 | ავტორი: კვარა ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2011 |
ისე მძულხარ როგორც არწივს მთები, ისე მძულხარ როგორც მგზავრებს გზები. ისე მძულხარ როგორც ვაჟს სძულს ქალი, ისე მძულხარ როგორც თევზს სძულს წყალი. ისე მძულხარ როგორც წუთებს წამი, ისე მძულხარ როგორც კუბოს გვამი. ისე მძულხარ როგორც ბუხარს ცეცხლი, ისე მძულხარ ვით იუდას ვერცხლი. ისე მძულხარ როგორც აპრილს მარტი, ისე მძულხარ როგორც სანთელს ხატი. ისე მძულხარ როგორც ქუჩას ტერფები, ისე მძულხარ როგორც გუმბათს კედლები. ისე მძულხარ როგორც ტყვიას დენთი, ისე მძულხარ როგორც მრევლს სძულს ღმერთი. ისე მძულხარ როგორც ნამუსს ულვაში, ისე მძულხარ როგორც ტილოს გუაში. ისე მძულხარ როგორც ზეცას ნიბლია, ისე მძულხარ როგორც მღვდელს სძულს ბიბლია. ისე მძულხარ როგორც სტროფებს რვეული, ისე მძულხარ როგორც სულს სძულს სხეული. ისე მძულხარ როგორც ფილტვებს ნაფაზი, ისე მძულხარ ვით მათხოვარს აბაზი. ისე მძულხარ როგორც აღმართს დაღმართი, ისე მძულხარ როგორც მელანს ქაღალდი. ისე მძულხარ როგორც პოეტს ლექსები, ისე როგორც მატარებელს რელსები. ისე მძულხარ როგორც ურსას ქარქაში, ისე მძულხარ როგორც თოვა ზამთარში. ისე მძულხარ როგორც ლოთებს ღვინო, მძულხარ როგორც თითებს პიანინო. ისე მძულხარ როგორც ნაგანს ტყვია, ჩემს სიძულვილს სიყვარული ქვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. კარგი იყო)) კარგი იყო))
31. კარგი იყო)) კარგი იყო))
30. ეს რა კარგი სიძულვილი გცოდნია :) ეს რა კარგი სიძულვილი გცოდნია :)
29. უბრალოდ სასიამოვნო მიძღვნაა.და ზოგჯერ ასეტი უბრალო რაღაცები უფრო მოსწონს ადამიანს,მე მომწონს უბრალოება ამ ნაწერის. უბრალოდ სასიამოვნო მიძღვნაა.და ზოგჯერ ასეტი უბრალო რაღაცები უფრო მოსწონს ადამიანს,მე მომწონს უბრალოება ამ ნაწერის.
28. ერთი წრე საკმარისი არ იყო ? თუ არ განვითარდა როგორც სპირალი.... უინტერესოა როგორც ცარიელი ყანწი რატომღაც ველოსიპედის ტრენაჟორს ვამსგავსებ
ერთი წრე საკმარისი არ იყო ? თუ არ განვითარდა როგორც სპირალი.... უინტერესოა როგორც ცარიელი ყანწი რატომღაც ველოსიპედის ტრენაჟორს ვამსგავსებ
27. რის მადლობა, რა დახმარება. რის მადლობა, რა დახმარება.
26. საოცრად მაგარია მაგრზე მაგარია თუ დედისმტ* ვნელად მაგარია ამაში შენი დახმარების გარეშე გავერკვევი მაგრამ მაინც მადლობა ელენი ) საოცრად მაგარია მაგრზე მაგარია თუ დედისმტ* ვნელად მაგარია ამაში შენი დახმარების გარეშე გავერკვევი მაგრამ მაინც მადლობა ელენი )
25. აბა აბა საოცრად =))) აბა აბა საოცრად =)))
23. რატომ შეწყვიტეთ სიის წერა, მოგწყინდათ თუ დაიღალეთ?
რატომ შეწყვიტეთ სიის წერა, მოგწყინდათ თუ დაიღალეთ?
22. "ისე მძულხარ, როგორც"<-- ასე უნდა მგონი : ) რაღაცები მომეწონა და ბოლო მებანალურა. "ისე მძულხარ, როგორც"<-- ასე უნდა მგონი : ) რაღაცები მომეწონა და ბოლო მებანალურა.
