა სურვილებმა ისე გათანგეს, არავითარი ამბოხება. სხვა არაფერი დამრჩენია, მხოლოდ აქ მყავდეთ, აქ, გულთან ახლოს...ტკივილამდე ... შენ და სამშობლო. . .…
ლამაზია.
6. ძალიან მომნატრებია შენი ლექსები :) ძალიან მომნატრებია შენი ლექსები :)
5. აქ ვარსკვლავებმა ამოიდგეს სიმწრისგან ენა და უშენობის ყოველ მტკაველს თვლიან ქარები.…
საინტერესო ლექსი, სასიამოვნო შესრულება :)
აქ ვარსკვლავებმა ამოიდგეს სიმწრისგან ენა და უშენობის ყოველ მტკაველს თვლიან ქარები.…
საინტერესო ლექსი, სასიამოვნო შესრულება :)
4. ალბათ უფრო უნატიფესი, უსათუთესი ...
ძალიან კარგი ხარ! :-*
ალბათ უფრო უნატიფესი, უსათუთესი ...
ძალიან კარგი ხარ! :-*
3. 5. უფრო მეტსაც აიტანდა ლექსი... ნატიფი პოეტესა. მოკიტხვა 5. უფრო მეტსაც აიტანდა ლექსი... ნატიფი პოეტესა. მოკიტხვა
2. სევდიანი და ლამაზი ლექსია...აღმოსავლური სილამაზეა აქ... მე მომეწონა სევდიანი და ლამაზი ლექსია...აღმოსავლური სილამაზეა აქ... მე მომეწონა
1. დამრჩენია, მხოლოდ აქ მყავდეთ, აქ, გულთან ახლოს შენ და სამშობლო. . .…
5! დამრჩენია, მხოლოდ აქ მყავდეთ, აქ, გულთან ახლოს შენ და სამშობლო. . .…
5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|