ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2011


ღმერთო,დამიფარე უფიქრობა !

ღმერთო დამიფარე,
ღმერთო,შემინდე,
ღმერთო დამიცავი,
ღმერთო,
დამიფარე უფიქორბა
და ნუ გამწირავ- მე სიგიჟისთვის...
ღმერთო,
დამიფარე უფიქრობა,
მომეცი, ფიქრის უნარი,
მაფიქრე ბევრი,
მაფიქრე მუდამ,
მაფიქრე:
ჩემზე,
დედაზე,
მამაზე,
ბედზე,
ჩემებზე,
საქართველოზე,
სულზე
საქართველოზე
ქცევაზე
ფიქრებზე
სურვილებზე
გრძნობებზე
შენზე...
მაფიქრე,დამაფიქრე,
ჩამაფიქრე,
რომ ვიყო,
რა ვიყო,
როგორ ვიყო ...
ღმერთო,გევედრები,
დამიფარე უფიქრობა,
განმარიდე მე ბოროტ ფიქრებს,
მაფიქრე,მხოლოდ მაფიქრე :
რომ დავინახო,
რომ  დავაფასო,
რომ  შევძლო,
რომ    ვიგრძნო,
რომ    ვინატრო,
რომ    შევიყვარო,
რომ  არ დავკარგო ''მე''
რომ გავძლიერდე-სულით და რწმენით ...
ღმერთო,გევედრები,
გამიმძაფრე ფიქრის შეგრძნება,
ღმერთო,მიშველე,რომ დავრჩე მუდამ ქართველად..
მაფიქრე,მუდამ საქართველოზე და ქართველებზე...
ღმერთო,გევედრები,
დამიფარე უფიქრობა !








P.S.  ვიცი,რომ ჟანრი მთლად სწორი არ არის .. უფროო სხვაა, თავიდან საბავშვო მინდოდა,რადგან მართლა გავს ბავშვის წრფელ ფიქრებს და ჩანაფიქრიც და იდეაც ესაა,..მაგრამ,რავიცი ,რას იტყვით ?

               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები