ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2011


ჰოსტელი (მესამე ნაწილი *)

  მიხვდა არასწორად მოიქცა, თავიდანვე არ უნდა წამოეწყო ეს თამაში. რაც მოხდა მოხდაო, გულში გაიფიქრა. სასტუმროში რომ იყო მისასვლელი ზურგზე აკიდებულმა ჩანთამ აგრძნობინა, დამძიმებულიყო თითქოს, ახლა კარგი გამოძინება ჭირდებოდა. ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო, პროჟექტორების შუქზე გაშალა, საკმაო მანძილი ქონდა დარჩენილი კიდევ, ჯიბეში ჩაიდო ქარღალდი, გზაზე გავიდა და პირველივე შემხვედრ ტაქსს აუწია ხელი.
    მანქანა ნარინჯისფერ ჭიშკარს მიადგა, მანქანის ფარების შუქი აისხლიტა პრიალა ზედაპირმა. ესააო, ჩაიბურტყუნა მძღოლმა, გიგამ თანხა გადაუხადა და ეზოში შევიდა. თავიდან იფიქრა შემეშალაო, ჩამი ჩუმი არ ისმოდა, ოდნავ მოშორებით, ეზოს სიღრმეში იდგა სამსართულიანი შენობა, შესასვლელიდან შუქი იფრქვეოდა, არ გავსო რაღაც ეს შენობა სასტუმროს, გაიფიქრა და შუქისკენ წალასლასდა.
    შესასვლელში, რაც თვალში მოხვდა პირველ რიგში, ეს იყო, ძველი, ოთხკუთხა მონიტორი, მისგან გამოფრქვეული შუქი სახეში ცემდა კომპიუტერთან მჯდარ გოგონას,რაღაცას გულმოდგინედ აკვირდებოდა, სტუმარი არც შეუმჩნევია. გამარჯობათო, მიესალმა გიგა. გოგო ისევ თავის საქმეს აგრძელებდა.
- ოთახს თუ მიჩვენებთ აღარ შეგაწუხებთ-ისევ გიგამ გააგრძელა, გოგონა გამოერკვა, ახედ დახედა ახალმოსულს.
-დაჯავშნული გაქვს?-კევის ღლაჭუნით კითხა
-აბა ისე ვინ გაბედავდა აქ შემოსვლას-ირონია გაურია ხმაში.
-ოკ, რომელი ადგილები დაჯავშნეთ, ბიჭები, შერეული თუ გოგოები?
-გოგოები-ვერც კი ხვდებოდა რა კითხა,ალალბედზე უპასუხა. გოგონამ კიდევ ერთხელ ყურადღებით აათვალიერ ჩაათვალიერა.
-გოგონებს თქვენ ვერ დაჯავშნიდით, მაჩვენებ გადახდის ქვითარს?
გამოართვა და ინტერესით ჩააცქერდა, ოკ, ოკ-იო თავისთვის ჩურჩულებდა, შემდეგ ადგა და კიბეებზე წაუძღვა გიგას. შენობაში თითქოს არავინ არ იყო, გიგას უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ცარიელი, ჩუმი ოთახები. გოგონამ ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო, მიუთითა გიგას სად უნდა დაეძინა, უჯრის გასაღები მიცა ტანსაცმელების და ნივთების შესანახად, აცნობა რომ ბიჭი შერეულ ოთახში მოხვდა, კიდევ რაღაცეები ექაქანა თავიანთი სასტუმროს უპირატესობაზე, კარგი დასვენება უსურვა და წავიდა. გიგა ცოტა ხანს იდგა, ოთახის გვერდით მყოფი აბაზანიდან გამომავალ წყლის ხმას აყურადებდა, კარის ღრიჭოდან შუქის ვიწრო ზოლი გამოდიოდა. როგორც იქნა შეაბიჯა ოთახში. არ იყო დიდი ოთახი, ოთხი 2 სართულიანი საწოლი შეადგენდა სულ მის ავლადიდებას. ჩანთა კუთხეში მიაგდო, გაუხდელად წამოწვა საწოლზე , მალევე ჩაეძინა.
    ღრმად და მშვიდი ძილით ეძინა გიგას, სიზმარშიც კი ეძინა, თითქოს თავის საწოლში იწვა, ტახტზე, ჩართული ტელევიზორი დარჩენოდა, ეკრანზე საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, უჩვეულოდ უხვგოლიანი თამაში იყო, წამოიღებდა ერთი გუნდი გოლს გაიტანდა, მერე მეორეს გაქონდა, ძილში ბორგავდა, წუხდა, რომ მას ეძინა და ასეთ მაგარ მატჩს ვერ უყურებდა. უცებ მობილურის ზარი მოესმა, გაახსენდა მაგიდაზე დატოვა ტელეფონი, ხელი გაიწვდინა,ვერ მიწვდა,მერე უფრო გადაიხარა და იატაკზეც მოადინა ზღართანი. თვალები გაახილა,იგრძნო, როგორ აჯდებოდა მოზრდილი კოპი. მობილური კი მართლა რეკავდა,ოღონდ სხვისი, ოთახის შუაგულში შიშველი,გლუვი ფეხები შეამჩნია,ნელ-ნელა ააყოლა ზემოთ მზერა. გოგოს წითელი თმები ქონდა, ზურგზე ჩამოშლოდა ტალღებად. ალბათ იღებავსო გულში გაიფიქრა. ამ დროს კი გოგომ ვიღაცასთან საუბარი გააბა, ყურმილს იქით მოსაუბრეს, გოგო დაბეჯითებით უმტკიცებდა რომ ვიღაც იდიოტი მის საწოლზე წამოგორებულიყო და მშვიდად ეძინა. სანამ აბანოში ვიყავი, ჩემი ადგილი აითვისაო,თან შემოტრიალდა, ძირს დაგდებულ ბიჭს მკაცრი მზერა შეავლო, ყურმილს ჩასძახა, უკვე გაუნთავისუფლებია ჩემი ლოგინიო, ზემოდან გადაალაჯა და იმ საწოლზე დაჯდა სადაც ცოტა ხნის წინ ჩვენს გმირს ტკბილად ეძინა.ისევ გოგოს ააყოლა ქვემდან მზერა, ოთახის ჩუსტები ეცვა, მოკლე ჯინსის შარვალი, თეთრი,მოკლე მაისური, საშუალო სიმაღლის იქნებოდა, პატარა ცხვირი,სისიხლივით წითელი ტუჩები,შავი თვალები, რომლებიც ტუშით უფრო მეტად ჩაეღამებინა. მორჩა როგორც იქნა საუბარს და ბიჭს შეხედა:
- მეორედ აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა-სიცივე გაურია ხმაში.
- ტელეფონს მათხოვებ?
-სალაპარაკო პუნქტი არა მაქვს აქ მე!
ბიჭი იატაკზე წამოჯდა,ინტერესით მიაჩერდა, მერე რომელი საათიაო კითხა.
-შენი ძილის დროა, იქნებ ცოტა ხნით  გაბრძანდე,უნდა გამოვიცვალო.
-შენ რომ ტელეფონს არ მთხოვნი?-გაუღიმა გიგამ და მის გვერდით დაჯდა-როკერშა ხარ? ისე ვამპირსაც გავხარ.
-ჰოდა დროზე გადი გარეთ სანამ გეცი კისერში!
-მოდი, მე მსხვერპლად შეგეწირები,მინდა შენი დუჟმორეული სახე და სისხლიანი ტუჩები დავინახო უკანასკნელად,იქნებ მთვარესაც შეყმუვლო და იავნანასავით ჩამესმას.
-მაგრად უბერავ, გადი გარეთ! მერე ერთად წავიდეთ-მოლბა გოგო.
-სად მივდივართ?-სწრაფად აძვრა ზედა ლოგინზე-არ ჩამოვიხედავ გეფიცები, მზეთუნახავო-ირონია გაურია ხმაში.
  გარეთ რომ გავიდნენ უკვე შუაღამე იყო, ციოდა ოდნავ. გოგო უხმოდ მიდიოდა წინ, წითელ თმებს სიო უწეწავდა, ნამდვილ ვამპირს გავდა, შუაღამისას ჰოსტელიდან სანადიროდ გამოსულს.
-ნადირობ?-სიჩუმე ბიჭმა დაარღვია პირველად
-ჰო, შენისთანა უტვინოებზე.
-მე კი მგონია რომ მოგეწონე
-აბა რა, ერთი ნახვით შემიყვარდი.
-ვამპირებს სიყვარულის ჯერათ?
გოგო შემოტრიალდა, ბრაზისგან შეშლოდა სახე
-მე სიყვარულმა მაქცია ვამპირად-ხმა უცახცახებდა.
-მაპატიე როკერშა-ნიკაპში მოკიდა ხელი და ოდნავ შეეხო მის ტუჩებს-მაპატიე.
მის მხრებს რომ შეეხო იგრძნო როგორ თრთოდა გოგო.
-წამოდი ბულვარში გავისეირნოთ, ჰო?
ქუჩის ხმაურს გამოეყო და მათ ყურებში ახმიანდა რაღაც საშინელი ხმა, თითქოს მუმბერაზი ცხოველი განწირულად ღმუოდა ზღვაში.
-ეს რა იყო?-ბიჭს შეშფოთება ჩაუდგა ხმაში
-არაფერი, გემია მგონი, ხშირად გამიგონია უკვე.წავიდეთ ბულვარში-ჩურჩულზე გადავიდა გოგო, ბიჭმა სახეში შეხედა და დაინახა გოგო სარკასტულად იღიმებოდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს