 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 5 ოქტომბერი, 2011 |
ქუჩას ორი ადამიანი მიუყვებოდა, წარმოიდგინეთ რომ ზემოდან უყურებთ ამ ყველაფერს, შუაღამე.შემოდგომის სუსხი იგრძნობა უკვე. ერთმანეთს ენაცვლება განათებული და ჩაბნელებული ქუჩების კასკადი. მიუხედავად იმისა რომ ღამეა, ხალხის მოძრაობა არ წყდება,ჯერ კიდევ მრავლად არიან დამსვენებლები, მოუსვენარნი,სიცოცხლით სავსენი,გართობის და დროს ტარების მოყვარულნი, ერთმანეთში ირევა მათი ჟივილი-ხივილი, ქართული, სომხური და ინგლისური, ყველა ბარი ანთია, ყველა კაფე ღიაა, სავსეა დარბაზები, ერთმანეთში არეული სხეულები, მძლავრი რიტმი და მუსიკა. ეს ორი კი თქვენ წარმოიდგინეთ,რაღაც სხვანაირად მიდიოდნენ, არც შეყვარებული წყვილს არ გავდნენ, არც ღამე, გასართობად გამოსულ მეგობრებს, არც ცეკვა უნდოდათ, გვერდს უვლიდნენ კაფე-ბარებს, დისკოთეკებს, გოგო- ოდნავ მაღალ ქუსლებზე შემდგარი, მხრებ აწეული, შიშველ მხრებზე საოცრად წითელი თმებ ჩამოყრილი და მის გვერდით ბიჭი, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი,ფიქრიანი სახით. ახლა მკვეთრად შემოვატრიალოთ კადრი და წინიდან შევხედოთ მათ: -მოიცადე,მაღაზიაში შევალ-თქვა გიგამ -... გოგოც შეყვა. გამყიდველი, უზარმაზარი ლინზების ზემოდან,დაკვირვებით რომ ათვალიერებს მათ, ცდილობს გამოიცნოს ვინ არიან ერთმანეთის, ირონიულ ღიმილზე ეტყობა რომ უკვე „გამოიცნო“. კმაყოფილი აკანტურებს თავს. აქ მისი სამფლობელოა. - კონიაკი მომეცით, ორი ერთჯერადი ჭიქაც-ოცლარიანი დაუგდო დახლზე გიგამ. დინჯად, ორი წუთის განმავლობაში ასწორებდა ქაღალდის ფულს, გამომცდელად შეყურებდა თვალებში ახალგაზრდებს, ხურდის მოცემის მომენტიც უსასრულობაში გადაიზარდა: - ღამის გათევა თუ გინდათ,თქვენთვის მაქვს ერთი კოხტა ოთახი, ორმოც ლარად მოგაქირავებთ-სულმოუთქმელად ჩაამთავრა. გიგამ ხურდა გამოართვა,არც დაუთვლია,ისე ჩაიყარა ჯიბეში, გოგოს ხელი მაგრად ჩაკიდა და გარეთ გავიდნენ. ბულვარში შევიდნენ. ბიჭმა კონიაკი ჩაასხა ჭიქაში, თითქმის ბოლომდე გაავსო, სულმოუთქმელად გადაკრა. სითბომ დაუარა სხეულში,თვალებში ვარსკვლავებმა იფეთქეს. გოგოს შეხედა ამ დროს,მის წინ ყინულის დედოფალი იდგა. -მეც დამისხი-კბილებიდან გამოცრა. შეუვსო და მიაწოდა. გოგო ნელ ნელა სვამდა, პატარა ყლუპებით, აგემოვნებდა თითქოს, ბიჭს მოწონდა ეს, შეეხარბა თითქოს მისი, ასეთი გემრიელი იყოო?გაიფიქრა,ისევ მოუნდა და თავისთვისაც შეივსო ჭიქა ხელმეორედ. მის წინ ყინულის დედოფალი დნებოდა,გალურჯებული და სიცივე ჩამდგარი ქალის სხეული აფეთქებას იწყებდა. ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ,თანდათან ხარხარი უტყდებოდათ,გამვლელები გაოცებული აყოლებდნენ მზერას. ისინი კი წინ მიდიოდნენ, თანდათან აკლდებოდა კონიაკის ბოთლს,როცა ძროზე დავიდა,ერთდროულად იგრძნეს,მათ სხეულებში სიცივე აღარ იყო, ახლა იქ სითბო და სიყვარული ჩქეფდა. საათის მანათობელ ციფერბლატს დახედა ბიჭმა, ორი დაწყებულიყო უკვე, გოგოს შეხედა სითბო ჩამდგარ თვალებში, საშინლად მოუნდა მისთვის ეკოცნა ახლა, სისხლივით წითელ ტუჩებში ეკოცნა. -ველოსიპედით გავისეირნოთ გინდა?-კითხა,მხრებზე მოხვია ხელი. „ორ საათზე მივდივართო“ -გამქირავებელმა, „ნახევარ საათში მოგიყვანთო“-გიგამ. ორი ველოსიპედი აიღეს. ქარებივით მიქროდნენ წინ, ბიჭი გოგოს გახედავდა ხოლმე, თმები უფრიალებდა უკან, თვალები უბრწყინავდა,გამატარეო უყვიროდა ბიჭს, ასე ჯობდაო-გულში ფიქრობდა ბიჭი, ზუსტად ეს გვჭირდებოდაო ახლა და მეტი არაფერი. როცა საშინლად დაღლილები,ერთმანეთზე მიხუტებულები ძლივს მილასლასებდნენ სასტუმროსკენ,ორივე მიხვდა, ბედნიერები იყვნენ იმ წამს. -რამდენი წლის ხარ?-პირველი კითხვა დაუსვა ბიჭმა -ცხრამეტის. გაუხდელად მიეგდო ლოგინზე და ჩაეძინა ბიჭს. როცა გოგო აბაზანიდან გამოვიდა, დაინახა ბიჭს ისევ მის საწოლზე ეძინა. ჩვეულმა, სარკასტულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ამ დროს კი ჰოსტელში სიცოცხლე დუღდა, ზემოთ , ვერანდაზე ასული დამსვენებლების ხმაური ჩამოდიოდა ოთახამდე. ახლა ჩვენი გმირები დაიძინებენ, ისევ კადრი ზემოდან: განათებული,პატარა ჰოსტელი, დაკლაკნილი სილუეტებით, მუსიკის გამაყრუებელი გუგუნით და მის ირგვლივ სრული სიბნელე. ეძინა ქალაქს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჯერჯერობით მომწონს, , ალბად ბოლო იქნება. ჯერჯერობით მომწონს, , ალბად ბოლო იქნება.
4. ფინალი თითქოს უღიმღამო მეჩვენა. თუ რამის დასაწყისია...მაშინ კარგია...:) ფინალი თითქოს უღიმღამო მეჩვენა. თუ რამის დასაწყისია...მაშინ კარგია...:)
3. ოოოო, რა ნაცნობი სარკასტული ღიმილი იყო გოგოს სახეზე :)
გაგრძელება იქნება... ოოოო, რა ნაცნობი სარკასტული ღიმილი იყო გოგოს სახეზე :)
გაგრძელება იქნება...
2. ხვალ წავიკითხავ :-* ხვალ წავიკითხავ :-*
1. მეორე წინადადებიდან მომწონს :)
თუ არ გავითვალისწინებ რაღაცებს, მთლიანობაში კარგი იყო.
ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ,თანდათან ხარხარი უტყდებოდათ<<კადრად კარგია
ისევ კადრი ზემოდან: განათებული,პატარა ჰოსტელი, დაკლაკნილი სილუეტებით, მუსიკის გამაყრუებელი გუგუნით და მის ირგვლივ სრული სიბნელე. <<ესეც.
სავარაუდოდ, ბოლო თავი მელის წინ :) მეორე წინადადებიდან მომწონს :)
თუ არ გავითვალისწინებ რაღაცებს, მთლიანობაში კარგი იყო.
ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ,თანდათან ხარხარი უტყდებოდათ<<კადრად კარგია
ისევ კადრი ზემოდან: განათებული,პატარა ჰოსტელი, დაკლაკნილი სილუეტებით, მუსიკის გამაყრუებელი გუგუნით და მის ირგვლივ სრული სიბნელე. <<ესეც.
სავარაუდოდ, ბოლო თავი მელის წინ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|