= 19 = შუადღისას დედიკო რომ ესაუბრა ბებოს, შემდეგ პატარა დალის გადასცა ყურმილი. დალი კარგა ხანს ეჭიკჭიკა ბებოს, შემდეგ ბაბუა მოიკითხა. -ბაბუს ძინავს – უთხრა ბებომ. - თემო ძიას დაუძახე – თხოვა დალიმ. - ისიც ისვენებს, ძინავს - მაშინ მათე ძიას – არ მოეშვა პატარა. - ისიც თოხნიდა იმათთან ერთად, ახლა ძინავს –აუხსნა ბებომ. - ვერაფერი გავიგე – ამოიოხრა დალიმ – თქვენთან დღისითაც ღამეა?
= 20 = ლელა მამიდა სოფელში ჩამოვიდა და თან პატარა გიორგიც ჩამოიყვანა. ბიჭი ჯერ მხოლოდ ორიოდე კვირის იყო. მარის ძალიან უნდოდა გიორგი ხელში აეყვანა, მაგრამ ნებას არ აძლევდნენ: - ჯერ შენ თვითონ პატარა ხარ, აბა როგორ უნდა აიყვანო?-უთხრა ბებომ. - აბა, გუშინ მეზობელთან რომ გამგზავნე რძის მოსატანად, დიდი გოგო ხარ და რძეს ვერ მოიტანო? ისევ დავპატარავდი? – აბუზღუნდა მარი.
= 21 = -მამუ, მეც მინდა პატარა შვილი მყავდეს – უთხრა ბავშვის მოვლით გართულ მამიდას მარიმ. - კი მაგრამ, შენ რომ პატარა ხარ? რომ არ იცი როგორ მოუარო? – გაუცინა მამიდამ. - შენ გიყურებ და ისე გავაკეთებ. – არ დაიბნა პატარა.
= 22 = მამამ გოგონებს სხვადასხვა სახის ხილი მოუტანა. მარი ბანანს მიირთმევდა, როცა გიორგიმ ძუძუს წოვა დაიწყო. - მამუ, გიო ბანანს არ ჭამს? – ჰკითხა მარიმ. - არა – უპასუხა მამიდამ. - მსხალს? - არა. - ყურძენს? - არა მარი, გიო ხომ ჯერ პატარაა, არაფრის ჭამა არ შეუძლია.- აუხსნა მამიდამ. - უჰ, მარტო რძით როგორ იქნება? –შეწუხდა მზრუნველი მარიკუნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვიხალისე :) +++ ვიხალისე :) +++
7. ძალიან კარგებია და სასიამოვნო წასაკითხად. ძალიან კარგებია და სასიამოვნო წასაკითხად.
6. გამეღიმა პატარა ჭკუისკოლოფზე...:) გამეღიმა პატარა ჭკუისკოლოფზე...:)
5. გმადლობთ :) გმადლობთ :)
4. უნდა დამეწერა ღამეა?... უნდა დამეწერა ღამეა?...
3. "თქვენთან დღითაც რამეა?"... ეს მშვენიერი მიგნებაადა თუ მას ჩვენს დროში გადმოვიტანთ, რეალობაა... დანარჩენს უსიტყვოდ ახსნის გამგები. გაიხარე, წარმატებები... ია. ჯი. "თქვენთან დღითაც რამეა?"... ეს მშვენიერი მიგნებაადა თუ მას ჩვენს დროში გადმოვიტანთ, რეალობაა... დანარჩენს უსიტყვოდ ახსნის გამგები. გაიხარე, წარმატებები... ია. ჯი.
2. :):) გამეღიმა გულიანად... :):) გამეღიმა გულიანად...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|