21. მე მეიუმორისტულება და მეგემრიელება ეს ნაწერები და რა ვიცი... :)))))))) :))))) ვიყო უგემოვნო ამ ერთი ღამით :) რა უჭირს? :))))))))) მე მეიუმორისტულება და მეგემრიელება ეს ნაწერები და რა ვიცი... :)))))))) :))))) ვიყო უგემოვნო ამ ერთი ღამით :) რა უჭირს? :)))))))))
18. ვაიმე ვაიმეD:D:განვცვიფრდი..კია არა და კარგია:D:D:D:)წარმატებები ვაიმე ვაიმეD:D:განვცვიფრდი..კია არა და კარგია:D:D:D:)წარმატებები
16. კვარა რა იყო ეგ :D ეს თუ აღარ მესმის და :D კვარა რა იყო ეგ :D ეს თუ აღარ მესმის და :D
15. "ისე მძულხარ როგორც მგზავრებს გზები."
-2 "ისე მძულხარ როგორც მგზავრებს გზები."
-2
14. თუკი აღიარეს, კარგი ბატონო! მე ვერ... პუნქტუაცია მაინც მოაწესრიგეთ... თუკი აღიარეს, კარგი ბატონო! მე ვერ... პუნქტუაცია მაინც მოაწესრიგეთ...
13. ვაიმე ვის რა მოეწონა აქ არ ვიცი მაგრამ გაოცება მოვასწარი :| 0 ვაიმე ვის რა მოეწონა აქ არ ვიცი მაგრამ გაოცება მოვასწარი :| 0
11. საინტერესო შედარებებია :)
საინტერესო შედარებებია :)
10. მომეწონა :D
+2 მომეწონა :D
+2
9. ახალაიამ თუ აღიარა რაღა მეთქმის:D ახალაიამ თუ აღიარა რაღა მეთქმის:D
8. მაისა უძლიერესია...ახალაიამ აღიარა...:D:D:D:D მაისა უძლიერესია...ახალაიამ აღიარა...:D:D:D:D
7. მესმის შენი რომ არგესმის. მესმის შენი რომ არგესმის.
6. აი მე კი არ მომეწონა და იმდენი გამახსენდა ასეთი "რაღაც" დაწერილი, უბრალოდ გამეღიმა ))) აი ერთ გენიალურ ავთორს აქვს, აეთი რაღაც, ცას ვაკოცე შიგ ცისარტყელაში, იმას ვაკოცე შიგ ამაში, ამას ვაკოცე შიგ იმაში. და კიდევ კოტე ყუბანეიშვილის ძააალიან დიდი ლექსია :D რამდენი იარა, რამდენი ჭამა, რამდენი სვა, რამდენი ისკაიპა, რამდენი მოწია, რამდენი ატირა, რამდენი.. რამდენი.. რამდენი.. და მაინც რა ყ..ა
აი ასე მთავრდება ბოლოს )) და რა? უსასრულოდ შეიძლება ამის წერა,
ისე მძულხარ როგორც პომიდორს შაბიამანი, ისე მძულხარ როგორც ... როგორც.. როგორ.. ... .. .
აი მე კი არ მომეწონა და იმდენი გამახსენდა ასეთი "რაღაც" დაწერილი, უბრალოდ გამეღიმა ))) აი ერთ გენიალურ ავთორს აქვს, აეთი რაღაც, ცას ვაკოცე შიგ ცისარტყელაში, იმას ვაკოცე შიგ ამაში, ამას ვაკოცე შიგ იმაში. და კიდევ კოტე ყუბანეიშვილის ძააალიან დიდი ლექსია :D რამდენი იარა, რამდენი ჭამა, რამდენი სვა, რამდენი ისკაიპა, რამდენი მოწია, რამდენი ატირა, რამდენი.. რამდენი.. რამდენი.. და მაინც რა ყ..ა
აი ასე მთავრდება ბოლოს )) და რა? უსასრულოდ შეიძლება ამის წერა,
ისე მძულხარ როგორც პომიდორს შაბიამანი, ისე მძულხარ როგორც ... როგორც.. როგორ.. ... .. .
3. ტარიელ ჭანტურია გამახსენდა... და კიდევ ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
''ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია''. ტარიელ ჭანტურია გამახსენდა... და კიდევ ილია ჭავჭავაძის სიტყვები:
``ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია``.
1. ეს ლექსი მომეწონა...საკაიფოა...
და როგორც გითხარი ეგრე იმოქმედე შენ...:) ეს ლექსი მომეწონა...საკაიფოა...
და როგორც გითხარი ეგრე იმოქმედე შენ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|