 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2008 |
ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში ჩამოჯდებოდა, არას შეჭამდა, პურს ტყემალს ამოიწობდა, ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და ნატეხებს და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა, შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი - სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი. ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო და არ ენახა სიყვარული ჩვენებური, ჩვეულებრივი...
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო! თავად მეუფემ აზიარა, ოლარის კალთა დააფარა. ტკივილებს უნდა გაუძლოო, არ იტიროო, დაუბარა და როცა კარი მოიხურა, ჭრილში მოუყვა ანაფორა, რაღაცა ძალა აბრუნებდა: “მთავარი უთხარ, მეუფეო”, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის, ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?
ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო! მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა. ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია, ზეიმიაო, ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე, ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და წიგნებს და კუთხეში ჩუმად დამიწყობს, იქნებ მაინც წაიკითხოსო? მინდა ვიტირო, მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.
ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო, სნეულთა შემწე, სასთუმალთან გამთენებელი, არცარის მქონე, არცრის შემძენი. ან სიმსივნით რაღად გასტანჯე? ან დენს დაერტყა, ან ნამცეცი გადასცდენოდა, ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!
მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” ვინ გაიგოს შენი სამართალი, ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი, ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი, “ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ. მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები და ზეფიროვან შესამოსელს მზე აგვირისტებს. ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს! და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო, ღმერთო კეთილო, ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. გაიხარე. ძალიან მგრძნობიარეა. გაიხარე. ძალიან მგრძნობიარეა.
23. ეს შედევრად აღვიქვი ეს შედევრად აღვიქვი
22. მაიმასკო 1 ძვირფასო! ქეთინოს ერთადერთი შვილი ჰყავდა,ნათია,ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი .რაიმე გაუგებრობა ხომ არ არის?მე ნინო დარბაისელი ვარ. მაიმასკო 1 ძვირფასო! ქეთინოს ერთადერთი შვილი ჰყავდა,ნათია,ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი .რაიმე გაუგებრობა ხომ არ არის?მე ნინო დარბაისელი ვარ.
21. დიოტიმა ქეთინო თხელიძე დედაჩემია, შენი კომენტარი წავიკითხე და ტანში გამცრა დიოტიმა ქეთინო თხელიძე დედაჩემია, შენი კომენტარი წავიკითხე და ტანში გამცრა
20. დიოტიმა ჩემო კეთილო, შემიყვარდა შენი ქეთინო:) ძალიან კარგია დიოტიმა ჩემო კეთილო, შემიყვარდა შენი ქეთინო:) ძალიან კარგია
19. არაჩვეულებრივი!
10! არაჩვეულებრივი!
10!
18. დილით წავიკითხე ეს ლექსი. საინტერსოა ძალიან... ღრმა და ემოციური. 5 დილით წავიკითხე ეს ლექსი. საინტერსოა ძალიან... ღრმა და ემოციური. 5
17. ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
მომეწონა... 8 ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო! ცივ შუშაბანდში ასვენია, ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.
სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში ქეთინოსავით ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და ღვთისმოსავი?
მომეწონა... 8
16. ემოცია მოიტანა დიდი! ამ ლექსს ჭკვიანი რეჟისორი რამე დრამაში ჩართავდა და ძალიან მოიგებდა პიესა! ( ავტორის ნებართვით, რა თქმა უნდა.) :) ემოცია მოიტანა დიდი! ამ ლექსს ჭკვიანი რეჟისორი რამე დრამაში ჩართავდა და ძალიან მოიგებდა პიესა! ( ავტორის ნებართვით, რა თქმა უნდა.) :)
14. 555555555555555555555555555555555555555555 555555555555555555555555555555555555555555
13. ასეთი ადამიანების წასვლა ძალიან დიდ ეჭვს ტოვებს მცირედ მორწმუნეთათვის. ეს ლექსი ძალიან მომეწონა, უჩუმრად აღებს გულის კარს და რჩება, როგორც თქვენივე "ლაზარე". მგონი რელიგიური თემატიკის ლექსები ყველაზე უკეთ გამოგდით, ქალბატონო ნინო :) ასეთი ადამიანების წასვლა ძალიან დიდ ეჭვს ტოვებს მცირედ მორწმუნეთათვის. ეს ლექსი ძალიან მომეწონა, უჩუმრად აღებს გულის კარს და რჩება, როგორც თქვენივე "ლაზარე". მგონი რელიგიური თემატიკის ლექსები ყველაზე უკეთ გამოგდით, ქალბატონო ნინო :)
12. ახლა შენი კომენტარიც წავიკითხე ნინო... ასეთ სათნო და მართლა ანგელოზ ადამიანებს რატო აქვთ ასეთი ბედი...რატო...:( ძაან განვიცადე... ახლა შენი კომენტარიც წავიკითხე ნინო... ასეთ სათნო და მართლა ანგელოზ ადამიანებს რატო აქვთ ასეთი ბედი...რატო...:( ძაან განვიცადე...
11. მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
ლექსი ძაან ძლიერი... მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც არ დაინანე.
ლექსი ძაან ძლიერი...
10. ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ამის გარდა ლექსი კარგია
ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო! ამის გარდა ლექსი კარგია
9. ლექსისა რა მოგახსენო მაგრამ.... ლექსისა რა მოგახსენო მაგრამ....
8. ცოდვა ის არი ესეთ ლექსებს წერდე და მერე ასეთ კომენტარს აკეთებდე:. "მართმადიდებლური პოზიციიდან ეს ლექსი ერეტიკულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თამამი,კადნიერი მიმართვა უფლისადმი ქალისა,რომელსაც სიკვდილ სიცოცხლის,ცოდვა-მადლის უპასუხო კითხვების პირისპირ უწევს დგომა.ფინალი -ხილვა ,შემრიგებელი ღვთიურ განაჩენთან. ნაივური ,ცვალებადი თავრეფრენი,აგებული გრადაციის პრინციპზე.ფორმა გარდამავალი, ვერლიბრისა და ვერბლანის კომბინაცია, ჩანართი - გარითმული კონვენციური სტროფით ." ქალბატონო დიოტიმა არ არი აქ საბავშვო ბაღი გვაცალეთ უბრალო მოკვდავებს ლექსით კაიფი, თორემ როგოტც მოგეცა ეგ ნიჭი ისე წაგართმევენ , ხომ შეშინდით? რა კონვეენციური , რის ვერბლანი და მომბლანი.... ცოდვა ის არი ესეთ ლექსებს წერდე და მერე ასეთ კომენტარს აკეთებდე:. "მართმადიდებლური პოზიციიდან ეს ლექსი ერეტიკულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თამამი,კადნიერი მიმართვა უფლისადმი ქალისა,რომელსაც სიკვდილ სიცოცხლის,ცოდვა-მადლის უპასუხო კითხვების პირისპირ უწევს დგომა.ფინალი -ხილვა ,შემრიგებელი ღვთიურ განაჩენთან. ნაივური ,ცვალებადი თავრეფრენი,აგებული გრადაციის პრინციპზე.ფორმა გარდამავალი, ვერლიბრისა და ვერბლანის კომბინაცია, ჩანართი - გარითმული კონვენციური სტროფით ." ქალბატონო დიოტიმა არ არი აქ საბავშვო ბაღი გვაცალეთ უბრალო მოკვდავებს ლექსით კაიფი, თორემ როგოტც მოგეცა ეგ ნიჭი ისე წაგართმევენ , ხომ შეშინდით? რა კონვეენციური , რის ვერბლანი და მომბლანი....
7. ძალიან მომწონს ეს:( ძალიან მომწონს ეს:(
6. ძალიან მძიმე განცდაა... და ლექსი კი_ მშვენიერი. ძალიან მძიმე განცდაა... და ლექსი კი_ მშვენიერი.
5. ეს ქეთინო,გვარად თხელიძე,ნამდვილად არსებობდა,ახალგაზრდობაში პუშკინის ინსტიტუტში მუშაობდა,მერე მონაზონი იყო,ჩემი დის მეგობარი.კიბოთი სნეულმა თავისი ერთადერთი ბინა აფხაზეთიდან ლტოლვილ ავადმყოფ ბერს დაუთმო და თავად დის ბინაში გარდაიცვალა . მეუფე,რომელიც მის სანახავად,საზიარებლად მოვიდა და კარში დაურჩა ანაფორა'',მეუფე დანიელია, და ეს ნამდვილად ასე მოხდა.. ეს ქეთინო,გვარად თხელიძე,ნამდვილად არსებობდა,ახალგაზრდობაში პუშკინის ინსტიტუტში მუშაობდა,მერე მონაზონი იყო,ჩემი დის მეგობარი.კიბოთი სნეულმა თავისი ერთადერთი ბინა აფხაზეთიდან ლტოლვილ ავადმყოფ ბერს დაუთმო და თავად დის ბინაში გარდაიცვალა . მეუფე,რომელიც მის სანახავად,საზიარებლად მოვიდა და კარში დაურჩა ანაფორა``,მეუფე დანიელია, და ეს ნამდვილად ასე მოხდა..
4. ვაიმეეე... თითქოს პირველად კითხულობსო. იმდენი ვიტირე და მაინც არ მომეშვა. ვაიმეეე... თითქოს პირველად კითხულობსო. იმდენი ვიტირე და მაინც არ მომეშვა.
3. ძალიან იმოქმედა ამ ლექსმა, მეც მყავდა ასეთი ქეთინო. ვერლიბრი ჯერ ასე არ მომწონებია. მკრეხელური არაფერია აქ. ასე ყოველდღიურად ვცოდავთ ჩვენ...ფიქრებში! დიდი ტკივილია და დიდი სევდა10 ძალიან იმოქმედა ამ ლექსმა, მეც მყავდა ასეთი ქეთინო. ვერლიბრი ჯერ ასე არ მომწონებია. მკრეხელური არაფერია აქ. ასე ყოველდღიურად ვცოდავთ ჩვენ...ფიქრებში! დიდი ტკივილია და დიდი სევდა10
2. ბოჟე უპასი. ბოჟე უპასი.
1. მართმადიდებლური პოზიციიდან ეს ლექსი ერეტიკულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თამამი,კადნიერი მიმართვა უფლისადმი ქალისა,რომელსაც სიკვდილ სიცოცხლის,ცოდვა-მადლის უპასუხო კითხვების პირისპირ უწევს დგომა.ფინალი -ხილვა ,შემრიგებელი ღვთიურ განაჩენთან. ნაივური ,ცვალებადი თავრეფრენი,აგებული გრადაციის პრინციპზე.ფორმა გარდამავალი, ვერლიბრისა და ვერბლანის კომბინაცია, ჩანართი - გარითმული კონვენციური სტროფით . მართმადიდებლური პოზიციიდან ეს ლექსი ერეტიკულადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თამამი,კადნიერი მიმართვა უფლისადმი ქალისა,რომელსაც სიკვდილ სიცოცხლის,ცოდვა-მადლის უპასუხო კითხვების პირისპირ უწევს დგომა.ფინალი -ხილვა ,შემრიგებელი ღვთიურ განაჩენთან. ნაივური ,ცვალებადი თავრეფრენი,აგებული გრადაციის პრინციპზე.ფორმა გარდამავალი, ვერლიბრისა და ვერბლანის კომბინაცია, ჩანართი - გარითმული კონვენციური სტროფით .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|